პრემია "საბამ" 2018 წლის ფინალისტები დაასახელა
ფოტო: პრემია საბა
ლიტერატურული პრემია "საბას" ფინალისტების ნაწილის ვინაობა ცნობილია. ჟიურიმ კონკურსის 10 ნომინაციიდან, 5 ნომინაციის ფინალისტები დაასახელა. მათ შორის, საუკეთესო რომანის ავტორი, საუკეთესო პროზაული კრებულის ავტორი, საუკეთესო პოეტური კრებულის ავტორი, საუკეთესო ლიტერატურული დებიუტი, საუკეთესო ესეისტიკა და დოკუმენტური პროზა. ფინალისტების ვინაობა ასე გამოიყურება:
საუკეთესო რომანი
- გურამ ბათიაშვილი, "ელიგულა და კავა" (გამომცემლობა "ინტელექტი")
- მარი ბექაური, "ანას მომენტი" (ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა)
- ლაშა ბუღაძე, "პატარა ქვეყანა" (ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა)
- დავით გაბუნია "დაშლა" (გამომცემლობა "წიგნები ბათუმში")
- თამარ თანდაშვილი, "მატერიკონი" (გამომცემლობა "სიესტა")
საუკეთესო პროზაული კრებული
- თეონა დოლენჯაშვილი, "პერსონალური ქრისტე" (გამომცემლობა "ინტელექტი")
- ლევან მუსხელიშვილი, "მოკლე მოთხრობები" (გამომცემლობა "სეზანი")
საუკეთესო პოეტური კრებული
- გიორგი არაბული, "გვრინი" (გამომცემლობა "ინტელექტი")
- სოსო მეშველიანი, "Arboles Altos" (გამომცემლობა "ინტელექტი")
- ზურაბ რთველიაშვილი, "პოეზიის დიქტატურა" (გამომცემლობა "ინტელექტი")
- პაატა შამუგია, "დედა ენა" (გამომცემლობა "წიგნები ბათუმში")
- ბელა ჩეკურიშვილი, "სიშიშვლის დეტექტორი" (გამომცემლობა "ინტელექტი")
საუკეთესო ლიტერატურული დებიუტი
- გაბრიელ ტანიე, "ქანაანის შვილები" (გამომცემლობა "ინტელექტი")
- ზურა ჯიშკარიანი, "საღეჭი განთიადები: უშაქროდ" (ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა)
საუკეთესო ესეისტიკა და დოკუმენტური პროზა
- სოსო მეშველიანი, "ქუნარეშ" (გამომცემლობა "ინტელექტი")
- ირმა ტაველიძე, "სტალინის ნაძვები და სხვა ტექსტები" (გამომცემლობა "დიოგენე“)
- მარინა ქარცივაძე, "Modus Vivendi" (გამომცემლობა "ქოლგა")
საუკეთესო ქართული თარგმანი
- მანანა ანთაძე, უილიამ შექსპირის "ტრაგედიები: იულიუს კეისარი, მეფე ლირი, მაკბეთი" (გამომცემლობა "კენტავრი")
- მაია ბადრიძე, ვ. გ. ზებალდის "ემიგრანტები" (გამომცემლობა "დიოგენე")
- მედეა ზაალიშვილი, ანთოლოგია "თარგმანები" (გამომცემლობა "არტანუჯი")
- დავით კაკაბაძე, იურეკ ბეკერის "მატყუარა იაკობი" (გამომცემლობა "ინტელექტი")
- ლანა კალანდია, მარიო ვარგას ლიოსას "ქალაქი და ძაღლები" (გამომცემლობა "ინტელექტი")
- ანა კორძაია-სამადაშვილი, ინგებორგ ბახმანის "მალინა" (ქარჩხაძის გამომცემლობა)
- ნანა ტონია, ევრიპიდეს "ტრაგედიები: მედეა, ჰიპოლიტოსი“ (გამომცემლობა "ლოგოსი")
- ლელა ფიროსმანიშვილი, უილიამ ბეროუზის "შიშველი საუზმე" (ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა)
- მერაბ ფიფია, მარგერიტ იურსენარის "ადრიანეს მოგონებები" (ქარჩხაძის გამომცემლობა)
- ია ქვაჩახია, ჯუმფა ლაჰირის "უცხო მიწა" (გამომცემლობა "პალიტრა L")
- რაულ ჩილაჩავა, იური ანდრუხოვიჩის "მოსკოვიადა" (ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა)
- დავით წერედიანი, იოჰან ვოლფგანგ გოეთეს "ფაუსტი-ll" (ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა)
რაც შეეხება ქართული ნაწარმოების საუკეთესო უცხოენოვანი თარგმანის ავტორს, ქართული ლიტერატურის საუკეთესო უცხოენოვანი კრიტიკის ავტორს, ქართული ლიტერატურის საუკეთესო უცხოენოვანი გამომცემლობასა და პრემია ქართულ გერმანულ ლიტერატურულ ურთიერთობებში შეტანილი წვლილისათვის - ამ 4 ნომინაციის გამარჯვებულები კი, ფინალისტების დასახელების გარეშე, უშუალოდ დაჯილდოების ცერემონიაზე, 12 ოქტომბერს გახდება ცნობილი.
ყოველწლიური ლიტერატურული კონკურსი "საბა" თიბისიმ 2003 წელს დააფუძნა. წელს "საბას" კონკურსი მეთექვსმეტედ ჩატარდება და ეს წელი პრემიის ისტორიაში განსაკუთრებული იქნება - წლევანდელი დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გერმანიაში, ფრანკფურტის წიგნის საერთაშორისო ბაზრობის ქართული პროგრამის ფარგლებში გაიმართება. როგორც ცნობილია, 2018 წლის ოქტომბერში, ფრანკფურტის წიგნის საერთაშორისო ბაზრობაზე, რომელიც მსოფლიოში უდიდეს ბაზრობას წარმოადგენს, საქართველო საპატიო სტუმარი ქვეყნის სტატუსით წარდგება.
ქართული პროგრამის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური და გამორჩეული ღონისძიება სწორედ პრემია „საბას“ დაჯილდოების ცერემონია იქნება, რომელიც 2018 წლის 12 ოქტომბერს, ქალაქ ფრანკფურტის მერიის ისტორიულ დარბაზში Kaisersaal ჩატარდება. ცერემონიის ორგანიზება ქართული წიგნის ეროვნულ ცენტრთან პარტნიორობით ხორციელდება. ცერემონიას ქართველ ავტორებთან, გამომცემლობებთან, საქართველოს ოფიციალურ დელეგაციასთან ერთად, საპატიო უცხოელი სტუმრებიც დაესწრებიან - ცნობილი მწერლები, უცხოური გამომცემლობები, გერმანიის ოფიციალური პირები, საერთაშორისო მედია.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები