ივანკა ტრამპი ჯონ მაკკეინზე: მსოფლიო გლოვობს გმირის დაკარგვას
აშშ-ის პრეზიდენტის შვილი, ივანკა ტრამპი ჯონ მაკკეინის გარდაცვალებასთან დაკავშირებით მწუხარებას გამოთქვამს. მისი თქმით, მსოფლიო გლოვობს ნამდვილი გმირის დაკარგვას.
"მინდა, ღრმა სიმპათიები გამოვხატო სენატორ ჯონ მაკკეინის მიმართ. ჯონ მაკკეინი იყო ამერიკელი პატრიოტი, რომელიც ჩვენს ქვეყანას 60 წელზე მეტი ემსახურებოდა. სრულიად ერი გაერთიანდა მწუხარების გარშემო", - განაცხადა ივანკა ტრამპმა NBC News-ის ეთერში.
ივანკა ტრამპისგან განსხვავებით, დონალდ ტრამპი მოკლე და მშრალი განცხადებით შემოიფარგლა. როგორც The Washington Post წერს, პრეზიდენტმა მაკკეინის გარდაცვალებასთან დაკავშირებით თეთრ სახლს განცხადების გავრცელება აუკრძალა და ადმინისტრაციისგან მომზადებული წერილი, სადაც სენატორი გმირად იყო მოხსენიებული შეცვალა და მოკლე განცხადება გაავრცელა:
"ჩემი ღრმა მწუხარება და პატივისცემა სენატორ ჯონ მაკკეინის ოჯახს. ჩვენი გულები და ლოცვა თქვენთანაა!"
გლოვის ნიშნად აშშ-ის სახელმწიფო დაწესებულებზე სახელმწიფო დროშა შაბათ-კვირას იყო დაშვებული. ორშაბათს კი დროშები ისევ აღმართეს, რის გამოც დონალდ ტრამი მწვავე კრიტიკის ქვეშ მოყვა. ამის შემდეგ კი პრეზიდენტმა მაკკეინის დაკრძალვამდე დროშების დაშვების განკარგულება გასცა.
აშშ-ის რესპუბლიკელი სენატორი ჯონ მაკკეინი 81 წლის ასაკში 25 აგვისტოს გარდაიცვალა. 2017 წელს მაკკეინის აგრესიული ფორმის კიბოს დიაგნოზი დაუსვეს და სასწრაფო ოპერაცია გაუკეთეს. გარდაცვალებამდე ერთი დღით ადრე მისმა ოჯახმა განცხადა, რომ სენატორი მკურნალობას წყვეტდა.
ჯონ მაკკეინი დონალდ ტრამპის მწვავე კრიტიკოსი იყო. სენატორი პრეზიდენტს მიგრანტების მიმართ დამოკიდებულებისა და პოლიტიკის გამო აკრიტიკებდა.
ერთ-ერთი გამოსვლის დროს დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მაკკეინს გმირად არ მიიჩნევდა:
"ის გმირი არაა, ის ხომ ტყვედ ჩავარდა. მე უფრო მომწონს ხალხი, რომელიც ტყვედ არ ვარდება".
სწორედ ჯონ მაკკეინმა შეუშალა ხელი დონალდ ტრამპს, რომ ჯანდაცვის საკითხებზე "ობამაქეარის" სახელით ცნობილი კანონი გაეუქმებინა. სენატში რესპუბლიკელებს 100-დან 52 სკამი ეკავათ და კანონის გასაუქმებლად 50 ხმა ჰყოფნიდათ.
ჯონ მაკკეინი, რომელსაც ტვინზე ოპერაცია ახალი გადატანილი ჰქონდა, კაპიტოლიუმში მივიდა და დემონსტრაციულად არ დაუჭირა მხარი ტრამპის ჩანაფიქრს, რითაც ობამას მემკვიდრეობა შეინარჩუნა.
ცნობილია, რომ სენატორის სუვილისამებრ მისი დაკრძალვის ცერემონიას ყოფილი პრეზიდენტები ბარაკ ობამა და ჯორჯ ბუში უმცროსი დაესწრებიან. ასევე, მისივე თხოვნით ცერემონიას არ დაესწრება დონალდ ტრამპი.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები