წყლის ხარისხი გამოწვევაა — ევროპის ფონდმა სურსათის უვნებლობის სახელმწიფო რეგულირება შეაფასა
ფოტო: ევროპის ფონდი
ევროპის ფონდმა საზოგადოებას სურსათის უვნებლობის სახელმწიფო რეგულირების შეფასება წარუდგინა. ანგარიშში შეფასებულია სანიტარული და ფიტოსანიტარული სფეროს რეგულირების მიზნით, ხელისუფლების მიერ 2017 წელს გაწეული საქმიანობა. ასევე გამოკვლეულია ასოცირების შეთანხმებით აღებული ვალდებულებების შესრულების ხარისხი.
ანგარიშის ავტორთა თქმით, არსებობს რამდენიმე სფერო, რომლებზეც მეტი ყურადღების გამახვილებაა საჭირო, მათ შორის:
- სურსათის უვნებლობის რეგულირებისათვის საჭირო ნორმატიული აქტების დიდი ნაწილი მტკიცდება ისე, რომ არც საჯარო და არც კერძო სექტორზე მათი სავარაუდო ფინანსური ზეგავლენა არ არის დათვლილი;
- ნორმატიული აქტების ძალაში შესასვლელად დაწესებულია გრძელვადიანი გარდამავალი პერიოდები;
- საკანონმდებლო დაახლოების პროცესი არასაკმარისად გამჭვირვალე და თანამონაწილეობითია;
- სახელმწიფო კონტროლის შედეგების სრული გამჭვირვალობა ხშირად ფერხდება;
- მცენარეული პროდუქტის მიკვლევადობა პრაქტიკულად არ არსებობს;
- სასმელი წყლის ნიმუშებში აღმოჩენილი შეუსაბამობის ზღვარი მაღალია;
კვლევის შედეგებმა ასევე აჩვენა, რომ სურსათის ბიზნესოპერატორებს ძირითადად აქვთ პოზიტიური დამოკიდებულება სურსათის უვნებლობის სისტემის მიმართ.
ამავე კვლევაში ნათქვამია, რომ ჯერ კიდევ არის მნიშვნელოვანი გამოწვევები ცხოველის დაკვლის პროცესთან დაკავშირებით, განსაკუთრებით გახშირდა, საქონლის ხორცის გაყიდვების პრაქტიკა, ფორმა 2-ის (რომელიც აჩვენებს ხორცის პროდუქტის წარმომავლობას, სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ კონტროლირებადი ობიექტიდან) გარეშე. აგრეთვე, არსებობს მაღალი რისკები, გადამამუშავებელი ქარხნების მიერ დაწუნებული რძის, არარეგისტრირებული სურსათის ბიზნესს ოპერატორებზე მიყიდვის პრაქტიკასთან დაკავშირებით, ყოველგვარი ხარისხის ან უვნებლობის კონტროლის გარეშე.
კვლევის მიხედვით, 2017 წელს, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ აიღო, სასმელი წყლის 548 ნიმუში. შეუსაბამობა აღმოჩნდა 42,3%-ში, რაც მხოლოდ ოდნავ უკეთესია, ვიდრე 2016 წლის 47%-იანი შეუსაბამისობა.
"ისევე როგორც 2016 წელს, უარყოფითი შედეგების 90% გამოწვეულია, მიკრობიოლოგიური დაბინძურებით, დიდი ქალაქების ფარგლებს გარეთ, რაც გვიჩვენებს, რომ სოფლად წყალმომარაგება კვლავ სავალალო მდგომარეობაშია და ადგილი არ აქვს მნიშვნელოვან გაუმჯობესებას 2016 წელთან შედარებით", - ვკითხულობთ კვლევაში.
ევროპის ფონდის პრეზიდენტი, ქეთევან ვაშაკიძე ამბობს, რომ სურსათის უვნებლობის სისტემის შესაქმნელად წლების წინ დაწყებული ადვოკატირების შედეგად მნიშვნელოვანი პროგრესი მიღწეულია, თუმცა კვლავ რჩება პრობლემები, რის გამოც პროცესზე დაკვირვება გრძელდება.
"მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება წყლის ხარისხი, სურსათის უვნებლობის სისტემაში კოორდინაციისა და კომუნიკაციის გაუმჯობესება, საზოგადოების ინფორმირებულობა და სისტემის გამჭვირვალობა,“- განაცხადა ევროპის ფონდის პრეზიდენტმა, ქეთევან ვაშაკიძემ.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები