ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის ვიცე პრეზიდენტმა ილიაუნის ახალი კორპუსი დაათვალიერა
დღეს, აშშ-ის მთავრობის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის ვიცე პრეზიდენტმა, სინტია ჰუგერმა, ილიაუნისა და სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთობლივი ახალი კორპუსი დაათვალიერა. სინტია ჰუგერი თბილისში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს საგანმანათლებო პროექტების შედეგებს და მიმდინარე საქმიანობას ეცნობა. ვიცე პრეზიდენტი ჰუგერი ამ პოზიციაზე მის პირველ საერთაშორისო ვიზიტს საქართველოში მართავს.
ოთხსართულიანი, 4750 კვადრატული მეტრის ახალი საგანმანათლებლო შენობა ვაკის პარკთან, ჩოლოყაშვილის ქუჩაზე, SDSU საქართველოსა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამშრომლობის ფარგლებში აშენდა. ახალი კორპუსი სტუდენტების მისაღებად 2019 წლის სასწავლო წლიდან იქნება მზად, თუმცა შენობის სრული აღჭურვა 2018 წლის ბოლოს დასრულდება.
შენობა უახლესი ტექნოლოგიებით იქნება აღჭურვილი. მასში განთავსდება საერთაშორისო სტანდარტების ელექტრული ინჟინერიისა და სამშენებლო ინჟინერიის ლაბორატორიები, საკლასო ოთახები და სამუშაო სივრცეები.
შენობის დათვალიერების პროცესს ილიაუნის რექტორი და ადმინისტრაციის თანამშრომლები მასპინძლობდნენ. გიგა ზედანიამ აღნიშნა, რომ აღნიშნულ პროექტს უნივერსიტეტის განვითარების პროცესში უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება. მისი თქმით, ახალი კორპუსი მთლიანად ტექნოლოგიური და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების სტუდენტებისთვის იქნება დათმობილი.
"შემდეგი წლიდან სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ, სრულიად ახალი ლაბორატორიებით აღჭურვილი კორპუსი გამოიყენონ სასწავლო პროცესში. ეს კორპუსი მთლიანად დაეთმობა საბუნებისმეტყველო და ტექნოლოგიური მეცნიერებების დისციპლინებს. აქ განთავსდება სამოქალაქო, ელექტრონული და კომპიუტერული ინჟინერიის ლაბორატორიები. ჩვენ გვჯერა, რომ ეს იქნება დიდი გადადგმული ნაბიჯი ამ სფეროების გასავითარებლად", - თქვა გიგა ზედანიამ.
მიმდინარე სამუშაოები მოიწონა სინტია ჰუგერმაც. როგორც ათასწლეულის განვითარების კორპორაციის ვიცე პრეზიდენტმა აღნიშნა, ამ კორპუსის აშენება სამომავლო წარმატებების საწინდარი იქნება, რადგან სტუდენტები თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილ გარემოში შეძლებენ განათლების მიღებას.
"ჩვენი კორპორაცია ამ პროექტის თანადამფინანსებელია, რითიც ძალიან ვამაყობთ. გვიხარია, რომ შენობაში ასეთი კეთილმოწყობილი აუდიტორიები და ლაბორატორიები იქნება, რომლითაც ყველა სტუდენტი ისარგებლებს. ამ შენობაში უამრავი წარმატებული პროექტი შეიქმნება და სწორედ ამიტომ, გვიხარია რომ ჩვენი პარტნიორობა შედგა", - განაცხადა სინტია ჰუგერმა.
ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის აღმასრულებელმა დირექტორმა საქართველოში, მაგდა მაღრაძემ, განმარტა, რომ ილიაუნისა და სან დიეგოს უნივერსიტეტის ერთობლივი შენობა უნიკალურია თავისი მასშტაბითა და მნიშვნელობით.
"ამ კამპუსში სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ილიაუნის სტუდენტებს საშუალება ექნებათ მიიღონ ამერიკული განათლება, მიღებული ცოდნა კი პრაქტიკაში გამოიყენონ. ეს შენობა უნიკალური იქნება არამხოლოდ საქართველოში, არამედ მთელს სამხრეთ კავკასიაში, რადგან აქ განთავსებული ტექნოლოგიები იქნება საერთაშორისო სტანდარტის", - თქვა მაგრა მაღრაძემ.
ილიაუნისა და სან დიეგოს სახელმწიფო უნივერისიტეტის ერთობლივი კორპუსის აშენებაზე 5 მლნ დოლარი დაიხარჯა. ამ თანხის ნაწილი აშშ-ის მთავრობამ, ხოლო მეორე ნაწილი ილიაუნიმ დააფინანსა. აღნიშნული შენობა პირველი კორპუსია საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, რომელიც სახელმწიფო უნივერსიტეტმა საქართველოში ააშენა.
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში



კომენტარები