ქალები, რომლებმაც მსოფლიო შეცვალეს
ფოტო: One
ქალთა უფლებები მრავალი წლის განმავლობაში იგნორირებული იყო, ხოლო მათი ხმა ყველაზე დაბალი, უიმედო და სასოწარკვეთილი. ქალებმა ხანგრძლივი, საინტერესო და წინააღმდეგობრივი გზის გავლის შედეგად, მათი მისამართით არსებული კულტურული ნორმების შეცვლა მოახერხეს - თუმცა არა ბოლომდე.
წარმოგიდგენთ, ქალებს, რომლმაც შეცვალეს მსოფლიო და გახადეს სამყარო უფრო უკეთესი ვიდრე იყო. ცხადია, აქ ყველას ჩამოთვლას ვერ შევძლებ და მხოლოდ მცირე ნაწილის შესახებ მოგითხრობთ.
1. შვედი ანტი-ნაცისტი
ფოტო: Hans Runesson
ჰოლოკოსტს გადარჩენილი ქალი, რომელიც შვედეთში ნეო ნაცისტების აქციის მონაწილეს თავში ჩანთას ურტყამს. (ფოტო: 1985 წლის 13 აპრილი)
2. მარია კიური
ფოტო: Institute Curie
პოლონელი ფიზიკოსი მარი კიური, რომლის შრომები რადიოაქტიურ ნივთიერებათა შესწავლის შესახებ საფუძვლად დაედო ფიზიკისა და ქიმიის ახალ დარგებს. მან პირველმა მოამზადა რადიუმის ეტალონი და ორჯერ გახდა ნობელის პრემიის მფლობელი.
3. მალალა იუსაფზაი
„ავიღოთ ჩვენი წიგნები და კალმები, ისინი ჩვენი ყველაზე ძლიერი იარაღებია. ექსტრემისტებს მუდამ ეშინოდათ და ეშინიათ წიგნების და კალმების. მათ ქალებისაც ეშინიათ.
მე მინდა, რომ განათლება თალიბების, ტერორისტებისა და ექსტრემისტების შვილებმა მიიღონ. ერთ ბავშვს, ერთ მასწავლებელს, ერთ წიგნს და ერთ კალამს შეუძლია შეცვალოს მსოფლიო. განათლება ერთადერთი გამოსავალია. განათლება უპირველესია'' - ეს სიტყვები მალალა იუსაფზაის ეკუთვნის პაკისტანელ აქტივისტსა და ნობელის პრემიის ყველაზე ახალგაზრდა მფლობელს.
მალალა საქვეყნოდ ცნობილი მას შემდეგ გახდა, რაც 2009 წელს, 11 წლის ასაკში "ბიბისის" ბლოგერი გახდა, სადაც "თალიბანის" რეჟიმის პარალელურად საკუთარ ცხოვრებაზე და გოგონების განათლების უფლებებისთვის წერდა. 2009 წელს პაკისტანში თალიბების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ხელისუფლებამ გოგონებისათვის სკოლაში სიარული აკრძალა. 11 წლის მალალამ გადაწყვიტა, დაეცვა თავისი განათლების უფლება, თუმცა მის პროტესტს მძაფრი რეაქცია მოჰყვა.
2012 წელს "თალიბებმა" მისი მოკვლა სცადეს და გოგონა მძიმედ დაჭრეს.
მალალა ახლა დიდ ბრიტანეთში, მშობლებთან ერთად, ცხოვრობს. იქიდანვე აგრძელებს თავის საქმიანობას და ამ სიმამაცისა და შემართებისთვის ასევე მიღებული აქვს ანდრეი სახაროვისა და ანა პოლიტკოვსკაიას სახელობის პრემიები.
2015 წელს დიდ ეკრანებზე იუსაფზაის ისტორიაზე გადაღებული დოკუმენტური ფილმი გამოვიდა - “მან მე მალალა დამარქვა”. ფილმში ის თავდასხმამდე და თავდასხმის შემდეგ პერიოდს იხსენებს. ფილმის რეჟისორს სურს, რომ 18 წლის პაკისტანელი გოგოს ოცნებები გაამხილოს, მალალა კი მხოლოდ ერთი ოცნება აქვს - „მინდა მსოფლიოს ყველა გოგო და ბიჭი სწავლობდეს; სკოლაში თანაკლასელების გვერდით, ჩემს მაგიდასთან ჯდომა და კითხვა ჩემი უფლებაა. ყოველი ადამიანის სახეზე ბედნიერი ღიმილის ხილვაა ჩემი ოცნება”, ამბობს მალალა.
4. კეტრინ სვითზერი
ფოტო: Kathrine Switzer
მიუხედავად იმისა, რომ კატრინ სვითზერს საერთოდ არ ჰქონდა უფლება, მან 1967 წელს ბოსტონის მარათონში მაინც მიიღო მონაწილეობა. როცა ორგანიზატორებმა დაინახეს, რომ მარათონში ქალი იღებდა მონაწილეობას, მის შეჩერება სცადეს. თუმცა, კატერინი მაინც აგრძელებდა სირბილს.
ამ ამბიდან 5 წლის შემდეგ ორგანიზატორებმა ქალებს მარათონში მონაწილეობის უფლება მისცეს.
5. ვალენტინა ტერეშკოვა
პირველი ქალი-კოსმონავტი და საბჭოთა კავშირის გმირი. მისი სახელი მთვარის ერთ-ერთ კრატერს დაარქვეს.
6. ამელია ერჰარტი
პირველი ქალი პილოტი, რომელმაც ატლანტის ოკეანე გადაიფრინა, რისთვისაც მფრინავის ჯვრით დააჯილდოვეს. დაწერა რამდენიმე წიგნი საკუთრ ფრენებზე და დიდი როლი ითამაშა ქალი მფრინავების ორგანიზაციის ფორმირებაში. ერთ–ერთ ინტერვიუში ამელია ერჰარტმა განაცხადა: “ქალები მამაკაცების მსგავსად უნდა შევეჭიდოთ შეუძლებელს. ამ ჭიდილში წარუმატებლობა კი სხვისთვის ახალ გამოწვევად უნდა იქცეს".
7. კომაკი კიმურა
იაპონელი სუფრაჟისტი, რომელიც ქალების საარჩევნო უფლების მინიჭებას ითხოვდა. სუფრაჟისტები იყვნენ ქალები, რომლებიც ამ უფლებისთვის იბრძოდნენ. საბოლოოდ, მათ მიენიჭათ საარჩევნო უფლებები, თუმცა მთავარი ბრძოლა ჯერ კიდევ წინ იყო.
8. როზა პარკსი
ფოტო: Wikipedia
ამერიკაში ცნობილია როგორც “ადამიანთა უფლებების პირველი ლედი”.
1955 წლის პირველ დეკემბერს, მონტგომერიში ავტობუსით მგზავრობისას, შავკანიანთა უფლებების ცნობილმა დამცველმა, როზა პარკსმა, მძღოლს უარი განუცხადა თეთრკანიანი მგზავრისთვის ადგილის გათავისუფლების მოთხოვნაზე.
როზა პარკსი დააკავეს და ბრალი საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევაში დასდეს. ამ ინციდენტმა შავკანიანთა დიდი საპროტესტო აქცია გამოიწვია, რომელიც ცნობილია როგორც მონტგომერის ავტობუსების ბოიკოტი. პროტესტი საზოგადოებრივ ტრანსპორტში რასისტული სეგრეგაციის წინააღმდეგ იყო მიმართული. მარტინ ლუთერ კინგის ინიციატივით შავკანიანმა მოსახლეობამ საზოგადოებრივ ტრანსპორტს 381 დღიანი ბოიკოტი გამოუცხადა. მისი 100 წლის იუბილეს აღსანიშნად კი შეერთებული შტატების საფოსტო მომსახურებამ როზას პორტრეტის საფოსტო მარკა გამოსცა, 4 თებერვალს კი, მისი დაბადების დღეს, როზა პარკის დღე დღე დააწესა.
9. მოდ ვაგნერი
ფოტო: Library of Congress
ტატუს პირველი მხატვარი ქალი. მოდ ვაგნერი, თავდაპირველად, ცირკში აკრობატად მუშაობდა, სადაც, ცნობილი ტატუს ოსტატი გას ვაგნერი გაიცნო - სწორედ მან შეასწავლა ახალგაზრდა გოგონას ტატუს ხელობა, რომლისთვისაც მხოლოდ ნემსი და საღებავი იყო საჭირო. ვაგნერი იყო პირველი ქალი, ვინც ტატუ საკუთარ სხეულზე თავად გაიკეთა, რითაც თანამედროვე ქალებისთვის ნიადაგი შეამზადა. მოდ ვაგნერი 1961 წელს გარდაიცვალა, თუმცა მის მიერ დატოვებული მემკვიდრეობა მომავალი თაობისთვის თავისუფლების ერთგვარი მაგალითი იყო, რადგან მის ეპოქაში ტატუ მხოლოდ მამაკაცების “საქმეს” მიიჩნეოდა, მან კი დაამტკიცა, რომ ეს საქმე ქალსაც ისევე კარგად გამოსდის, როგორც კაცს.
10. ანეტ კელერმანი
ფოტო: Library of Congress
გაგიკვირდებათ და, ფოტოზე გამოსახული ანეტ კელერმანი, ამ საცურაო კოსტიუმის გამო “საზოგადოების შეურაცხყოფისა და სითამამის” ბრალდებით დააპატიმრეს.
კელერმანი ფეხების თანდაყოლილი სისუსტის გამო ორგანიზმს ბავშვობიდან ცურვით იძლიერებდა, მოგვიანებით კი არა მხოლოდ პროფესიონალ მოცურავედ იქცა, არამედ სინქრონული ცურვის ერთ-ერთ ფუძემდებლადაც ითვლება.
ის იყო პირველი ქალი, რომელმაც საჯაროდ მოითხოვა, რომ, იმ დროისთვის გავრცელებული პანტალონების ნაცვლად, ქალებს ერთიანი (ერთნაჭრიანი) მოტკეცილი საცურაო კოსტიუმი ცმოდათ.
11. სუ ჩი
ფოტო: Emilii
მიანმარის ხელისუფლებაში სამხედრო ხუნტის მოსვლის შემდეგ, სუ ჩი, რომელიც ახალი მმართველების ოპოზიცია იყო დააპატიმრეს და შინაპატიმრობა მიუსაჯეს. იგი პოლიტიკური მოძრაობის, “ეროვნული ლიგა დემოკრატიისათვის” წევრი იყო. უკანონო ხელისუფლებამ, პატიმრობის ალტერნატივად, მას ქვეყნის დატოვება შესთავაზა. თუმცა მისგან მტკიცე უარი მიიღო. 1990 წელს ხუნტამ არჩევნები ჩაატარა, რომელშიც გამარჯვებული "ეროვნული ლიგა დემოკრატიისათვის" გახდა, თუმცა, მიუხედავად ამისა, შეიარაღებულმა ძალებმა მათთვის ხელისუფლების გადაცემაზე უარი თქვეს და არჩევნების შედეგი გააუქმეს.
ამ მოვლენებმა საერთაშორისო საზოგადოების ყურადღება მიიპყრო და 1991 წელს სუ ჩის ნობელის პრემია გადაეცა მშვიდობის დარგში. პრემიის სახით მიღებული $1,3 მილიონი მან საკუთარი თანამემამულეების ჯანმრთელობასა და განათლებას მოახმარა. აუნ სან სუ ჩი შინაპატიმრობიდან 1995 წლის ივლისში გათავისუფლდა. თუმცა 2000 წლის სექტემბერში პუტჩისტებმა ის კვლავ შინაპატიმრობაში აიყვანეს და მხოლოდ 2002 წლის 6 მაისს, გაეროს შუამავალთა ჩარევით, მას კვლავ დართეს თავისუფლად გადაადგილების ნება.
2003 წლის 30 მაისს, სოფელ დეპაინში, ხუნტის მიერ დაქირავებული შეიარაღებული პირები მის ავტომობილს თავს დაესხნენ. ჩიმ და მისმა მძღოლმა თავს გაქცევით უშველეს, თუმცა ის მალევე დააპატიმრეს და ქალაქ იანგონის ციხეში მოათავსეს. სუ ჩი 2010 წლამდე შინა პატიმრობაში იმყოფებოდა. ამჟამად მიანმარის საგარეო საქმეთა პოსტს იკავებს.
12. პატრისია არკეტი
ფოტო: I-D Vice
2015 წელს პატრისია არკეტმა “Boyhood”-ში შესრულებული როლისთვის ოსკარი მიიღო. მსახიობი სიტყვით გამოსვლისას შეეხო თემას, რომელზე ქალები უკვე წლებია ხმამაღლა საუბრობენ - თანაბარი ანაზღაურება ყველას.
ჰოლივუდი, რომელიც სტერეოტიპებს უნდა ამსხვრევდეს, პატრიარქატული სამყაროს ერთ-ერთი დიდი ბუდეა, სადაც ჯერ კიდევ მიმდინარეობს ბრძოლა იმაზე, რომ ქალ და მამაკაც მსახიობებს ერთნაირი ანაზღაურება მისცენ. ამ თემაზე საუბრობენ ისეთი მსახიობები, როგორებიც არიან - მერილ სტრიპი, ჯენიფერ ლოურენსი, ჯულიანა მური, რობინ რაითი და ა.შ.
თანაბარ ანაზღაურებაზე ხმამაღლა საუბარი ჯერ კიდევ 1970 წელს დაიწყო, როდესაც რამდენიმე ქალმა აქცია მოაწყო, რომელზეც სქესის მიხედვით გადანაწილებულ ჰონორარებს აპროტესტებდნენ.
13. ლეოლა კინგი
ფოტო: Library of Congress
პირველი ქალი რომელმაც 1918 წელს საგზაო პატრულად დაიწყო მუშაობა.
14. ვანგარი მაატაი
ფოტო: Green Belt Movement
ნობელის მშვიდობის პრემიის პირველი აფრიკელი ქალი ლაურეატი. მაატაი აქტიურად იბრძოდა კენიაში დემოკრატიის განვითარებისათვის.
15. ჰეიდი ლამარი
ფოტო: Wikipedia
ჰოლივუდის ოქროს ხანის ერთ-ერთი დიდი ვარსკვლავი. სწორედ მისი დამსახურებაა Wi-fi-ს საშუალებით ახლა ამ სტატიას რომ კითხულობთ, ასე რომ ვინც ამბობს, ყველა მნიშვნელოვანი გამოგონება კაცებს ეკუთვნისო, იმას არ ეღირსოს ვაი-ფაის შევსებული ლოგო არც კომპიუტერზე და არც მობილურზე.
რა თქმა უნდა, ეს არასრული ჩამონათვალია იმ ქალების, რომლებმაც მსოფლიო შეცვალეს. არასრულია იმიტომ, რომ რაც არ უნდა ბევრი დავწეროთ, რაც არ უნდა ბევრი ქალის შესახებ მოვყვეთ, ყოველთვის დარჩება კიდევ უფრო ბევრი, რომელთა ისტორიაც ისტორიამაც დაივიწყა და ჩვენც დაგვავიწყდა.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა















კომენტარები