მსახიობები რომლებმაც დროს გაუძლეს
ყოველწლიურად, სხვადასხვა გამოცემები ატარებენ გამოკითხვას თემაზე, თუ ვინ არის იმ წლის ან იმ დეკადის ყველაზე ლამაზი ქალი ან მამაკაცი მსახიობი.
ერთადერთი ქალი, რომელმაც ეს ტიტული ყველაზე მეტჯერ მოიპოვა ჯულია რობერტსია, თუმცა ის არც პირველი და არც უკანასკნელია, რომელსაც დროსთან ერთად სახეზე ახალ-ახალი ნაოჭი გაუჩნდა და ბევრის აზრით საკუთარ მომხიბვლელობა დაკარგა.
თუმცა, არის თუ არა რეალურად ეს ასე? არის თუ არა საჭირო, რომ მსახიობებმა საკუთარი ნიჭი, შესაძლებლობები და შარმი ბოტოქსით გადაჭიმული სახით ან სხვა ქირურგიული ჩარევებით შეინარჩუნონ?
წარმოგიდგენთ ათ ცნობილ, წარმატებულ და ნიჭიერ მსახიობს, რომლებსაც დროსთან ერთად ნაოჭიც გაუჩნდათ სახეზე და დიდი ალბათობით წნევაც აწუხებთ, მაგრამ მათ მოახერხეს და ასაკი საკუთარ პრივილეგიად აქციეს.
დაიანა რიგი
78 წლის ბრიტანელი მსახიობი მაყურებელმა სამეფო კარის თამაშებიდან ოლეინა ტირელის პერსონაჟის წყალობით გაიცნო. ერთ-ერთ სერიაში ის, თავის შვილიშვილს, მარჯერი ტირელს ეუბნება - “ბებო, ერთ დროს მეც შენსავით ლამაზი ვიყავი”. არ მოუტყუებია, დაიანა ახალგაზრდობაში ერთ-ერთ ყველაზე სექსუალურ და ლამაზ მსახიობად ითვლებოდა.
ჯეინ ფონდა
78 წლის ამერიკელი კინოვარსკვლავი, რომელმაც თავის დროზე ორი ოსკარი წაიღო სახლში, დღესაც ერთ-ერთ ყველაზე აქტიურ და მოთხოვნად მსახიობად ითვლება. შეიძლება იმაზე უფრო მოთხოვნადადაც კი ვიდრე წლების წინ იყო. ჯეინი მონაწილეობას იღებს ძალიან სახალისო სერიალში გრეისი და ფრენკი, მომავალ წელს კი მისი და რობერტ რედფორდის მონაწილეობით ახალ ფილმსაც ვნახავთ.
ჰელენ მირენი
71 წლის ბრიტანელი მსახიობი ჰელენ მირენი, დღესაც ახერხებს საკუთარი ნიჭით მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში მცხოვრები ადამიანების გაოცებას. მას დიდი ტალანტის გარდა ორი ძალიან საინტერესო ღირსებაც აქვს, არც წლების წინ და არც ახლა, არ ეთაკილება საკუთარი მკერდით მაყურებლის გრძნობებზე თამაში. როგორც ამბობენ, ის ახალგაზრდობაში პორნო ფილმებშიც აქტიურად იღებდა მონაწილეობას.
მერილ სტრიპი
67 წლის მერილ სტრიპი. რა უნდა დავამატო მეტი ამ სახელსა და გვარს?! როგორც ხშირად ამბობენ მისი ნიჭის დასამტკიცებლად, ის ერთადერთი მსახიობია, რომელსაც შეუძლია ბეტმენის როლიც კი იდეალურად შეასრულოს.
სოფია ლორენი
81 წლის სოფია ლორენს თბილისში ვიზიტის დროს შევხვდი და ისევ ისეთი შარმიანია, როგორიც შავ-თეთრი ფილმებიდან გვახსოვს, ლამაზი მკერდს და მაცდურ მზერას ნაოჭები კი შეეპარათ, მაგრამ იტალიური კინოს უკანასკნელი ცოცხალი ლეგენდა მაინც კარგ ფორმაშია, ერთადერთი რაც მის ასაკზე მიგვანიშნებს სიარულია, მხოლოდ ამ დროს ხვდები რომ დივა ის აღარ არის რაც იყო.
