ჯგუფური პაემანი — ნიუ-იორკში გოგომ ტინდერით ასობით ბიჭი ერთსა და იმავე ადგილას დაიბარა
ნიუ-იორკელმა გოგომ, ნატაშა აპონტემ ტინდერის ყველა "მეჩი" დაპატიჟა პაემანზე, შემდეგ კი ისინი ერთმანეთს შეაჯიბრა. როგორც ჩანს, ის პირველივე შეხვედრაზე წარმოქმნილ დრამებს არ უშინდება.
ნატაშა მოდელია. ის ტინდერს ერთი თვის განმავლობაში იყენებდა, რომ საბოლოოდ ასობით ბიჭი პაემანზე ერთდროულად დაეპატიჟა.
კვირას, საღამოს 6 საათზე, მანჰეტენის ერთ-ერთ სკვერში ასობით ბიჭი მივიდა. ისინი თავიანთი ტინდერის მეჩის მეგობარი DJ-ის კონცერტს უნდა დასწრებოდნენ და დარწმუნებულნი იყვნენ, რომ პარტნიორს პირისპირ შეხვდებოდნენ. ყველა მათგანი ფიქრობდა, რომ ადგილზე მყოფი სხვა ბიჭები ასევე დიჯეის მოსასმენად იყვნენ მისულნი.
სწორედ ამ დროს, სცენაზე ნატაშა გავიდა და ბიჭებს სიტუაცია აუხსნა, შემდეგ კი მათ კითხვები დაუსვა და სხვადასხვა შეჯიბრები დაუწესა. ნატაშამ მათ უთხრა, რომ გამარჯვებულთან ერთად ნამდვილ პაემანზე წავიდოდა.
დადგმა მაშინ გასაჯაროვდა, როცა დამსწრეებიდან ერთ-ერთმა ბიჭმა ტვიტერზე სიტუაციის შესახებ დაპოსტა.
როგორც ნატაშამ პაემანზე მისულ ბიჭებს უთხრა, აპლიკაციით გადაწყვეტილების მიღება ძალიან რთული იყო, ამიტომ გადაწყვიტა, ყველა ერთად მოეწვია და ენახა, როგორ განვითარდებოდა მოვლენები.
მან დასძინა, რომ იმ ბიჭებს, რომლებსაც ბოლო შეყვარებული თავისი ინიციატივით დაშორდა, გამარჯვების შანსი არ ჰქონდათ:
"გთხოვთ წადით, რადგან მე იმ გოგოების გადაწყვეტილებებს ვენდობი".
ამის შემდეგ, მან სახლში ყველა ბიჭი გაუშვა, ვისაც შეყვარებული ჰყავდა და დასძინა, რომ კვლევის შედეგებით, ტინდერზე მყოფი ბიჭების ნახევარს შეყვარებული ჰყავს.
ამის შემდეგ, მან ტრამპის მხარდაჭერებს მოუწოდა წასვლისკენ:
"თუ ფიქრობთ, რომ ერთდროულად შეგიძლიათ ტრამპი მოგწონდეთ და თან პუერტო-რიკოელ გოგოს ხვდებოდეთ, მწარედ ცდებით".
ნატაშა აპონტე
ასევე ყველას, ვისაც ლუდით დატოვებული ღიპი ან გრძელი წვერი ჰქონდა, ან უბრალოდ ჯიმი ერქვა, ან ხაკისფერი შარვალი ეცვა, ან სიგარეტს ეწეოდა და მასთან პაემანზე მხოლოდ გასართობად იყო მისული, მან სთხოვა, რომ წასულიყო.
როგორც აღმოჩნდა, დამსწრეების ნაწილმა, ტერიტორია თავისი სურვილით დატოვა, ნაწილი უხერხულად განაგრძობდა ნატაშას გამოსვლის ყურებას.
მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ აპონტე მარკეტინგულ კომპანიასთან ერთად მუშაობდა, სახელად Rob Bliss Creative. კომპანიის განცხადებით, შეხვედრა გადაღებულია და ჩანაწერს ისინი უახლოეს მომავალში გამოაქვეყნებენ.
უცნობია, რამდენს გადაუხდის ნატაშა აპონტეს კომპანია. 2014 წელს, გოგო ნიუ-იორკის ქუჩებში 10 საათის განმავლობაში იმ ბიჭებს უღებდა, ვინც მას შეძახილებით მიმართავდა და სექსუალურად ავიწროებდა. მისგან იგივე კომპანიამ ვიდეო $200-ად იყიდა. გოგომ მოგვიანებით კომპანიას უჩივლა და 500 000 დოლარი მოითხოვა, რადგან მისი ვიდეო დაარედაქტირეს და რეკლამად გამოიყენეს, რომელსაც ამ დროისთვის 47 მილიონზე მეტი ნახვა აქვს. მან სასამართლო ვერ მოიგო.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები