UNICEF: ქუჩაში მომუშავე ბავშვების პრობლემაზე აზერბაიჯანმა და საქართველომ უნდა ითანამშრომლონ
გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ გამოქვეყნებულ კვლევაში საუბარია საქართველოში ქუჩაში მცხოვრები/მომუშავე ბავშვების ჯგუფების ეთნიკურ მახასიათებლებზე. კვლევაში განმარტებულია, რომ სახელმწიფომ პრობლემა უნდა გამოკვეთოს და უმცირესობათა ინტეგრაციის პოლიტიკა და რეგულაციები შესაბამისობაში უნდა იქნეს მოყვანილი ბავშვთა სპეციფიკურ საჭიროებებთან და რისკებთან.
კვლევის მიხედვით, ქუჩაში მცხოვრებ და მომუშავე ბავშვებში ყველაზე მეტად ჭარბობენ ეთნიკური ქართველები, ბოშები და აზერბაიჯანელი ქურთები.
საქართველოსა და აზერბაიჯანში განსხვავებული სოციალური დახმარების პროგრამები და სამართლებრივი ჩარჩოები მეზობელი ქვეყნიდან მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზია.
კვლევის მიხედვით, მიგრაციას შემდეგი ფაქტორები განაპირობებს:
- ვალუტის გაუფასურების გამო აზერბაიჯანის ეკონომიკური პირობები გაუარესდა, რამაც უმუშევრობა გამოიწვია;
- ქუჩაში მუშაობასა და მათხოვრობაზე აზერბაიჯანში მკაცრი წესები მოქმედებს, ხოლო საქართველოში თანაგრძნობაა ქუჩაში მომუშავე ადამიანებსა და მათხოვრებზე;
- ეკონომიკური მოგება, რაც საქართველოდან აზერბაიჯანში საქონლის იმპორტის შედეგია.
კვლევის მიხედვით, ქუჩაში მცხოვრებ და მომუშავე ბავშვების პრობლემას მიგრაციული ხასიათიც აქვს. ყველაზე დიდ ზეგავლენას მიგრანტების გადაადგილებაზე ტურისტული სეზონი ახდენს. ზაფხულში ის არა მხოლოდ აზერბაიჯანელ ოჯახებს, არამედ ქუჩის ქართველ ოჯახებსა და ბავშვებსაც იზიდავს ბათუმში, ქობულეთში, ურეკსა და შავი ზღვის სანაპიროს სხვა ტურისტულ ადგილებში.
კვლევის მიხედვით, საქართველოში აზერბაიჯანელი ქურთების მიმართ სტიგმა დიდია, რაც ერთ-ერთი ხელშემწყობი ფაქტორია, რომ ეს უკანასკნელნი სოციალურ მომსახურებებს ვერ იღებენ.
სოციალურ მუშაკებს განსაკუთრებით უჭირთ დახმარების გაწევა აზერბაიჯანელი ქურთებისთვის. ქუჩაში მცხოვრებ/მომუშავე აზერბაიჯანელ ოჯახებთან მუშაობისას ისინი ნდობასთან დაკავშირებულ სერიოზულ პრობლემებს აწყდებიან.
"მოხეტიალე აზერბაიჯანელი ოჯახები აცხადებენ, რომ სახელმწიფოსგან მომსახურების მიღებას არ მოელიან და რომ სახელმწიფოსთან (ან თემთან) კონტაქტი არაფერს აძლევთ. ამის შედეგად ბევრი მათგანი სისტემატურად თავს არიდებს სახელმწიფო სერვისებს – ისინი ცდილობენ, არ დაარეგისტრირონ ბავშვის დაბადება, არ ცდილობენ პირადობის მოწმობების მიღებას და არ შემოაქვთ განცხადებები სოციალური დახმარების მოთხოვნით", - ვკითხულობთ კვლევაში.
ზოგი მათგანი ამ სახის მომსახურებებს იმის გამო ვერ იღებს, რომ ზოგჯერ საქართველოში ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვები არარეგულარულ შრომის ანაზღაურებას იღებს ან ვერ ახერხებს ბიუროკრატიული ბარიერების დაძლევას. ზოგი მალავს ან ანადგურებს პირადობის მოწმობას და სხვა დოკუმენტებს, რომ ოფიციალური პირებისგან შორს დაიჭირონ თავი.
გაეროს ბავშვთა ფონდი საქართველოსა და აზერბაიჯანის ხელისუფლებას პრევენციული ზომების გატარებისკენ მოუწოდებს:
- საქართველოსა და აზერბაიჯანში უნდა განხორციელდეს საინფორმაციო კამპანიები, რომლის საშუალებითაც უნდა გავრცელდებს ინფორმაცია პირადობის დამადასტურებელი საბუთების მიღების წესების შესახებ. მათ უნდა იცოდნენ, რომ ყველა ბავშვს დაბადებისას ეძლევა პირადობის დამადასტურებელი საბუთები, მიუხედავად იმისა, თუ სად არიან ისინი დაბადებულები, ჯანდაცვის დაწესებულებებში თუ მათ გარეთ
- უნდა დაიწყოს თანამშრომლობა საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის რეგულაციებისა და კანონმდებლობის ადმინისტრირების დონეზე, რაც გააძლიერებს ეკონომიკას და შეამცირებს ქვეყნებს შორის რეგულარულ მიმოსვლას.
- უნდა გაძლიერდეს აზერბაიჯანის სოციალური სამსახურები, რათა მოხდეს ქუჩის ცხოვრებაში ბავშვების ჩართვის პრევენცია. უნდა შეიქმნას ორ ქვეყანას შორის მიმართვიანობის ერთობლივი მექანიზმი.
- სერვისების მიმწოდებელმა ცენტრებმა თვალყური უნდა ადევნონ საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის მიგრაციულ ნაკადებს, უფრო კონკრეტულად კი შავი ზღვის სანაპიროზე ტურისტულ სეზონზე ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების გაზრდილ რაოდენობას. ხელისუფლებამ უნდა გამოყოს დაფინანსება შავი ზღვის სანაპიროზე სერვისებისათვის, რათა გაიზარდოს დღის ცენტრებსა და 24-საათიანი თავშესაფრების მომსახურებაზე წვდომა. გარდა ამისა, არ არსებობს სპეციალიზებული სერვისები აზერბაიჯანის მხრიდან სასაზღვრო ტერიტორიებზე და საჭიროა ამ საკითხის გათვალისწინებაც.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები