10 კითხვა, რომელიც უნდა დასვათ, სანამ ვინმეს შეიყვარებთ
ფოტო: Arthur Aron
ჩვენს ეპოქაში, სმარტფონის ეკრანზე თითის ორჯერ დარტყმა ან მარჯვნივ სვაიპი მოწონებას ნიშნავს. განქორწინებისას ვარსკვლავებთან მომუშავე ადვოკატი კი ამბობს, რომ წყვილებმა ერთმანეთს სერიოზული ურთიერთობის დაწყებამდე 10 კრიტიკული კითხვა უნდა დაუსვან. ფიონა შაკლეტონი ცნობილ ადამიანებთან მუშაობდა, მათ შორის პოლ მაკარტნისთანაც.
შაკლეტონმა, ექსეტერის უნივერსიტეტთან ერთად კვლევა ჩაატარა, რომლის მიხედვითაც, სასიყვარულო კავშირი დიდხანს გრძელდება, თუ ის აგებულია მეგობრობაზე, პატივისცემაზე, საერთო ინტერესებსა და რეალისტურ მოლოდინებზე.
ფიონა ამბობს, რომ სწორი შეკითხვების დასმამ, შესაძლოა, დროის უშედეგოდ კარგვა და გულისტკივილი აგარიდოთ:
"ჩემი კლიენტების 50%-ზე მეტი მეუბნება, რომ ან ქორწინების დაწყებამდე ან ქორწინებიდან ძალიან მალე მიხვდა, რომ პარტნიორს ვერ ეწყობოდა".
მეორე შემთხვევა, ამ შეცდომის გასააზრებლად, არც თუ ისე იდეალური დროა. ასე რომ, მოდით გადავხედოთ კითხვებს, რომელსაც ინგლისელი განქორწინების ექსპერტი გვთავაზობს.
1. კარგად ვეწყობით ერთმანეთს?
კვლევის მიხედვით, წარმატებული წყვილების დიდმა ნაწილმა ურთიერთობა მეგობრობით დაიწყო და მათი ურთიერთობა სიყვარულში მოგვიანებით გადაიზარდა.
ფოტო: Screen Gems
2. გვაქვს მეგობრობის საფუძველი?
ექსპერტების თქმით, წყვილებს ურთიერთობის აღდგენაში წარსული მეგობრობა ეხმარებოდათ, მაშინაც კი, როცა დაშორების მიზეზი ღალატი იყო. კვლევის მიხედვით, წყვილები, რომლებიც მეგობრობდნენ, განქორწინების შემდეგაც ინარჩუნებდნენ კავშირს.
3. ემთხვევა ჩვენი მიზნები და სურვილები?
შეყვარებულებს საერთო ღირებულებები, ოცნებები, იდეები, იმედები და მოლოდინები ურთიერთობის წარმატებით წარმართვაში ეხმარებათ.
4. რეალურია ჩვენი მოლოდინები?
წყვილებს ქორწინების თაობაზე არსებული რეალური მოლოდინები მომავალში ეხმარებათ. მათ იციან, რომ ურთიერთის წარმართვისას, შესაძლოა, ზურგის ქარი ყოველთვის არ ჰქონდეთ, თუმცა საჭირო დროს შესაბამის დახმარებას იღებენ და ერთად ცდილობენ რთული სიტუაციების გადალახვას.
5. რამდენად ხშირად ვხედავთ ერთმანეთის საუკეთესო მხარეებს?
ექსპერტები ამბობენ, რომ ორ ადამიანს შორის ძლიერი სიყვარულის ჩამოყალიბებას თანადგომა და დრო სჭირდება, თუმცა, როცა ეს ხდება, წყვილები ერთმანეთში საუკეთესოს ხედავენ.
ფოტო: DreamWorks Pictures
6. შეგვიძლია ერთმანეთთან რთული საკითხების განხილვა?
სერიოზულ ურთიერთობაში საუბარი უმნიშვნელოვანესი ნაწილია და ამისთვის დროის გამონახვა უკვე ზრუნვაზე მიანიშნებს — როდესაც საუბარს თქვენს დღეზე მოყოლით დაიწყებთ, შესაძლოა უფრო ღრმა საკითხებზეც გადახვიდეთ. რაც უფრო გულწრფელია კომუნიკაცია, წყვილებს შორის კავშირი უფრო ძლიერია.
7. ორივეს გვსურს რთული სიტუაციების გამკლავება?
თუ წყვილები ახერხებენ ცვლილებების მიღებას და ურთიერთობის კვლავ გაგრძელებას, მაშინ მათ შორის არსებული კავშირი ნამდვილად ძვირფასი მონაპოვარია. წყვილები, რომლებიც ერთად ყოფნის 10 წელს აღნიშნავდნენ, კვლევაში ამბობდნენ, რომ რთულმა სიტუაციებმა მათი ურთიერთობა გააძლიერა.
8. შეგვიძლია სტრესულ დროს ერთად ყოფნა?
მკვლევარები ამბობენ, რომ ისეთი ცხოვრებისეული მომენტების გამკლავებას, როგორიცაა ფინანსური პრობლემები, პირველი შვილის გაჩენა ან საყვარლის ყოლა, ძლიერი ურთიერთობა სჭირდება.
9. მხარს გვიჭერენ გარშემომყოფები ?
ყველას გვინდა, რომ ჩვენს მეგობრებსა და ოჯახის წევრებს ჩვენ მიერ არჩეული ადამიანი მოეწონოს. მონაცემების მიხედვით, ახლობელი ადამიანების მხარდაჭერა წყვილის ურთიერთობას აძლიერებს. კვლევის შედეგებით, ასეთ მხარდაჭერას ქალები დედებისგან, დებისგან და მეგობრებისგან ითხოვენ.
10. თავს იმედიანად გრძნობ?
ჰკითხეთ საკუთარ თავს, შეეფერებით ერთმანეთს თქვენ და თქვენი რჩეული? თუ თქვენს ურთიერთობას უბრალოდ ბრმა სიყვარული ასაზრდოებს.
ფოტო: HBO
თქვენ როგორ იქცევით, სანამ ვინმე შეგიყვარდებათ?
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები