ისტორია უცნაური ნიღბის მიღმა, რომელიც შავი ჭირის დროს ექიმებს ეკეთათ
ინტერნეტში გვერდიდან გვერდზე ხეტიალში ბევრ უცნაურ რამეს წააწყდება ადამიანი. მაგალითად, წაწვეტებულ ნიღბებს, რომლებიც პრეისტორიული ფრინველის ჩონჩხს ჰგავს. სინამდვილეში ეს შუა საუკუნეების ექიმების აღჭურვილობაა, რომლის დიზაინიც არსებული გარემოებების გათვალისწინებით შეიქმნა. იმისთვის, რომ ამ ნიღბების ისტორია მოგიყვეთ, წარსულში უნდა გადავინაცვლოთ - იმ დროში, როცა მედიცინა სულაც არ იყო ისეთი ძლევამოსილი, როგორიც ახლაა.
მე-14 საუკუნეში გობის უდაბნოდან წარმოშობილმა შავმა ჭირმა კაცობრიობა საგონებელში ჩააგდო. საშინელმა დაავადებამ ჯერ ჩინეთი და ინდოეთი მოიცვა, მერე კი მონღოლთა ჯარებთან ერთად ევროპაშიც შეაღწია. მისთვის დამახასიათებელი სიმპტომები იყო: ოფლიანობა, ციებ-ცხელება, კანკალი, ძლიერი ტკივილები, მაგრამ მთავარი, ყველაზე საზარელი ნიშანი, რომლითაც შავი ჭირის ამოცნობა შეიძლებოდა, ჩირქმდინარე წყლულები, ე.წ. ბუბონები იყო. ბუბონი ჩნდებოდა იღლიის, კისრისა და ბარძაყის მიდამოებში. თავდაპირველად გამონაყარი ვარდისფერ ფერს იღებდა, დროთა განმავლობაში კი შავდებოდა. შავმა სიკვდილმა რამდენიმე წელიწადში ევროპის მეოთხედი გაანადგურა. საერთო ჯამში კი, სულ რაღაც 20 წელიწადში 60 მილიონამდე ადამიანი იმსხვერპლა.
პიტერ ბრეიგელ-უფროსი. სიკვდილის ტრიუმფი, 1562 წელი
მიუხედავად იმისა, რომ შუა საუკუნეების მედიცინას პანდემიასთან ბრძოლისთვის არანაირი იარაღი არ გააჩნდა, ექიმები დაავადებულების დახმარებას მაინც ცდილობდნენ, ამისთვის კი აუცილებელი იყო, თავად არ გამხდარიყვნენ შავი ჭირის მსხვერპლები.
დაავადების წარმოშობის შესახებ მე-14 საუკუნეში ორი ვერსია არსებობდა: პირველის თანახმად, ყველაფერში დამნაშავე ავი სულები იყვნენ, მეორის მიხედვით კი, წყლულები მომაკვდავის სუნის შესუნთქვის შედეგად ჩნდებოდა. მიუხედავად იმისა, რომ არც ერთი ვერსია არაა სწორი, მეორე ვერსიაში ლოგიკის ნიშნები ნამდვილად შეიმჩნეოდა. ექიმები დააკვირდნენ, რომ ავადმყოფთან დიდი დროის გატარების შემდეგ, სხვასაც უჩნდებოდა გამონაყარი და იმ აზრამდე მივიდნენ, რომ სწორედ ცუდ სუნში იმალებოდა ავადმყოფობის გამომწვევი ნაწილაკი. ეს თეორია, რომელსაც მიაზმის თეორიის სახელით იცნობენ, მედიცინაში მე-19 საუკუნემდე ბატონობდა.
მკურნალები ზემოთ აღნიშნული ორივე სცენარის გათვალისწინებით იცავდნენ თავს. ნიღბის "ნისკარტს" ვარდის ფურცლებითა და სანელებლებით ავსებდნენ, რათა ხრწნის სუნი არ შეეყნოსათ და იმასაც ცდილობდნენ, საშიში არსებებივით გამოწყობილიყვნენ, რათა უწმინდური სულები დაეფრთხოთ. ჩვეული პრაქტიკა იყო დაავადებულ უბნებში ცეცხლის გაჩაღებაც, რათა კვამლს ჰაერი გაეწმინდა.
ნიღაბზე სათვალის მინები ან ჩაბნელებული იყო, ან - წითელი ფერის. მართალია, პაციენტის წყლულების დათვალიერებას მახვილი მზერა სჭირდებოდა, მაგრამ, იმდროინდელი რწმენით, დაუბურავ შუშებში ავ სულებს ადვილად შეეძლოთ შეღწევა.
ექიმები ასევე იყენებდნენ სპეციალურ ჯოხს, რომლითაც პაციენტებს სინჯავდნენ. მისი დახმარებით პულსის გაზომვაც კი შეიძლებოდა. ჯოხის გამოყენება მკურნალებს საშუალებას აძლევდა, დისტანცია დაეცვათ დაავადებულებთან.
ბოლო დეტალი კი ისაა, რომ შუა საუკუნეების სამედიცინო ხალათი ცვილით იყო გაპოხილი, რათა დაავადებულის სისხლს თუ სხვა სითხეებს ექიმების სხეულამდე ვერ მიეღწია. ამაზე მეტი სტერილურობის მიღწევა იმ დროისთვის შეუძლებელი იყო.
როგორც ხედავთ, ამ ერთი შეხედვით უცნაური ჩაცმულობის უკან ფიქრის მთელი ჯაჭვი დგას. მართალია, მედიცინა ჯერ კიდევ უსუსური იყო ვერაგ დაავადებებთან ბრძოლაში, მაგრამ შუა საუკუნეებში უკვე შეიმჩნეოდა იმ სააზროვნო პროცესის მონახაზი, რომელმაც თანამედროვე წამლები თუ მკურნალობის ხერხები გვაჩუქა.
აღსანიშნავია ისიც, რომ ექიმები მხოლოდ საკუთარ თავს კი არა, სხვა პაციენტებსაც უფრთხილდებოდნენ. გასინჯვის პროცესს ყოველთვის აკვირდებოდა გარეშე პირი, რომელსაც უნდა შეემჩნია, თუ დაავადებული შემთხვევით შეეხებოდა მკურნალს. ამ შემთხვევაში ექიმი თავად "იწერდა" კარანტინს და აღარ მკურნალობდა მათ, ვისაც შავი ჭირი არ სჭირდა.
თუ ეს ისტორია მოგეწონათ, აუცილებლად დაგაინტერესებთ მედიცინის ილუსტრირებული ისტორიაც, რომელიც ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ გამოსცა. სისხლის გამოშვებითა თუ გვამების მოტაცებით დაწყებული და ინ-ვიტრო განაყოფიერებითა თუ ღეროვანი უჯრედებით მკურნალობით დამთავრებული, მასში დეტალურად არის განხილული გრძელი და საინტერესო გზა, რომელიც მედიცინამ განვლო.
დამატებითი ინფორმაციისთვის კი შაბათის შუადღე უნდა ნახოთ, სადაც ქეთი დევდარიანი გულწრფელად გვიზიარებს მედიცინით საკუთარ აღფრთოვანებას და წიგნსაც მიმოიხილავს.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები