კორპორაციული კლიენტებისთვის მობილურით სარგებლობის ტარიფები იზრდება — ვის შეეხება ცვლილებები
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას მიაჩნია, რომ ჯეოსელი, მაგთი და ბილაინი აბონენტებისთვის სხვადასხვა ტარიფების შეთავაზებისას სუბსიდირებას ახდენენ. კომისიაში აცხადებენ, რომ ეს ფაქტი საკითხის რამდენიმეთვიანი შესწავლის შემდეგ აღმოაჩინეს.
კომისიამ "არასამართლიანი" ტარიფების შესაცვლელად სატელეკომუნიკაციო კომპანიებს მიმართა და "გამოსწორება" დაავალა, რათა ბაზარზე არასამართლიანი ტარიფით არ ხდებოდეს პაკეტების შეთავაზება სხვადასხვა კორპორაციული ჯგუფისთვის. კომისიის მიერ დაკისრებული ვალდებულების შესრულების შემდეგ რიგ სერვისებზე მაგთის, ჯეოსელსა და ბილაინს ტარიფების გაზრდა მოუწევთ. კომისიის ინფორმაციით, კომპანიებმა ვადა სექტემბრამდე, ანუ ხვალამდე ითხოვეს.
"კომისიის მიზანია, რომ ბაზარზე სამართლიანი ტარიფი იყოს და რომელიმე სამომხმარებლო პროდუქტის სუბსიდირებას არ ჰქონდეს ადგილი", - აღნიშნა კომისიის პრესსამსახურის თანამშრომელმა On.ge-სთვის წერილობით მიწოდებულ კომენტარში.
მაგთი და ბილაინი
ჯეოსელი ერთადერთი კომპანიაა, რომელმაც დაადასტურა რიგ მომსახურებაზე ტარიფების გაზრდა, მაგთისა და ბილაინში კი On.ge-ს არ უთხრეს რომელი პაკეტების გაძვირება მოუწევთ.
"ჩვენ მხედველობაში მივიღეთ მარეგულირებლის რეკომენდაცია და ამ ეტაპზე ვახდენთ იმის ანალიზს, რამდენადაა ჩვენი კორპორატიული კლიენტების ტარიფები კანონთან შესაბამისობაში", - აღნიშნულია ბილაინიდან წერილობით მიღებულ კომენტარში.
მაგთიკომში კი ამბობენ, რომ კომუნიკაციების კომისიის გაფრთხილებას გაითვალისწინებენ.
"სამწუხაროდ, კორექტირებული ტარიფების შესახებ კონკრეტულ ინფორმაციას ვერ მოგაწვდით, ვინაიდან კორპორატიული ტარიფები არ არის სტანდარტული და ის ინდივიდუალურია თითქმის ყოველი კორპორატიული აბონენტისათვის", — აცნობეს On.ge-ს წერილობით მაგთიკომიდან.
ჯეოსელი
კომპანიის პრესსამსახურის მიერ On.ge-სთვის მიწერილ წერილში აღნიშნულია, რომ ტარიფები კორპორაციული ნომრებისთვის გაზარდეს, თუმცა ცვლილებები არ შეეხება სახელმწიფო უწყებებს.
ზარები
- კომპანიის ნომრებთან უფასო ულიმიტო საუბრის და სმს-ის ყოველთვიური გადასახადი 1,5 ლარი გახდა;
- ჯეოსელის და ლაი-ლაის ნომრებზე ერთი წუთის ღირებულება — 0 თეთრი, ზარის წამოწყება — 7 თეთრი;
- ბილაინის, მაგთიკომისა და ფიქსირებული ქსელების მიმართულებით ერთი წუთის ღირებულება — 7 თეთრი, ზარის წამოწყება — 7 თეთრი.
ინტერნეტი
კორპორაციული კლიენტებისთვის ინტერნეტის მინიმალური პაკეტი 500 MB-დან (2₾) 1 500 MB-მდე (5₾) იზრდება, რიგ შემთხვევაში კი ინტერნეტპაკეტების ღირებულება თითქმის 2-ჯერ ძვირდება.
არსებული ტარიფები:
- 500 MB — 2 ლარი;
- 1,5 GB — 3,5 ლარი;
- 3 GB — 5 ლარი;
- 5 GB — 8,5 ლარი;
- 7 GB — 10 ლარი;
- 10 GB — 11,5 ლარი;
- 30 GB — 25,5 ლარი.
ტარიფები გაზრდის შემდეგ:
- 1,5 GB — 5 ლარი;
- 3 GB — 7 ლარი;
- 5 GB — 11 ლარი;
- 7 GB — 15 ლარი;
- 10 GB — 19 ლარი;
- 20 GB — 35 ლარი.
*პაკეტის ამოწურვის შემდეგ მოქმედებს ტარიფი - 1 მბ — 5 თეთრი;
*კომპანიის კურატორს, საშუალება ექნება Self-care პორტალის მეშვეობით, საკრედიტო ანგარიშსწორების მქონე ნომრებს, ლიმიტის ფარგლებში, გაუაქტიუროს ძველი *138#-ის ინტერნეტ პაკეტები.
ულიმიტო პაკეტები
- 18-ლარიანი პაკეტი: ულიმიტო საუბრები ნებისმიერ ოპერატორთან საქართველოში, ულიმიტო SMS, (გამონაკლისია გლობალსელი);
- 20-ლარიანი პაკეტი: ულიმიტო საუბრები ნებისმიერ ოპერატორთან საქართველოში, ულიმიტო SMS, 1 GB ინტერნეტი.(გამონაკლისია გლობალსელი).
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში

კომენტარები