სიუზან სარანდონი
70 წლის ამერიკელი მსახიობი, უდაოდ ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი და საინტერესო ტიპაჟია კინოს ისტორიაში. მისთვის არც ნაოჭებს და არც ასაკს ხელი არ შეუშლია იმაში, რომ ახალგაზრდა შეყვარებული გაეჩინა და ისევ ისეთი აქტიური კარიერა ჰქონოდა, როგორც მაშინ, როდესაც მისი ახალი ბოიფრენდის ასაკში იყო.
გოლდი ჰოუნი
70 წლის გოლდი ჰოუნზე, სამწუხაროდ, ვერ ვიტყვით, რომ ისევ აქტიურია საკუთარ კარიერაში, თუმცა მან ახალი ასპარეზი იპოვა და თითქმის ყველა სოციალური ქსელი, დაწყებული ფეისბუქით და დამთავრებული სნაფჩათით ათიანზე აქვს ათვისებული. თუმცა, როგორც თავად ამბობს, ახლა ისეთ ასაკშია, მეორე წრეზე უნდა წავიდეს. სწორედ ამიტომ დათანხმდა შეთავაზებას ფილმებზეც და სერიალზეც.
მეგი სმიტი
ბრიტანელების საყვარელი ქალბატონი 81 წლის მეგი სმიტი ყველა დროის ერთ-ერთ უდიდეს მსახიობად ითვლება, მართალია ახალგაზრდებმა მის შესახებ ძირითადად ჰარი პოტერშიშექმნილი მინერვა მაკგონაგლის პერსონაჟით შეიტყვეს, მაგრამ ამას ვინ ჩივის?! სხვა თუ არაფერი, მხოლოდ ამის გამო მაინც იმსახურებს უკვდავყოფას ჩვენს გულსა და გონებაში. Piertotum Locomotor.
ჯუდი დენჩი
ბრიტანელების კიდევ ერთ სიამაყეს, ჯუდი დენჩს, დეკემბერში 82 წელი შეუსრულდება და მიუხედავად იმისა, რომ მისი კარიერა უკვე 60 წელს ითვლის, ის დღემდე ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი მსახიობია კინოსამყაროში.
ჯული ენდრიუსი
ენდრიუსმა 1 ოქტომბერს იზეიმა 81 წლის იუბილე. მსახიობი რომელმაც მაყურებელს თავი უამრავი საინტერესო როლით დაამახსოვრა, განსაკუთრებით კი მერი პოპინსითა და მუსიკის ჰანგებში განსახიერებული როლებით, თანამედროვე მაყურებლისთვის ჯენოვიას დედოფალ კლარის რენალდისთან ასოცირდება. მსახიობი ბოლო 6 წელია უარს ამბობს ფილმებში თამაშზე, თუმცა როგორც ცნობილია 2017-ში მისი მონაწილეობით სერიალი გამოვა.
ასაკი გვემატება, მასთან ერთად ბევრი პრობლემა ჩნდება, როგორც ცხოვრებაში, ისე ჩვენს გარეგნობაში, მაგრამ გახსოვდეთ, რომ მარტო არ ხართ ბევრი მსახიობი, მაგალითად ისეთები, როგორებიც არიან - ჯულიანა მური, ქეით ბლანშეტი, ქეით უინსლეტი, ჯულია რობერტსი და მრავალი სხვა, საერთოდ უარს ამბობენ ისეთი ოპერაციების გაკეთებაზე, რაც მათი დაბერების პროცესს დროებით შეაჩერებს. მიზეზად კი, გარდა იმისა, რომ საკუთარ პროფესიას ასახელებენ, მოჰყავთ ისიც, რომ მათი ნაოჭები მათი განვლილი ცხოვრებისა და ისტორიის ნაწილია. ასე რომ, შეიძლება მთლად ვარსკვლავური ცხოვრება ვერ გვაქვს, მაგრამ იმით შეგვიძლია დავიმშვიდოთ თავი რომ ჩვენს ნაოჭებში მათზე არანაკლებ საინტერესო ისტორიებია დაშიფრული.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი











კომენტარები