არასამთავრობოები: მოვუწოდებთ პრეზიდენტს, რომ არ დანიშნოს რეფერენდუმი
ფოტო: კოლაჟი / Shutterstock
საქართველოში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციები მკვეთრად უარყოფით დამოკიდებულებას გამოხატავენ რეფერენდუმის დანიშვნის მოთხოვნასთან დაკავშირებით, რომელიც ეხება ქორწინების ცნების განსაზღვრას და რომელიც ცესკოს მიერ უკვე გადაეგზავნა პრეზიდენტს:
"მოვუწოდებთ საქართველოს პრეზიდენტს, როგორც ადამიანის უფლებების დაცვის გარანტს სახელმწიფოში, არ დანიშნოს რეფერენდუმი და ამ გზით ხელი შეუწყოს ადამიანის უფლებებისა და სამართლებრივი სახელმწიფოს იდეებზე დაფუძნებული პოლიტიკური გარემოს მშენებლობას".
საინიციატივო ჯგუფის მიერ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას შემდეგი შინაარსის სარეფერენდუმო შეკითხვა წარედგინა: "თანახმა ხართ თუ არა, რომ სამოქალაქო ქორწინება განისაზღვროს როგორც ოჯახის შექმნის მიზნით კავშირი მამაკაცსა და ქალს შორის".
არასამთავრობოების ნაწილი მიიჩნევს, რომ სარეფერენდუმო კითხვის მსგავსი სახით დაყენება პირდაპირ კავშირშია საქართველოს კონსტიტუციით აღიარებულ პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებასთან, რომელიც გარანტირებულია კონსტიტუციის მე-16 და 36-ე მუხლებით და პირთა პირად და საოჯახო ურთიერთობებს შეეხება:
"ხსენებულ საკითხზე რეფერენდუმის ჩატარება არა მხოლოდ რომელიმე კონკრეტული ჯგუფის უფლებებისთვის იქნება ზიანის მომტანი, არამედ მნიშვნელოვნად დააზიანებს დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს მშენებლობის პროცესს და იქცევა საშიშ პრეცედენტად უმრავლესობის ხელში უმცირესობათა და ადამიანის უფლებების შესაზღუდად".
არასამთავრობოების განმარტებით, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობა ისედაც არ მოიცავს ერთი და იმავე სქესის ადამიანების ურთიერთობათა სამართლებრივ ფორმატში მოქცევის შესაძლებლობას და ლგბტ თემს პირად და ოჯახურ ცხოვრებასთან დაკავშირებული საკითხები პოლიტიკურ დღის წესრიგში არასდროს დაუყენებია:
"მიგვაჩნია, რომ ეს ინიციატივა წინასაარჩევნო პროცესში კონკრეტული სოციალური ჯგუფის ინსტრუმენტალიზაციის და პოპულიზმსა და სიძულვილზე დაფუძნებული პოლიტიკის წარმოების მცდელობაა. მაშინ როცა, ლგბტ თემი შეკრებისა და გამოხატვის ბაზისური თავისუფლებებით ვერ სარგებლობს, პოლიტიკური ელიტის მხრიდან ირაციონალურ შიშებზე დაფუძნებული პოლიტიკის გატარება, აფერხებს საზოგადოების პოლიტიკურ და სამოქალაქო განვითარებას. მეტიც, იმ პირობებში, როდესაც ლგბტ თემი მუდმივად აწყდება სტრუქტურულ ძალადობასა და დისკრიმინაციას, რეფერენდუმთან დაკავშირებულ საკითხებზე მიმდინარე საჯარო დისკუსიებში ჰომოფობიური დისკურსის გაძლიერება კიდევ უფრო აზიანებს თემის უფლებრივ მდგომარეობას და ლგბტ ადამიანების მიმართ ძალადობისა და სიძულვილის ზრდის ხელშემწყობ პირობებს ქმნის".
არასამთავრობოები ასევე აღნიშნავენ იმასაც რომ რეფერენდუმზე გასატანი აღნიშნული საკითხი არ არის სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვანი და იგი არსებული პოლიტიკური და სოციალური კრიზისების გადაფარვას ემსახურება:
"იგი წარმოადგენს სერიოზულ საფრთხეს დემოკრატიული სახელმწიფოსა და თითოეული ადამიანისთვის, რომელსაც სხვა კონტექსტში ასევე შეიძლება შეეხოს უმრავლესობის ტირანია".
NGO-ები მიიჩნევენ, რომ მმართველი პოლიტიკური გუნდის მიერ ლგბტ საკითხების უფლებრივი კატეგორიიდან "მორალისა" და"ტრადიციების" კონტექსტში გადატანა და ამ საკითხებით სპეკულირება წინასაარჩევნო პერიოდში ელექტორატის მობილიზაციისათვის, პირველ რიგში, აძლიერებს სწორედ რუსული პოლიტიკური ელიტის მიერ წარმოებულ ანტიდასავლურ ნარატივს.
ამდენად, მიგვაჩნია, რომ ზემოხსენებულ საკითხზე რეფერენდუმის დანიშვნა არის კონსტიტუციის საწინააღმდეგო:
"რეფერენდუმის დანიშვნა ხელს შეუწყობს ადამიანის უფლებებს, მორალსა და ტრადიციებს შორის ხელოვნურად შექმნილი დაპირისპირების კიდევ უფრო გაძლიერებას, ლგბტ თემის მიმართ საზოგადოებაში არსებული ნეგატიური განწყობების წახალისებას და საზოგადოების მარგინალიზებული ჯგუფების უფლებების კიდევ უფრო მეტად შეზღუდვას, რაც პირდაპირ აისახება დისკრიმინაციულ პრაქტიკებში, ლგბტ ჯგუფისა თუ ჯგუფის ცალკეული წევრების მიმართ ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობაში".
ხელმომწერი ორგანიზაციები:
- საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)
- მედიის განვითარების ფონდი (MDF)
- საქართველოს რეფორმების ასოციაცია ( GRASS )
- არასამთავრობო ორგანიზაცია "იდენტობა"
- ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI)
- ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)
- ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი (WISG)
- ლგბტ საქართველო
- სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)
- საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA)
- კავშირი "საფარი"
- საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო (TI)
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები