ანგელა მერკელი

24 Aug. 2018, 09:49

ძალიან გახსნილად მინდა გითხრათ. მე მიხარია და მხარს ვუჭერ საქართველოს ევროპულ ამბიციებს. ამიტომ არსებობს ასოცირების შეთანხმება, ამიტომ არსებობს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება, მაგრამ ასევე ევროპული მხრიდან, ძალიან სწრაფ, ნაჩქარევ დაპირებებს ვერ მოგცემთ. ეს ნიშნავს, რომ ერთის მხრივ ქვეყანა, რომელიც არის გაწევრიანების კანდიდატი, ის უნდა ასრულებდეს გარკვეულ წინაპირობებს და მეორე, ევროკავშირს უნდა შესწევდეს ახალი ქვეყნების გაწევრიანების უნარი.

ევროკავშირის გაწევრების პროცესში დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნები გვყავს პერსპექტივაში. თქვენ იცით, რომ დიდი ბრიტანეთი დატოვებს მალე ევროკავშირს და დარჩება 27. 

ძალიან რთულია გრძელვადიანი პერსპექტივით გადაწყვეტილების მიღება. საქართველო და უკრაინა იქნება შემდეგი რგოლი, მათი გამოკვეთილი ევროპული პერსპექტიივიდან გამომდინარე. ჯერჯერობით არ არის საუბარი გაწევრიანებაზე. ნელ-ნელა, ეტაპობრივად მივიდეთ საუბარზე, რომ ვისაუბროთ გაწევრიანებაზე. ვერ ვიტყვი, რომ 5 წელიწადში ეს პროცესი დასრულდება, თუმცა ჩემი ვიზიტის მიზანია მათ შორის ამაზეც საუბარი გახსნილად.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
  2. მამუკა მდინარაძემ თანამდებობა დატოვა და პოლიტიკიდან მიდის
  3. ნეპალში წყალდიდობას 160-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, თითქმის 1400 კი დაკარგულად ითვლება
  4. ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
  5. მამუკა მდინარაძე: წერილი ღარიბაშვილისთვის კი არა, არავისთვის გამიგზავნია

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

არასქროლო — ახალი სერიალი ჩემი ცოლის დაქალების შემქმნელებისგან

თუ 15-სეზონიანი სერიალების 40-წუთიან სერიებს ტელეფონში სქროლვის გარეშე თქვენც ვეღარ უყურებთ, თქვენთვის კარგი ამბავი და…