ზურაბიშვილი: დღეს მე აღარ ვარ საფრანგეთის მოქალაქე
ფოტო: საქართველოს პარლამენტი
"დღეს მე აღარ ვარ საფრანგეთის მოქალაქე", - ამის შესახებ პრეზიდენტობის კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა პრესკონფერენციაზე განცხადა.
ზურაბიშვილის განმარტებით, საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა და შინაგან საქმეთა მინისტრმა მოაწერეს ხელი შესაბამის განკარგულებას ხელი და 23 აგვისტოდან ის საფრანგეთის მოქალაქე აღარაა.
"ეს არ იყო ადვილი, მაგრამ ეს იყო აუცილებელი", - განაცხადა ზურაბიშვილმა.
საქართველოს კანონმდებლობით, საქართველოს პრეზიდენტი არ შეიძლება იყოს სხვა ქვეყნის მოქალაქე. სწორედ ამის გამო ზურაბიშვილს საფრანგეთის მოქალაქეობის დათმობა მოუწია.
სალომე ზურაბიშვილმა საპრეზიდენტო კანდიდატურა 6 აგვისტოს წამოაყენა. რამდენიმე დღით ადრე ქართული პოცნების წევრმა, ეკა ბესელიამ განაცხადა, რომ ზურაბიშვილი საფრანგეთის მოქალაქეობაზე ამბობდა უარს.
სალომე ზურაბიშვილი 1952 წლის 18 მარტს პარიზში, ქართული პოლიტიკური ემიგრაციის მოღვაწის, წლების მანძილზე საფრანგეთის ქართული სათვისტომოს თავმჯდომარის, ლევან ზურაბიშვილის ოჯახში დაიბადა. 2003-2004 წლებში იყო საფრანგეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში.
სალომე ზურაბიშვილის წარსული
სალომე ზურაბიშვილი მე-9 მოწვევის პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატია. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში იგი მთაწმინდის ოლქში, მაჟორიტარად იყრიდა კენჭს. მმართველმა პარტიამ ქართულმა ოცნებამმაშინაც არ დაასახელა კანდიდატი, ზურაბიშვილს დაუჭირა მხარი და გაიმარჯვა.
2010 წლიდან სალომე ზურაბიშვილი გაეროს უშიშროების საბჭოს სანქციების კომიტეტის ირანის ექსპერტთა ჯგუფის ხელმძღვანელი იყო. ის ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში მოსვლის დროს, 2004-2005 წლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტს იკავებდა.
იმდროინდელმა პრემიერ-მინისტრმა, ზურაბ ნოღაიდელმა ნაციონალური მოძრაობის დეპუტატების მოთხოვნის შედეგად იგი თანამდებობიდან გაათავისუფლა. მაშინდელმა პარლამენტის წევრებმა სალომე ზურაბიშვილი სამინისტროს არასწორად მართვაში, ელჩებთან კოორდინაციის ნაკლებობაში და სამინისტროში არსებულ ფავორიტიზმში დაადანაშაულეს. ბრალდებებს ზურაბიშვილი კატეგორიულად უარყოფდა.
გათავისუფლებიდან ცოტა ხანში სალომე ზურაბიშვილმა მმართველი პარტიის წარმომადგენლებს "ქაჯები" უწოდა, რომლებიც მის წინააღმდეგ "კარგად დაგეგმილი" კამპანიის უკან იდგნენ:
"დღეს მე მინდოდა შეხვედრა თქვენთან, რათა მსოფლიომ დაინახოს, რომ საქართველოში ქაჯები კი არ მოდიან, ქაჯები მიდიან".
დაამთავრა პარიზის პოლიტიკურ მეცნიერებათა ინსტიტუტი 1972 წელს, 1973 წელს კოლუმბიის (ნიუ-იორკი) უნივერსიტეტი, ხოლო 1981 წელს - პარიზის სახელმწიფო მართვის ეროვნული სკოლა.
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები