გაერთე უსაფრთხოდ - Echowaves-ის სტუმრებზე რამდენიმე ორგანიზაცია იზრუნებს
იქ, სადაც ბევრი ადამიანი იკრიბება (ფესტივალის ტერიტორია კი სწორედ ასეთი ადგილია), უსაფრთხოების ზომები აუცილებლად მაღალ დონეზე უნდა იყოს დაცული. მსოფლიო პრაქტიკა გვკარნახობს, რომ გართობასაც სჭირდება ცოდნა და რამდენიმე მარტივი რჩევის გათვალისწინებას ბევრი უსიამოვნების არიდება შეუძლია თავიდან.
SafeWaves არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომელიც საქართველოში შეიქმნა. ორგანიზაციის მთავარი მიზანი ნებისმიერი ფესტივალის ვიზიტორებისთვის ჯანსაღი გარემოს შექმნა, მათ ჯანმრთელობასა და კომფორტზე ზრუნვა და ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციაა. ამ პროგრამის დახმარებით, Echowaves-ის თითოეულ ვიზიტორს ექნება ინფორმაცია იმაზე, თუ როგორ გაუფრთხილდეს საკუთარ თავს და სხვებსაც.
SafeWaves-ის დამფუძნებლები ამბობენ, რომ ისინი ჯანსაღი გართობის პროპაგანდაზე მუშაობენ - ჯანსაღად კი ერთობი მაშინ, როდესაც არც საკუთარ თავს, არც სხვებს და არც გარემოს არ აზიანებ.
მსოფლიოში ამავე პროფილის უამრავი ორგანიზაცია არსებობს. ერთ-ერთი მათგანია DrogArt. ის 1999 წელს დაარსდა და ნარკოტიკებისა და ალკოჰოლის ზიანის შემცირების მიმართულებით არაერთი პროექტი განახორციელა. სწორედ ეს ორგანიზაცია იზრუნებს წელს ანაკლიაში Echowaves ფესტივალის სტუმრების უსაფრთხო გართობასა და ინფორმირებულობაზე. კოლაბორაციული პროექტი ბინას Wakanda-ს სივრცეში დაიდებს.
"ფესტივალის დაწყებამდე, სპეციალური კამპანიის ფარგლებში, თუ უშუალოდ ღონისძიების მსვლელობისას, თითოეულ ვიზიტორს მიაწვდიან ინფორმაციას, როგორ იზრუნოს საკუთარ თავზე, სხვებსა და გარემოზე. ასევე, საჭიროების შემთხვევაში, ადგილზე აღმოუჩენენ დახმარებას", - ამბობს ხატია გელოვანი, Echowaves-ის საზოგადოებასთან ურთიერთობების მენეჯერი.
ორგანიზაცია SafeWaves ოთხი მიმართულებით მუშაობს:
1. ნარკოტიკებისა და ალკოჰოლის ზიანის შემცირების კამპანია - კამპანიის ფარგლებში დაიბეჭდება საინფორმაციო ბუკლეტები, რომლებიც თითოეულ სტუმარს მოუწოდებს, ფესტივალის მსვლელობის დროს განსაკუთრებულად გაუფრთხილდეს საკუთარ, მეგობარის, თუ უცხო ადამიანის ჯანმრთელობას, საჭიროების შემთხვევაში დახმარება გაუწიოს. საფესტივალო ტერიტორიაზე იმუშავებს არასამთავრობო ორგანიზაცია მანდალა, რომელსაც უკვე არაერთ ფესტივალთან თანამშრომლობის გამოცდილება დაუგროვდა. მანდალას საკუთარი სივრცე ექნება გამოყოფილი, რომელიც ნებისმიერ მსურველს ფსიქოლოგის, მედიკოსის, თუ დატრენინგებული მოხალისეების დახმარებას შესთავაზებს;
2. ფესტივალზე მოქცევის წესები - იმისთვის, რომ საფესტივალო გამოცდილება პოზიტიური იყოს, SafeWaves-ის ოფიციალურ გვერდზე და ფესტივალის ტერიტორიაზე გავრცელდება ბუკლეტები და სტიკერები რჩევებით - "არ დაგავიწყდეთ წყლის მიღება", "ნუ დაიძინებთ სანაპიროზე", "არ დაგავიწყდეთ მზისგან დამცავის გამოყენება" და სხვა.
3. ზოგადი გაიდლაინი საფესტივალო კულტურაზე - ამ შემთხვევაში, SafeWaves აქცენტს ფესტივალის ტერიტორიაზე შეკრებილ ადამიანებთან ურთიერთობის ჯანსაღ ფორმაზე აკეთებს - მთავარი ფოკუსი ამ მხრივ თითოეული ვიზიტორის პატივისცემაა მათი სქესის, რასის, რელიგიის და მრავალი სხვა ფაქტორის მიუხედავად. ძალადობის საწინააღმდეგო კამპანია ("არა ნიშნავს არას") იმ პირობების შეხსენებაა, რომელთა გარეშეც ფესტივალი ვერ შედგება
.4. გარემოს დაცვა - იმის მიუხედავად, რომ საფესტივალო ტერიტორიაზე არაერთი სანაგვე ურნა დგას, შეუძლებელია, თუნდაც, რამდენიმე დღის განმავლობაში ლოკაციის დაბინძურებას გადავურჩეთ. გარემოზე ზრუნვის სტიმულირებისთვის ფესტივალის სტუმრების ჩართვა SAFEWAVES-ის მორიგი კამპანიაა. საფესტივალო ტერიტორიაზე გარკვეული ტიპის ნარჩენების (ლითონის ქილების, პლასტიკატის ბოთლების) შეგროვების შემთხვევაში სტუმრები გეიმ ზონის ქოინებს მიიღებენ საჩუქრად. ფესტივალის ტერიტორიაზე იარსებებს სივრცე, რომელიც გადასამუშავებელ არტ ლოკაციად გადაიქცევა - ნებისმიერ მსურველს შეეძლება გამოყენებული ლითონის ქილისგან სამკაული, თუ რაიმე სხვა ნივთი შექმნას. მსგავსი კამპანია ფესტივალის თითოეულ სტუმარს გარემოზე ზრუნვის საქმის ნაწილად აქცევს, რაც შედეგს არამხოლოდ ფესტივალებზე მოიტანს.
ფესტივალი ათასობით და ათობით ათასობით ადამიანის შეკრებას მოიზრებს ერთ კონკრეტულ ლოკაციაზე. შესაბამისად, ნებისმიერ ფესტივალს, გარდა იმისა, რომ მოსულ სტუმრებს მუსიკალური პროგრამა და მრავალფეროვანი აქტივობები დაახვედროს, აღებული აქვს პასუხისმგებლობა, ჯანსაღი გარემო შექმნას.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები