პეტრე ცაავა

17 Sep. 2018, 18:51

გვესმის შეფასება, რომ განგრენა ყოფილა თურმე აფხაზეთი და ცხინვალში არსებული პრობლემა. ეს არის ბოროტება, ეს არის სიძულვილი და მტრობა ჩვენი სახელმწიფოებრიობისა.

მე მინდა გითხრათ, რომ აფხაზეთი, ცხინვალის რეგიონი, ტაო-კლარჯეთი, ჰერეთი და სხვა კიდე ღვთით კურთხეული ქართული მიწები არის მხოლოდ ღია ჭრილობა, მოუშუშებელი ჭრილობა ქართველი ერისათვის, რომელიც აუცილებლად გამოჯანმრთელდება და განგრენა ქართველი ერისათვის არის ე.წ მეხუთე კოლონის არსებობა საქართველოში. განგრენა არის ანტისახელმწიფოებრივი, ანტიეროვნული შეგნება და აზროვნება საქართველოში....

ქართველ ერს არასოდეს დაპყრობითი ომი არ უწარმოებია, ყველა ბრძოლა ეს იყო დიდი წარმატება, დიდგორი-ბასიანი და სხვა, თუ მარცხი, ყოველთვის, ყველა ომი იყო საქართველოს ტერიტორიაზე. საქართველოს ტერიტორიის გარეთ არასოდეს ყოფილა არცერთი ომი.

შესაბამისად, ძალიან დიდი ბოროტებაა იმის თქმა, რომ საქართველოს ტერიტორიაზე საქართველომ დაიწყო ომი. რა თქმა უნდა, ეს არის ან უმეცრება, საქართველოს ეკლესიისა და ისტორიისა, ან არის ეს შეგნებული ბოროტება. 

მე მიმაჩნია და ვფიქრობ და მინდა ვირწმუნო, რომ როგორც თვით საფრანგეთში კრემლის მიერ მხარდაჭერილ საპრეზიდენტო ქალბატონს, ქალს არ დაუჭირა ფრანგმა ხალხმა მხარი და უთხრა მას უარი. ასევე ქართველი ერიც იტყვის უარს საქართველოს წინააღმდეგ ჩაფიქრებულ ბოროტებაზე.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
  2. მამუკა მდინარაძემ თანამდებობა დატოვა და პოლიტიკიდან მიდის
  3. ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
  4. მამუკა მდინარაძე: წერილი ღარიბაშვილისთვის კი არა, არავისთვის გამიგზავნია
  5. ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

არასქროლო — ახალი სერიალი ჩემი ცოლის დაქალების შემქმნელებისგან

თუ 15-სეზონიანი სერიალების 40-წუთიან სერიებს ტელეფონში სქროლვის გარეშე თქვენც ვეღარ უყურებთ, თქვენთვის კარგი ამბავი და…