თურქ ჟურნალისტს GTA IV-ის კოდები მეამბოხეების დაშიფრული ენა ეგონა
ფოტო: Rockstar Games
თურქეთში სამხედრო პუტჩის წარუმატებელი მცდელობის შემდეგ, ერდოღანი და მისი მომხრეები განსაკუთრებული მონდომებით ცდილობენ სამხედროების წინააღმდეგ კომპრომატების მოპოვებას და ამ მისიის შესასრულებლად ძალას არ იშურებენ.
ერთ-ერთი ასეთი მცდელობა, რომელიც პრო-სამთავრობო ტელევიზიას ჰქონდა, კურიოზულად დასრულდა.
კერძოდ, ATV-ს ჟურნალისტმა რეპორტაჟის მომზადებისას პატარა წიგნაკი აღმოაჩინა, რომელიც კამერას მიუშვირა და ურცხვად ამტკიცებდა, ამ წიგნაკში დაწერილი სიტყვები დაშიფრული ენაა და სამხედროები სახელმწიფო გადატრიალების მოსაწყობად იყენებდნენო.
ფურცელზე გარკვევით წერია სიტყვები, „თვითმფრინავი“, „იარაღი“, „ამინდი“, „სიცოცხლე და შეიარაღება“ და ა.შ., რომელსაც ქვემოთ შესაბამისი კოდი ჰქონდა მიწერილი.
ჟურნალისტის აზრით, სიტყვების გაურკვეველი წყობა დაშიფრული ტერმინოლოგია იყო იმ სიტყვების აღსანიშნად, რომელიც ზედ ეწერა.
სად იყო და სად არა, ეს სიუჟეტი ინტერნეტშიც გამოჩნდა და თურქული ინტერნეტ სივრცის ტრენდებშიც მოხვდა, ოღონდ არა მისი შინაარსის, არამედ ჟურნალისტის სულელური შეცდომის გამო.
აღმოჩნდა, რომ ჟურნალისტის მიერ „გაშიფრული“ კოდები, სინამდვილეში არა რევოლუციის მოსაწყობად გამოყენებული ტერმინები, არამედ ვიდეო თამაშის GTA IV-ის კოდები იყო.
ჟურნალისტის წამოყენებული ვერსია მომხმარებელთა სახუმარო თემად იქცა:
ფოტო: Youtube
"1960 წლის 27 მაისის პუტჩი - GTA I
1971 წლის 12 მარტის პუტჩი - GTA II
1980 წლის 12 სექტემბრის პუტჩი - GTA III
2016 წლის 15 ივლისის პუტჩი - GTA IV
შემდეგში დაგეგმილი პუტჩის თარიღები გთხოვთ იხილოთ მითითებულ ლინკზე: rockstargames.com".
ფოტო: Youtube
„როგორც ჩანს მთელი შეიარაღება, თავისი ტანკებით, ყუმბარებითა და თვითმფრინავებით GTA IV-ის კოდებით დაუთრევიათ, ყოჩაღ!“
GTA ვიდეო თამაშია, რომელშიც პერსონაჟი კრიმინალურ ძალებთან ურთიერთობს და სხვადასხვა მისიებს ასრულებს. აღნიშნული კოდების შეყვანისას, მოთამაშე სხვადსხვა სახის ბენეფიტებს იღებს, რის შედეგადაც თამაში ბევრად ადვილი ხდება.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები