ზაზა სარალიძე

11 Sep. 2018, 19:51

ძალიან სამწუხაროა, დღეს აქ ვერ ვხედავ იმ პიროვნებებს, რომლებიც იძახდნენ პოლიტიკურ პარტიებს ვხედავ იქ და იმიტომ არ მივალო. ძალიან სამწუხაროა, იმ პირებს ვერ ვხედავ, რომლებიც რაღაც იარლიყებს გვაწეპებდნენ, შავ პიარს გვიგორებდნენ და დღეს აქ არ არიან, ჩვენს გვერდით.

ნუთუ საქართველოს ბედი აღარ აინტერესებს არავის? ჩვენი გადაწყვეტილება მოგეხსენებათ, იქამდე ვიქნებით აქ, სანამ სამართლიანობა არ აღდგება.

დღეს ხელისუფლების წარმომადგენლებმა გააკეთეს განცხადება თითქოს სარალიძის მოთხოვნების არის გადაჭარბებული. რა არის გადაჭარბებული ჩემი შვილის მკვლელს რომ ვითხოვ? მე გადავაჭარბებ მაგათ. აქ ვიქნები მანამ, სანამ ჩვენი მოთხოვნები არ შესრულდება.

ასე მიმართა ზაზა სარალიძემ საზოგადოებას აქციიდან.
სარალიძისა და მაჩალიკაშვილის აქციები მას შემდეგ დაიგეგმა, რაც საპარლამენტო უმრავლესობამ მხარი არ დაუჭირა საპარლამენტო კომისიის დასკვნას დავით სარალიძის მკვლელობის საქმეზე.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
  2. ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
  3. ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
  4. საქართველოში მიწისძვრა მოხდა
  5. თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ომბუდსმენი მერიას მოუწოდებს, დადგინდეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციისას აღმოჩენილი მასალა შეიცავს თუ არა აზბესტს

სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი თბილისის მერიას მოუწოდებს, დადგინდეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციისას…