ფოტოები: რა დატვირთვა აქვს TAIYO სცენას Echowaves-ზე და რომელ მუსიკოსებს მოუსმენთ აქ
მუსიკალური ფესტივალი Echowaves ანაკლიაში 23-დან 26 აგვისტოს ჩათვლით გაიმართება. ჟანრობრივად განსხვავებულ 5 სცენაზე მსმენელის წინაშე 150-მდე არტისტი წარდგება. მათ შორის, სამხრეთაფრიკული დუეტი Die Antwoord და ინგლისელი შემსრულებელი Tricky-ც იქნებიან.
ფესტივალზე სულ ხუთი სცენაა:
- MAIN Stage;
- EYE Stage;
- AQUA Stage;
- TAIYO Stage;
- KHIDI Stage.
ანაკლიაში ფესტივალის ტერიტორიაზე მშენებლობის პროცესი რამდენიმე კვირის წინ დაიწყო. პირველი სცენა, რომლის კონსტრუქციაც აიგო, EYE Stage იყო. EYE Stage-ზე ამჟამად ბოლო დეტალების დამატება მიმდინარეობს, ბოლო კვირაში კი ხმის სისტემა და განათება დამონტაჟდება.
როგორც ფესტივალის კონსტრუქციების ხელმძღვანელმა, ნიკა ქობულაშვილმა On.ge-ს უთხრა, ამ ეტაპზე ფესტივალის ტერიტორიაზე ყველგან მუშაობაა გაჩაღებული.
"ვაკეთებთ ჩრდილებს, რაც ყველაზე მნიშვნელოვანი იყო და აქამდე არ ყოფილა. დაწყებულია ტაიო სთეიჯის გაკეთება, აი სთეიჯი კი თითქმის დასრულებულია. ახლა ვიწყებთ ინსტალაციებს. ხიდის სთეიჯი იქნება უფრო ღამის ეპიცენტრი, ხოლო ტაიოსი - დღის".
Echowaves-ის საზოგადოებასთან ურთიერთობების მენეჯერი ხატია გელოვანი On.ge-ს ტაიოს სცენაზე უყვება, რომელსაც ფესტივალის ტერიტორიაზე განსაკუთრებული დატვირთვა აქვს.
"ამ ეტაპზე TAIYO-ს მშენებლობა მიმდინარეობს. სცენა მთლიანად ბამბუკისგან იქნება შექმნილი. მის კონსტრუირებაზე სპეციალურად ბრაზილიიდან ჩამოსული დიზაინერი ჯონატას გალანტინი მუშაობს, რომელსაც ამ სფეროში დიდი გამოცდილება აქვს"
ჯონატასის გარდა, სცენას ინტერნაციონალური გუნდიც აწყობს, რომელთაც არაერთი დიდი ფესტივალის დეკორაციების შექმნაში აქვთ მონაწილეობა მიღებული, მაგალითად, Boom Festival-ის.
"ბამბუკის კონსტრუქცია შემთხვევით არ შეგვირჩევია - TAIYO-ს შექმნის იდეა იაპონური კულტურის გავლენით გაგვიჩნდა, თუკი სადმე გვხვდება მცენარეული მოტივი, ის მცენარე აუცილებლად ბამბუკია. სწორედ იაპონიიდან იწყება ბამბუკის, როგორც სამშენებლო მასალის გამოყენება და ერთი სიტყვით - იაპონელებისათვის ბამბუკი უმნიშვნელოვანესია, ვიზუალურად კი ჩვენს სტილს მოუხდა", - გვითხრა ხატიამ.
კითხვაზე, თუ რა კონცეფციას ატარებს და რომელ არტისტებს უმასპინძლებს ტაიოს სცენა, ხატია გვპასუხობს:
"მზესთან სიახლოვე და მისგან მიღებული ენერგია TAIYO Stage-ის მთავარი ელემენტი იქნება. სცენის მთავარი ინსტალაციაც, რომლის აგებასაც უახლოეს მომავალში დავიწყებთ, სწორედ ამისი გამოხატულებაა.
გვსურს, ეს სცენა სწორედ ის ადგილი გახდეს, რომელიც კიდევ ერთხელ შეგვახსენებს, რომ არსებობს მომენტები, რომელთა განსაცდელადაც ყველაფერი ღირს. Taiyō - იაპონური სიტყვაა და მზეს ნიშნავს, თუმცა ძველ იაპონურ ლიტერატურაში ტაიოს იეროგლიფი მხატვრულადაც გამოიყენებოდა და ოკეანეს აღნიშნავდა. ტაიოს სცენის სამუშაო საათებიც მზის ამოსვლასა და ჩასვლას უკავშირდება".
მსმენელი TAIYO Stage-ზე ისეთ შემსრულებლებს მოისმენს, როგორებიც არიან NU, Henry SAIZ & THE BAND, Dominik Eulberg, FRANCESCO TRISTANO & GUTI პროექტით Another Paradise.
სულ ცოტა ხნის წინ, ფესტივალის დღიური ლაინაფი გახდა ცნობილი. ამ ეტაპზე 4-დღიანი ფესტივალის ღირებულება 150 ლარია, ხოლო ერთი დღით ფესტივალზე დასწრება - 60 ლარი. თუ იჩქარებთ, სწორედ ამ ფასად შეძლებთ გამორჩეული შემსრულებლების მოსმენას ანაკლიაში.
ამავე თემაზე:
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა



კომენტარები