რუსული რუბლისა და თურქული ლირას გავლენა ქართულ ლარზე
ფოტო: ეროვნული ბანკი
დღეს, 10 აგვისტოს საქართველოს ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებით 6,5 თეთრით გაუფასურდა. ეროვნული ბანკის მონაცემებით, ლარი 50-ზე მეტი ვალუტიდან მხოლოდ თურქულ ლირასთან გამყარდა.
დღის განმავლობაში ლარის გაცვლითი კურსი ხშირად იცვლებოდა, ამის მიზეზი, სავარაუდოდ, საქართველოს ყველაზე მსხვილი სავაჭრო პარტნიორებში, თურქეთსა და რუსეთში მიმდინარე მოვლენებია.
საქართველოს ორ უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორ ქვეყანაში, რუსეთსა და თურქეთში ადგილობრივი ვალუტა გაუფასურდა. რუსეთიდან საქართველოს იმპორტირებული პროდუქტის 13 პროცეტი შემოდის, თურქეთიდან კი - 15. რუსეთი წლების განმავლობაში, პირველ ადგილს იკავებდა ფულადი გზავნილების რაოდენობითაც. ფულადმა გზავნილებმა რუსეთიდან ბოლო თვის განმავლობაში დაახლოებით $37 მილიონი შეადგინა.
თურქული ლირა
დღევანდელი მდგომარეობით, თურქულმა ლირამ თავისი ღირებულების ისტორიულ მინიმუმს მიაღწია. 10 აგვისტოს დღის ბოლოს 1 ამერიკულის დოლარის ღირებულება 5,55 ლირადან 6,5 ლირამდე გაიზარდა. საბოლოოდ, ერთ დღეში ლირა 15 პროცენტით გაუფასურდა.
თურქული ვალუტის გაუფასურება დროში ემთხვევა ორი ქვეყნის ლიდერების, დონალდ ტრამპისა და რეჯეფ ტაეპ ერდოღანის მწვავე პოლიტიკურ განცხადებებს. მიზეზი, თურქეთში მიმდინარე სასამართლო პროცესია. თითქმის ორი წელია თურქული სასამართლო განიხილავს ამერიკის მოქალაქის ანდრიუ ბრონსონის საქმეს. თურქეთი ამერიკელ პასტორს ტერორიზმსა და ფეთჰულა გიულენის ორგანიზაციის წევრობას ედავება.
თურქული ლირას გაუფასურება ნიშნავს, რომ გაიაფდება ამ ქვეყნიდან ინპორტირებული პროდუქტი და უფრო გაიზრდება მასზე მოთხოვნა. გარდა ამისა, თურქეთიდან გაგზავნილი ლირის მყიდველუნარიანობა.
რუსული რუბლი
უკვე მესამე დღეა, რუსული რუბლი დიდი წნეხის ქვეშაა. დღეს რუბლმა 2016 წლის შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელი დააფიქსირა. ერთი დოლარის ღირებულებამ 67 რუბლია. მიმდინარე კვირაში რუსული რუბლი დოლართან მიმართებით დაახლოებით 7 პროცენტით გაუფასურდა. რუბლი უფასურდება ევროსთანაც.
მიმდინარე პროცესები, დიდი ალბათობით, რუსეთსა და ამერიკას შორის დაძაბული პოლიტიკური ვითარების გამოძახილია. გასულ კვირაში ცნობილი გახდა სანქციათა ახალი პაკეტის შესახებ, რომელსაც აშშ დაუწესებს რუსეთს.
ახალი სანქციათა პაკეტი, გულისხმობს რუსული ბანკების, დოლარში გამოსახული ოპერაციების გაყინვას. სულ ამ სიაში შვიდი რუსული ბანკი აღმოჩნდა.
გარდა ამ პაკეტისა, აშშ-ს სენატმა მიიღო კიდევ ერთი ამკრძალავი დოკუმენტი. ამჯერად, რუსეთს საქნციები, ბრიტანეთში სერგეი სკრიპალისა და შვილის მოწამვლის გამო დაუწესეს. სანქციები 22 აგვისტოს ამოქმედდება, რაც ნიშნავს, რომ რუბლი შესაძლოა, კიდევ გაუფასურდეს.
მზარდი გაუფასურების ფონზე, რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა თითქმის ორჯერ შეამცირა სავალუტო შესყიდვები.
რუბლის მკევთრი გაუფასურება მნიშვნელოვნად აისახება ქართულ ვალუტაზეც. რუსეთი საქართველოსთვის, თურქეთის შემდეგ, ყველაზე მსხვილი პარტნიორია, თუმცა რიგ სეგმენტებში ქართული ეკონომიკა უფრო მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული რუსეთზე ვიდრე თურქეთზე. მაგალითად, საქართველოში ტურისტების უმრავლესობა რუსეთიდან ჩამოდის.
ამავე თემაზე:
- ლარი დოლართან 6,5 თეთრით გაუფასურდა — ეროვნული ბანკის კურსი
- თურქული ლირა უფასურდება — რა გავლენა ექნება ჩვენზე?
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში

კომენტარები