ლეგალიზაცია რასაც ჰქვია, ეს არის დაუშვებელი — კობახიძე მარიხუანის შესახებ კანონპროექტზე
ფოტო: საქართველოს პარლამენტი
"კანონპროექტი, რომელიც არის წარმოდგენილი, არავითარ სივრცეს არ ტოვებს სპეკულაციებისთვის", - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ მარიხუანას მოხმარებასთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მომზადებულ კანონპროექტზე საუბრისას განაცხადა.
ირაკლი კობახიძის თქმით, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებული კონკრეტული გადაწყვეტილება ლიბერალიზაციისკენ არის მიმართული და მმართველი გუნდის ამოცანა იყო მარიხუანას მოხმარების მაქსიმალურად მკაცრი რეგლამენტაცია.
"მაქსიმალურად მკაცრ ჩარჩოებში არის მოქცეული მარიხუანას მოხმარება იმ კანონპროექტის თანახმად, რომელიც იქნება წარმოდგენილი საქართველოს პარლამენტის წინაშე უკვე უახლოეს დღეებში ოფიციალურად", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პარლამენტის თავმჯდომარე განმარტავს, რომ კანონპროექტს ორი მიზანი აქვს: საექსპორტო და სამეწარმეო.
"როგორც მოგეხსენებათ, კოსმეტიკური საშუალებების დასამზადებლად გამოიყენება შესაბამისი ზეთი და ამ მიზნით მოხდება, ასე ვთქვათ, ამ მცენარის გამოყენება. საუბარია, კიდევ ერთხელ, იმაზე, რომ კონკრეტული ეკონომიკური, ასე ვთქვათ, საქმიანობისთვის შეიძლება გაიხსნას ეს სფერო, თუმცა, გამორიცხულია ლეგალიზაცია. რეალურად, აქეთკენ მიდიოდა პროცესები საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, თუმცა, ჩვენ შევძელით ამ პროცესის ჩარჩოში მოქცევა იმ კანონპროექტით, რომელიც არის წარმოდგენილი",- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
მისივე თქმით, აღნიშნულთან დაკავშირებით არის სპეკულაციებიც, თუმცა წარმოდგენილი კანონპროექტი სპეკულაციებისთვის არავითარ სივრცეს არ ტოვებს. მისი განცხადებით, მმართველი გუნდი პროცესების არასწორი მიმართულებით განვითარებას არ დაუშვებს.
"ეს თამამად შეგვიძლია ვუთხრათ ქართულ საზოგადოებას, რომელსაც აქვს, ბუნებრივია, მგრძნობიარე დამოკიდებულება ამ საკითხთან დაკავშირებით და ეს დამოკიდებულება არის, აბსოლუტურად, გასაგები. ჩვენ არ დავუშვებთ არასწორი მიმართულებით ამ პროცესების განვითარებას. ლეგალიზაცია რასაც ჰქვია, ეს არის დაუშვებელი", - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები