ჯო ბაიდენი

31 Aug. 2018, 11:06

მე მქვია ჯო ბაიდენი, მე ვარ დემოკრატი და მე მიყვარდა ჯონ მაკკეინი.

მე ყოველთვის ვფიქრობდი ჯონზე, როგორც ძმაზე. ჩვენ ბევრი ჯოჯოხეთი გამოვიარეთ ერთად. მე ვიყავი სენატორი, ჯონი კი საზღვაო ოფიცერი. ჩვენ ორივე ვიყავით ოცნებებითა და ამბიციებით სავსე. ვფიქრობდით, როგორ გაგვეხადა ჩვენი ქვეყანა უკეთესი. ჩვენ ერთად დავდიოდით საბჭოთა კავშირში, აზიასა და ნატოში. თვითმფრინავში, როდესაც ყველა დაიძინებდა, ჩვენ ვსაუბრობდით ჩვენს ოჯახებსა და პოლიტიკაზე, ყველაფერზე გარდა ჩვენი ტკივილისა - მის ტყვეობასა და ჩემს დაკარგულ ოჯახზე. ჩვენ ცხოვრებასთან ერთად ვისწავლეთ, როგორ დგება მომენტები, როცა ცხოვრება ტკივილს გაყენებს.

მიუხედავად განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებებისა, ჩვენ ვიყავით განსაკუთრებული მეგობრები. პოლიტიკა პერსონალურია, ეს ყველაფერი ნდობაა. მე ვენდობი ჯონს მთელი ჩემი ცხოვრება და დარწმუნებული ვარ, ისიც მენდობოდა.

მთელი ცხოვრება მჯეროდა მისი, მისი ოპტიმიზმის, ეს ყველაზე უკეთ გამოსდიოდა. ის იყო დიდებული ჩვენს შორის. ჯონი თითქოს სხვა ეპოქიდან იყო, მას ჰქონდა უნიკალური შესაძლებლობები. ჯონის ისტორია არის ამერიკის ისტორია და ის ეყრდნობა პატივისცემას, ღირსებას, სამართლიანობასა და ტოლერანტობას. ჯონს სჯეროდა, რომ პატარა წვლილი შეიტანა ამ ისტორიაში. ჯონ შენ იმაზე მეტი იყავი მეგობარო, "ჩვენ ვეღარ ვნახავთ მეტს შენნაირს".


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
  2. ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
  3. ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
  4. საქართველოში მიწისძვრა მოხდა
  5. თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ომბუდსმენი მერიას მოუწოდებს, დადგინდეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციისას აღმოჩენილი მასალა შეიცავს თუ არა აზბესტს

სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი თბილისის მერიას მოუწოდებს, დადგინდეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციისას…