OGP-ის სამიტი კარგი პრაქტიკის შესახებ ცუდი პრაქტიკით ჩატარდა — TI
ფოტო: we-gov.org
საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველოს კვლევის თანახმად, ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) გლობალური სამიტის ორგანიზებისთვის, სულ მცირე, 1 780 000 მლნ ლარი დაიხარჯა. მათივე თქმით, ამ თანხის უდიდესი ნაწილი მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გამოიყო, რაც ეწინააღმდეგება როგორც სარეზერვო ფონდის დანიშნულებას, ასევე თავად ღია მმართველობის პარტნიორობისა (OGP) და კარგი მმართველობის პრინციპებს.
ღია მმართველობის პარტნიორობა (OGP) ღია, გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობის ჩამოსაყალიბებლად მრავალმხრივ რეფორმებს გულისხმობს. საქართველომ, როგორც ინიციატივის თავმჯდომარე ქვეყანამ, მის გლობალური სამიტს 2018 წლის 17-19 ივლისს უმასპინძლა.
როგორც კვლევაში ვკითხულობთ, სამიტის ორგანიზების ფარგლებში იუსტიციის სამინისტრომ 1 491 466 ლარის ღირებულების 60 ხელშეკრულება, პარლამენტმა 271 374 ლარის ღირებულების 39 ხელშეკრულება გააფორმა, ხოლო თბილისის მერიამ 19 098 ლარი დახარჯა.
საქართველოში ღია მმართველობის პარტნიორობის ინიციატივას წარმართავს და კოორდინაციას უწევს იუსტიციის სამინისტრო. ორგანიზაცია განმარტავს, მთავრობისა და იუსტიციის სამინისტროსთვის სამიტამდე სულ მცირე 9 თვით ადრე, 2017 წლის სექტემბერში, უკვე ცნობილი იყო, რომ საქართველო ღია მმართველობის პარტნიორობის თავჯდომარე ქვეყანა ხდებოდა და სამიტის მომავალი მასპინძელიც ის იქნებოდა.
TI კვლევაში აღნიშნავს, რომ სახელმწიფო ბიუჯეტის, მათ შორის, იუსტიციის სამინისტროს ბიუჯეტის საბოლოო ვარიანტი დეკემბერში მტკიცდება. ბიუჯეტის პირველადი პროექტი პარლამენტს არაუგვიანეს პირველი ოქტომბრისა წარედგინება, ხოლო პროექტის საბოლოო ვერსია არა უგვიანეს 30 ნოემბრისა წარედგინება პარლამენტს:
"შესაბამისად, სამიტის სათანადო დაგეგვმისათვის არსებობდა გონივრული ვადა, რაც ორგანიზებისთვის საჭირო თანხის იუსტიციის სამინისტროს 2018 წლის ბიუჯეტში გათვალისწინების საშუალებას იძლეოდა".
კვლევაში ვკითხულობთ, რომ 2018 წლის ივლისში სამიტის ორგანიზებისთვის საჭირო 1 660 000 მლნ ლარი მთავრობამ იუსტიციის სამინისტროს სარეზერვო ფონდიდან გამოუყო. საბიუჯეტო კოდექსის თანახმად, მთავრობის სარეზერვო ფონდიდან სახსრები გამოიყოფა სახელმწიფო ბიუჯეტით გაუთვალისწინებელი გადასახდელების დასაფინანსებლად.
"ღია მმართველობის პარტნიორობის გლობალური სამიტის ორგანიზება კი, როგორც უკვე ითქვა, შეიძლებოდა გათვალისწინებული ყოფილიყო იუსტიციის სამინისტროს 2018 წლის ბიუჯეტში".
საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველო აღნიშნავს, რომ წინასწარვე ცნობილი მოსალოდნელი ხარჯების სარეზერვო ფონდიდან დაფინანსება ბიუჯეტის დაგეგმვის ცუდი პრაქტიკაა და ეწინააღმდეგება სარეზერვო ფონდის დაფინანსების გამოყენების არსს. ამასთან, სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი თანხის ხარჯვაზე არ ვრცელდება "სახელმწიფო შესყიდვების შესახებ" კანონის მოთხოვნები და ამ სახსრებით განხორციელებული შესყიდვები ტენდერის გზით არ მიმდინარეობს.
სამიტის ორგანიზებისთვის იუსტიციის სამინისტროს მიერ დახარჯული 1 491 466 ლარის ფარგლებში დადებული, ყველაზე მსხვილი ხელშეკრულებებია:
ორგანიზაცია აღნიშნავს, რო სამიტის ხარჯების სამინისტროს ბიუჯეტში გათვალისწინების შემთხვევაში, ზოგიერთი მნიშვნელოვანი და მსხვილი შესყიდვა ტენდერის გზით, კონკურენტულ პირობებში განხორციელდებოდა.
"ამით საბიუჯეტო სახსრების უფრო ეკონომიურად და ეფექტიანად ხარჯვის შესაძლებლობა გაჩნდებოდა. ამავე დროს, შესყიდვის პროცესი გამჭვირვალე, შესყიდვებთან დაკავშირებული ინფორმაცია კი ელექტრონულად ხელმისაწვდომი იქნებოდა, რისი უზრუნველყოფაც ღია მმართველობის პარტნიორობის ერთ-ერთ მთავარ მიზანს წარმოადგენს".
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში

კომენტარები