ზურაბიშვილი: სარალიძის აქციაზე არის ის პოლიტიკური განაცხადები, რომელიც არ ჯდება საქმეში
ფოტო: საქართველოს პარლამენტი
საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, როცა არავინ არაფერს ამბობს და მტკიცებულებები არ არსებობს, ძალიან რთულია სამართალდამცველებზე გადაბრალება, რომ ისინი ვერ ახერხებენ ბოლომდე მიიყვანონ საქმე. ასე უპასუხა პრეზიდენტობის კანდიდატმა ტოკ-შოუ რეაქციაში ხორავას ქუჩის საქმეზე დასმულ კითხვას.
მისი თქმით, აქციაზე პოლიტიკური განცხადებები კეთდება, რაც საქმეში არ ჯდება.
"მე მესმის მამის მდგომარეობის, რომელსაც თვითონ აქვს არა მხოლოდ ეჭვები, არამედ შინაგანი რწმენა, ამიტომ მას გააჩნია უსამართლობის განცდა. აქციაზე არის ის პოლიტიკური განაცხადები, რომელიც არ ჯდება ამ საქმეში", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
მისი თქმით, ხორავას ქუჩის საქმე ძალიან დიდი განსხვავებაა ირინა ენუქიძის პროტესტისგან.
"იქ უშუალოდ იყო რეჟიმი, პოლიცია და ზონდერები, რომლებიც კლავდნენ ახალგაზრდებს. აქ არანაირი პირდაპირი ჩარევა ხელისუფლების, რომ ვინმე მოეკლა არ არის. თანაგრძნობა არის ერთი რამ, რაც ყველას მოგვეთხოვება, როგორ შეიძლება არ თანაუგრძნო ადამიანს. მაგრამ თანაგრძნობა არის ერთი და პოლიტიკური პოზიციის დაკავება მეორე, როცა არასწორი პოლიტიკური პოზიციების საჭიროება მთავრობა გადაგდეს, არ არსებობს", - განაცხადა ზურაბიშვილმა.
პარლამენტთან მიმდინარე აქციისას პოლიციასთან დაპირისპირების დროს ზაზა სარალიძე შეუძლოდ გახდა. სარალიძე მაჩალიკაშვილთან ერთად მეორე დღეა შიმშილობდა. სარალიძეს ცხრა საათზე სპეციალური განცხადება უნდა გაევრცელებინა.
სარალიძისა და მაჩალიკაშვილის მხარდამჭერ აქციაზე, წვიმის გამო აქციის მონაწილეები კარვის გაშლას ცდილობდნენ. ადგილზე მყოფმა სამართალდამცავებმა მათ კარვის გაშლის უფლება არ მისცეს, რასაც აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოყვა.
დაპირისპირებისას სარალიძემ სამართალდამცავებს მოკლული შვილის, დათო სარალიძის ფოტო აჩვენა და მოუწოდა გაეთელათ ის ფეხქვეშ. სარალიძის თქმით, მათი საქციელი სწორედ ამას ნიშნავდა. ზაზა სარალიძე ინგოროყვას კლინიკაში გადაიყვანეს.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები