ევროსაბჭო მოუწოდებს თურქეთს, არ დაარღვიოს ადამიანის უფლებები
თურქეთში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის შემდეგ, ქვეყნის ხელისუფლების მიერ გადადგმულ ნაბიჯებთან დაკავშირებით, ევროსაბჭო მოუწოდებს თურქეთს, არ დაარღვიოს ადამიანის უფლებები და იმოქმედოს კანონის შესაბამისად. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
ევროსაბჭოს გენერალური მდივანი, ტურბიორნ იანგლანდი, რომელიც თურქეთში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება, ამბობს, რომ ესმის თურქეთის ქმედება იმ პირთა მიმართ, რომლებიც გადატრიალების უკან იდგნენ, თუმცა მოუწოდა თურქეთს მიიღოს უსაფრთხოების სამართლებრივი ზომები.
მან განმარტა, რომ ევროპა გაოგნებულია იმ ფაქტით, როგორ მოახერხეს ამბოხებულებმა თურქეთის სამხედრო დანაყოფებსა და სასამართლო სისტემაში ასეთი მასშტაბური და ქმედით ქსელი შეექმნათ.
იანგლანდი იმ ორგანიზაციას უდგას სათავეში, რომელიც ადამიანის უფლებებს საბჭოს 47 წევრ ქვეყანაში აკვირდება, რომელთა შორის ერთ-ერთი თურქეთია.
გუშინ სახელმწიფო გადატრიალებისა და ფეტულა გიულენთან შესაძლო კავშირის ბრალდებით, თურქეთში ფეხბურთის 94 მსაჯი გაათავისუფლეს. ამასთან, 2 აგვისტოს თურქეთის წამყვანი სამხედრო ჰოსპიტალის - გიულხანეს 50 თანამშრომელიც დააკავეს, დაკავების ორდერია გაცემული კიდევ 50 თანამშრომელზე.
ერდოღანი აგრძელებს ე.წ. წმენდას და განმარტავს, რომ თუ ქვეყნის სამხედრო ნაწილების რეკონსტრუქცია არ მოხდება, გიულენის მხარდამჭერები ისევ ეცდებიან ამბოხის დაწყებას.
ბოლო მონაცემებით:
- გარდაცვლილია 246 ადამიანი.
- დაშავებულია 1400-ზე მეტი მოქალაქე.
- დახურულია 130 მედია საშუალება.
- გაცემულია 42 ჟურნალისტის დაკავების ორდერი.
- სამსახურიდან გაშვებულია 66 ათასამდე საჯარო მოხელე.
- ქვეყანაში სამთვიანი საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული.
15 ივლისს თურქეთში ხელისუფლების დამხობის მიზნით ქვეყნის რამდენიმე ლოკაციაზე შეიარაღებული დაჯგუფების თავდასხმას 300-მდე ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, აჯანყებასთან კავშირის ბრალდებით თანამდებობიდან გადააყენეს და დააკავეს ათასობით მოსამართლე, მაღალი თანამდებობაზე მყოფი სამხედროები, პოლიციელები და სამოქალაქო პირები.
თურქეთში მომხდარი ამბოხის გამომწვევი მიზეზების, მისი ორგანიზატორებისა და მომხდარის შესახებ დეტალურ ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ აქ:
- რა მოხდა თურქეთში - დეტალები სრულად
- გადატრიალების მცდელობა თურქეთში და გავლენა საქართველოზე - ინტერვიუ გიორგი გობრონიძესთან
- ფეტულა გიულენთან კავშირის ბრალდებით თურქეთში ფეხბურთის 94 მსაჯი გაათავისუფლეს
- თურქეთი მოუწოდებს ევროკავშირს, უვიზო მიმოსვლა ქვეყანას ოქტომბრამდე მიანიჭოს
- ერდოღანი ე.წ. წმენდას აგრძელებს: თურქეთში 130 მედიასაშუალება დახურეს
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები