აუდიტორია 115: სამინისტროს ულტიმატუმის საფუძველზე დავტოვეთ სამუშაო ჯგუფი
ფოტო: გვანცა ნემსაძე / On.ge
აუდიტორია 115 განათლების მინისტრის ალექსანდრე ჯეჯელავას მიერ ჟურნალ ლიბერალთან მიცემულ ინტერვიუს ეხმაურება. მინისტრი აცხადებს, რომ სტუდენტებმა მოლაპარაკების ბოლო ეტაპზე მოთხოვნები შეცვალეს, რის გამოც დიალოგი ჩაიშალა.
"ბატონი მინისტრი იტყუება და ცდილობს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას", - წერს სტუდენტური გაერთიანება:
"უმაღლესი განათლების შესახებ კანონში 45-ე მუხლი არეგულირებს სტუდენტური თვითმმართველობის საქმიანობას. აუდიტორია 115-სა და სახელმწიფოს შორის შეთანხმების თანახმად, ეს მუხლი უნდა გადასულიყო გარდამავალ დებულებებში, რაც ახალი კანონის მიღებამდე შეაჩერებდა სტუდენტური თვითმმართველობების საქმიანობას".
მათი განცხადებით, ბოლოს წინა შეხვედრაზე, მინისტრმა განაცხადა, რომ ზემოთ აღნიშნული მუხლი გადავიდოდა გარდამავალ დებულებებში იმ პირობით, თუ სტუდენტები დათანხმდებოდნენ იმაზე, რომ კანონის მიღებამდე, სტუდენტურ თვითმმართველობას კვლავ ექნებოდა ექსკლუზიური წვდომა ფინანსებთან:
"პირობა ჩვენთვის მიუღებელი აღმოჩნდა, რადგანაც მინისტრმა იმისი ლეგიტიმაცია მოგვთხოვა, რის წინააღმდეგაც დავიწყეთ ბრძოლა. ჩვენი პოზიცია იყო, რომ მას შემდეგ, რაც 45-ე მუხლი გადავიდოდა გარდამავალ დებულებებში, სტუდენტური ცხოვრება თავისთავად დაექვემდებარებოდა 43-ე მუხლს, რომლის მიხედვითაც, სტუდენტებს თანაბარი წვდომა ექნებოდათ მატერიალურ რესურსებთან და ექნებოდათ თანაბარი შესაძლებლობა, სტუდენტური გაერთიანების შექმნის".
სტუდენტების განცხადებით, პირობა შეცვალა არა აუდიტორია 115-მა, არამედ განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ. მათი თქმით უწყებამ მათ ლეგიტიმაციის მინიჭება მოსთხოვა სტუდენტური თვითმმართველობის საქმიანობისთვის:
"საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ბატონი გიორგი კვირიკაშვილის საჯარო განცხადება, სადაც ის ამბობს, რომ თავად უხელმძღვანელებს განათლების ფუნდამენტურ რეფორმასა და სხვა საკითხებზე მომუშავე პლატფორმას, ამის ნაცვლად კი პლატფორმის ხელმძღვანელი აღმოჩნდა ბატონი გია შარვაშიძე, რომელიც, როგორც ცნობილი გახდა, შესაძლოა ჩაერთოს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორობისთვის ბრძოლაში. ვფიქრობთ, საზოგადოებისთვის ნათელია, რომ ამ პლატფორმის მიზანი არის არა განათლების რეფორმაზე მუშაობა, არამედ ბატონი გიასთვის ლეგიტიმაციის მინიჭება".
სტუდენტების განცხადებით, მათ სამინისტროს ულტიმატუმის საფუძველზე დატოვეს სამუშაო ჯგუფი:
"აუცილებლად უნდა დავთანხმებოდით სტუდენტური თვითმმართველობისთვის ექსკლუზიური უფლებების შენარჩუნებას, ბუნებრივია, ჩვენ ჩვენი თავი ვერ დავინახეთ ამ სამუშაო ჯგუფში, რის შემდეგაც შეხვედრა დატოვა აუდიტორია 115-ის ყველა წარმომადგენელმა".
სტუდენტები ეხმაურებიან მინისტრის კომენტარს აუდიტორია 115-ის შესაძლო პოლიტიკურ აპელირებაზე:
"ბატონი მინისტრი უღირსი მეთოდებით ცდილობს სტუდენტური მოძრაობის მარგინალიზებას. საბედნიეროდ, ბატონო მინისტრო, ჩვენ საზოგადოების დიდი ნაწილი გვიცნობს. მაშინ როდესაც თქვენ ტრენინგებს კითხულობდით კერძო ბანკებში, ჩვენ ვიბრძოდით უკეთესი უმაღლესი განათლებისთვის, ვიბრძოდით სამართლიანი სოციალური გარემოსთვის, 2012 წელს ვიბრძოდით ადამიანების წამების წინააღმდეგ და ა.შ. შესაბამისად, უნაყოფოა თქვენი მცდელობა, რომ მოახდინოთ ჩვენი მარგინალიზება".
განცხადების ბოლოს, აუდიტორია 115-ის წევრები მინისტრს მიმართავენ რომ მომავალში ისინი მასთან თანამშრომლობას აღარ აპირებენ:
"რაც შეეხება თქვენი ინტერვიუს ბოლო ნაწილს, სადაც ამბობთ, რომ ისევ მზად ხართ თანამშრომლობისთვის, როგორც არაერთხელ თავად აღგინიშნავთ, თქვენ ვერაფერს ვერ წყვეტთ, შესაბამისად, ჩვენ არ ვაპირებთ იმ ადამიანთან ურთიერთობას, რომელსაც არ შეუძლია პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღება".
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები