უსახლკარო ამბობს, რომ წყვილს მისთვის შეგროვებული $402 ათასი სრულად არ მიუცია
ფოტო: AP
განახლება: ისტორია, რომლის საფუძველზეც უსახლკაროს $400 ათასი შეუგროვეს, გამოგონილი აღმოჩნდა
On.ge-ს მკითხველს აუცილებლად ემახსოვრება კეთილი ისტორია უსახლკაროზე, რომელიც ქუჩაში ღამით ქალს 20 დოლარით დაეხმარა.
მოგვიანებით, მის დასახმარებლად ქალმა და მისმა შეყვარებულმა GoFundMe-ზე საქველმოქმედო კამპანია წამოიწყეს, სადაც ათასობით ადამიანმა მისთვის 402 706 დოლარი რომ შეაგროვა. უსახლკარო, სახელად ჯონი ბობიტი, იმასაც კი ყვებოდა, როგორ აპირებდა ფულის დახარჯვას მისი მიღების შემდეგ.
თუმცა, ისტორია შეიცვალა და როგორც ჯონი ამბობს, მას არც სასურველი საცხოვრებელი მიუღია, არც მანქანა და არც სამსახურის პოვნაში დახმარებია ვინმე. მისი სიტყვებით, კეიტ მაკლური და მარკ დამიკო მას თანხის მოძიებაში დაეხმარნენ, თუმცა მისი 300 000 დოლარი კვლავ შენახული აქვთ.
"მე ისევ ქუჩაში გამოვედი სამათხოვროდ, ისევ უსახლკარო ვარ და არც ფული გამაჩნია. თავდაპირველად, მათი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე მდგარ მანქანაში ვცხოვრობდი, მათ მე გაფუჭებული მანქანა მომცეს", - ამბობს ქუჩაში დაბრუნებული ბობიტი.
ჯონი დასძენს, რომ წყვილმა ახალი BMW შეიძინა, შემდეგ კი ლას-ვეგასში, ფლორიდასა და არიზონაში წავიდა სამოგზაუროდ.
თავად კეიტი და მარკი ამბობენ, რომ მათ საკუთარი დანაზოგით შეიძინეს მანქანა და სამოგზაუროდაც თავისი ხარჯებით წავიდნენ. ისინი ამბობენ, რომ ბობიტს დანარჩენ ფულს მას შემდეგ დაუბრუნებენ, როდესაც ის მუშაობას დაიწყებს და ნარკოტიკებს თავს დაანებებს.
"მას ფული სრულად მივცეთ? ეს არ მოხდება. მირჩევნია, მის თვალწინ დავწვა", - ამბობს კეიტის შეყვარებული მარკი. თავდაპირველად წყვილი ამბობდა, რომ ისინი ჯონს ფინანსური მრჩეველის დაქირავებაში დაეხმარებოდნენ, რომელიც მას ფულის განკარგვაში დაეხმარებოდა.
აღნიშნულ სიტუაციასთან დაკავშირებით, განცხადება გაავრცელა GoFundMe-მაც:
"ჩვენ ვმუშაობთ ორივე მხარესთან, რომ დავრწმუნდეთ, რომ თანხა იმ ადამიანამდე მიაღწევს, ვისთვისაც კამპანია ჩატარდა. ასევე ვთანამშრომლობთ სამართალდამცავებთან. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ჯონიმ ის თანხა მიიღოს, რომელიც მას უცნობმა ადამიანებმა შეუგროვეს".
ჯონი ბობიტის ისტორია
2017 ოქტომბრის გვიან ღამეს კეიტ მაკლურის ნიუ-ჯერსის გზაზე მანქანა გაუჩერდა, მას უახლოეს ბენზინგასამართ სადგურამდე ფეხით წასვლა მოუწია. თუმცა იქვე მყოფმა უცნობმა უსახლკარო კაცმა მას მანქანაში დაბრუნება ურჩია და შესთავაზა, რომ საწვავს თავად მოუტანდა.
მაკლურის თქმით, უსახლკარომ, ჯონი ბობიტმა, მას თავისი უკანასკნელი 20 დოლარით საწვავი უყიდა და მოუტანა, მას კი უკან მისაცემად ნაღდი ფული არ ჰქოდა. მაშინ გადაწყვიტა, რომ ჯონის ძველი ცხოვრების დაბრუნებაში დახმარებოდა.
მეორე დღეს მაკლური და მისი შეყვარებული უსახლკაროსთან მივიდნენ, ფული დაუბრუნეს და ესაუბრნენ. ბოლოს კი გადაწყვიტეს, რომ მის შესახებ GoFundMe-ზე დაეწერათ.
თავდაპირველად უსახლკაროსთვის გამიზნული იყო 10 000 დოლარის შეგროვება, თუმცა საბოლოოდ, 14 347-მა ადამიანმა მისთვის 16 დღეში $402 706 შეაგროვა.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
კომენტარები