საფრანგეთმა სექსუალური შევიწროების წინააღმდეგ კანონი მიიღო
ფოტო: Getty Images
საფრანგეთში პოლიტიკოსებმა საჯარო ადგილებში სექსუალური შევიწროების წინააღმდეგ კანონი მიიღეს, რომელიც მინიმალურ ჯარიმად 750 ევროს ითვალისწინებს.
ახალი კანონის მიხედვით, დანაშაულად ითვლება სექსუალური სახის თავდასხმა ქუჩაში და სხვა საჯარო ადგილებში. ასევე ბილწი შინაარსის მიძახებები და დამამცირებელი კომენტარები.
კანონპროექტი საფრანგეთის საკანონმდებლო ორგანოში თვეების განმავლობაში განიხილებოდა, თუმცა ის ქუჩაში თავდასხმის კადრების გავრცელებიდან რამდენიმე დღეში, ორი მოსმენით მიიღეს.
ვიდეო ფეისბუქზე 2 კვირის წინ გავრცელდა და მას რამდენიმე მილიონი ნახვა აქვს. კადრებში ჩანს, რომ პარიზში კაცი ქალს საჯაროდ ესხმის თავს.
მარია ლაგუერი სახლში მიდიოდა, როდესაც, მისი სიტყვებით, კაცმა მას სექსუალური შინაარსის, შეურაცხმყოფელი სიტყვები მიაძახა და დაუსტვინა.
მარიას თქმით, მან უცნობს უთხრა, რომ მოეკეტა, რის შემდეგაც, ის მას გამოეკიდა და ჯერ საფერფლე ესროლა, შემდეგ კი, ფიზიკურად დაესხა თავს.
თავდასხმის მომენტი კაფის გარეთ მოხდა, შენობაზე არსებულმა კამერამ კი ინციდენტი სრულად ჩაიწერა. მოგვიანებით მარია ადგილზე დაბრუნდა და ჩანაწერი მოითხოვა.
"ეს მიუღებელი ქცევაა და მსგავსი ყოველდღიურად ხდება. არ ვიცნობ ქალს, რომელსაც სექსუალური შევიწროების გამოცდილება არ აქვს. ქუჩაში სიარულის დროს თავს საფრთხეში არ უნდა ვგრძნობდე, ბევრი რამაა შესაცვლელი, რაც სასწრაფოდ უნდა მოხდეს", - დაწერა მან ფეისბუქზე კანონის მიღებამდე.
საქმეზე გამოძიება დაწყებულია, თუმცა თავდამსხმელი ჯერჯერობით იდენტიფიცირებული არაა.
"ქუჩაში თავდასხმა და შეურაცხყოფა აქამდე დაუსჯელი რჩებოდა. ამიერიდან, ეს ასე აღარ იქნება", - განაცხადა გენდერული თანასწორობის საკითხების მინისტრმა მარლენ შიაპამ.
იგივე კანონპროექტის მიხედვით, დასჯადი ხდება ადამიანებისთვის თანხმობის გარეშე კაბის ქვეშ და ტანსაცმლის შიგნით სურათების გადაღება, რის შემთხვევაში ჯარიმის ოდენობა იზრდება და პატიმრობაც განიხილება. კანონი 15 წლამდე არასრულწლოვნებს საშუალებას მისცემს დაამტკიცონ, თუკი სექსუალური კონტაქტი ზრდასრულებმა მათთან თანხმობისა და საკმარისად ინფორმირებულობის გარეშე დაამყარეს.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
კომენტარები