სქოლიოზისა და ბრტყელტერფიანობის სკრინინგი ეროვნულ სკრინინგ ცენტრში ჩატარდება
თბილისის მერიის განცხადებით, სქოლიოზისა და ბრტყელტერფიანობის სკრინინგის ჩატარება შესაძლებელია მხოლოდ ეროვნულ სკრინინგ ცენტრში, მისამართებზე: ა. წერეთლის გამზ. N69-სა და კალოუბნის ქ. N12-ში.
განცხადებაში ნათქვამია, რომ ქვეპროგრამის ფარგლებში, სქოლიოზის სკრინინგს ექვემდებარებიან 10-დან 18 წლის ჩათვლით, ხოლო ბრტყელტერფიანობის სკრინინგს - 4-დან 15 წლის ჩათვლით პირები.
ქვეპროგრამის შემდეგი მომსახურების – აღდგენითი თერაპიის ჩასატარებლად დაფინანსდება სქოლიოზის დიაგნოზისას რენტგენოლოგიურად დადასტურებული ხერხემლის 100-დან 450-ის გადახრის კუთხის მქონე შემთხვევები.
კერძოდ, ქვეპროგრამის ფარგლებში ფინანსდება:
- სამკურნალო მასაჟი - არაუმეტეს 15 პროცედურა;
- სამკურნალო ფიზკულტურა - არაუმეტეს 15 პროცედურა;
- ფიზიოთერაპია - არაუმეტეს 8 პროცედურა.
მერიის განცხადებით, მომსახურების მოცულობის შესაბამისად, აღდგენითი თერაპიის დაფინანსების ჯამური მოცულობა შეადგენს 244 ლარს. სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებულ პირებს, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 70 000-ს, მომსახურება უფინანსდებათ სრულად, ხოლო ყველა სხვა პირს - 70%-ით.
სკრინინგის პროგრამით სარგებლობისათვის გასავლელი პროცედურები
ქვეპროგრამის ფარგლებში სკრინინგის ჩატარების შემდეგ, აღდგენითი თერაპიის დაფინანსების მისაღებად გამოკვლეული პირის მშობელმა/კანონიერმა წარმომადგენელმა განცხადებით უნდა მიმართოს თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურს.
განცხადებას თან უნდა ერთვოდეს: მოსარგებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, სქოლიოზის სკრინინგის ჩატარების დამადასტურებელი დოკუმენტი; ორთოპედის მიერ თბილისის მერიაში განცხადების რეგისტრაციამდე ბოლო 2 თვის განმავლობაში გაცემული ფორმა №IV-100/ა, რომელშიც მითითებული იქნება რენტგენოლოგიური კვლევის შედეგი ხერხემლის გადახრის კუთხესთან დაკავშირებით და აღდგენითი თერაპიის საჭირო კურსის მოცულობა.
განცხადების შესწავლის შემდეგ, ქვეპროგრამის ყველა კრიტერიუმის დაკმაყოფილებისა და სრული დოკუმენტაციის შემთხვევაში, საქალაქო სამსახური დაფინანსების თანხმობის წერილს გასცემს, რომლითაც ბენეფიციარი მერიაში მიმწოდებლად რეგისტრირებულ სამედიცინო დაწესებულებას მიმართავს.
პროგრამა თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის ორთოპედიულ დაავადებათა სკრინინგისა და აღდგენითი თერაპიის ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება.
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად მსურველებს შეუძლიათ დარეკონ თბილისის მერიის ცხელ ხაზზე 2 72 22 22.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები