TDI: მიხეილ სააკაშვილის ბოლოდროინდელი როტორიკა მიზანმიმართულ ქსენოფობიას შეიცავს
ფოტო: Reuters
ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტის (TDI) თქმით, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერის, მიხეილ სააკაშვილის ბოლოდროინდელი განცხადებები მიზანმიმართულ ქსენოფობიას შეიცავს. ორგანიზაციას მიაჩნია, რომ ყოფილი პრეზიდენტის განცხადებების აღვივებს საქართველოში სხვადასხვა მიზნით ჩამოსული ადამინების წინააღმდეგ შეუწყნარებლობას.
TDI განმარტებით, სააკაშვილის განცხადებები შეიცავს დაუზუსტებელ ინფორმაციას და ახდენს კონკრეტული ქვეყნების წარმომადგენლებისა და ეკონომიკური შესაძლებლობების მქონე ადამიანების სტიგმატიზებას.
ინსტიტუტი თავის მაგალითად მოჰყავს სააკაშვილის ერთ-ერთი განცხადებაში, რომელშიც ის ამბობს, რომ საქართველოში დროებითი ბინადრობის მქონე პირებს "ქართველების სამუშაო ადგილები მიაქვთ":
"2016 წელს 9 700 მშენებლობის ნებართვა და შესაბამისად, ბინადრობის დროებითი ნებართვაა გაცემული. აქედან 20% დასაქმდა დაბალი კვალიფიკაციის სამშენებლო სამუშაოებზე, 20% ავტოტრანსპორტის შემკეთებლად და მექანიკოსად, 11% მმართველ დირექტორებად და მთავარ აღმასრულებელ თანამდებობებზე, 7% - მძღოლებად", — ამბობდა სააკაშვილი.
ორგანიზაციის განცხადებაში ვკითხულობთ, რომ მიხეილ სააკაშვილის განცხადებაში არსებული სტატისტიკური მაჩვენებლები შინაარსობრივად განსხვავდება ერთმანეთისგან, მასში სელექციურად არის შერჩეული მონაცემები და მცდარია:
"საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, მშენებლობის ნებართვა არ არის დროებითი ბინადრობის ნებართვის მიღების სამართლებრივი საფუძველი. შესაძლოა, სამშენებლო საქმიანობა მოიცავდეს საინვესტიციო ბინადრობის მიღების კომპონენტსაც, თუმცა საინვესტიციო ბინადრობის ნებართვისთვის საჭიროა კანონმდებლობით დადგენილი 300 ათასლარიანი ინვესტიციის შესახებ აუდიტორული დასკვნა. ამასთანავე, საინვესტიციო ბინადრობის ნებართვა ეკუთვნის მუდმივი ბინადრობის ტიპების კატეგორიას და არა დროებითს".
როგორც TDI განმარტავს, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, 2016 წელს, დროებითი ბინადრობის ნებართვა გაიცა სულ 15 510 განმცხადებელზე. მათ შორის, წარმოშობით ირანის ისლამური რესპუბლიკიდან არის 1 584, ხოლო წარმოშობით თურქეთის რესპუბლიკიდან 2 230 დროებითი ბინადრობის ნებართვის მიმღები.
ინსტიტუტი განმარტავს მესამე პრეზიდენტის კიდევ ერთ განცხადებას: "მარგველაშვილმა მე ჩამომართვა მოქალაქეობა. სამაგიეროდ, 5 000 ირანელისთვის მიუნიჭებია".
IDFI-ის მიერ მომზადებული სტატისტიკური ანალიზის თანახმად, 2005-2013 წლებში მოქალაქეობა მიენიჭა ირანის 425 მოქალაქეს, ხოლო, 2014-2017 წლებში საგამონაკლისო წესით მოქალაქეობის მინიჭების შესახებ დადებითი რეკომენდაცია გაიცა ირანის 228 მოქალაქეზე, რაც ამ წლებში მოქალაქეობის მიმღებთა მთლიანი რაოდენობის მხოლოდ 1 %-ს შეადგენს.
TDI მიიჩნევს, რომ მსგავსი განცხადებების გაკეთება საგანგაშოა ბოლო წლების განმავლობაში სხვადასხვა რადიკალური, ფაშისტური და რასისტული ჯგუფის გამრავლებისა და არატოლერანტული განწყობების გაძლიერების ფონზე.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები