გადაიღებენ თუ არა "სექსი დიდ ქალაქში 3"-ს?
ქალბატონებო და ბატონებო, მოემზადეთ, როგორც ამბობენ სულ მალე მაყურებელი სერიალ სექსი დიდ ქალაქშის მესამე კინოვერსიას იხილავს.
გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან დღემდე მოყოლებული, მსოფლიოს მოდის კანონმდებელი ოთხი ყველასთვის ნაცნობი და საყვარელი პერსონაჟი ჰყავდა - ქერი, შარლოტა, მირანდა და სამანტა, HBO-ს საკულტო სერიალის სექსი დიდი ქალაქში გმირები.
სერიალი ეკრანზე 1998 წელს გამოვიდა და მაშინვე იქცა ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ სერიალად ამერიკის შეერთებულ შტატებში. მისი პერსონაჟები ამერიკის საყვარელ გმირებად დაასახელეს, ხოლო შოუს, რომელმაც ტაბუ მრავალ თემას ახადა, რევოლუციული და პროვოკაციული უწოდეს. სერიალი ოთხი სრულიად განსხვავებული დაქალის ცხოვრებას გვიყვება, რომლებიც ნიუ-იორკში ცხოვრობენ. სამი მათგანი 30 წელსაა გადაცილებული, ერთი კი - 40-ს. სარა ჯესიკა პარკერმა, კრისტენ დევისმა, სინტია ნიქსონმა და კიმ კეტრელმა ქალის ოთხი უნივერსალური ტიპი მოირგეს: ბოჰემური ჟურნალისტი ქერი, რომანტიკული და ტრადიციების მოყვარული შარლოტა, საქმიანი მირანდა და სექსუალური სამანტა.
სერიალის ბოლო სერია ეთერში 2004 წლის 22 თებერვალს გავიდა. ოთხი წლის შემდეგ კი მაყურებელს ნიუ-იორკული ოთხეული კვლავ დაუბრუნდა, ამჯერად კინოეკრანებზე. ფილმი გამოსვლის დღიდან გაქირავების ლიდერი გახდა და 400 მილიონ დოლარზე მეტი მოაგროვა.
სექსი დიდ ქალაქში 2 კი, რომელიც 2010 წელს ჩაეშვა კინოგაქირავებაში, კრიტიკის ქარ-ცეცხლში გაატარეს. მაგალითად თაიმსის კრიტიკოსი წერდა: "ეს არ არის სექსი დიდ ქალაქში, ეს არის მენოპაუზა უდაბნოში და ოთხი დიდებული პერსონაჟის გაცდენა".
The Mirror-ის ჟურნალისტმა სერიალის მოყვარულებს იმისკენაც კი მოუწოდა, რომ არ წასულიყვნენ ფილმის სანახავად, რადგან მიაჩნდა, რომ ეს იგივეა, ორსაათ-ნახევრის განმავლობაში უყურო საყვარელი მეგობრის სასტიკ მკვლელობას.
სექსი დიდ ქალაქში
ფილმის მეორე ნაწილის გამოსვლის დღიდან მიდის საუბარი იმაზე, რომ შესაძლოა ნიუ-ორკული ოთხეულის კიდევ ერთი ისტორია იხილოს მაყურებელმა, თუმცა ხან სარა ჯესიკა პარკერი იყო უარზე, ხანაც სამანტას როლის შემსრულებელი კიმ კეტრელი.
რამდენიმე დღის წინ კი ჯონ კორბეტმა, რომელიც სერიალში ეიდენ შოს როლს ასრულებს HuffPost Live-ს ეთერში თქვა, რომ შესაძლებელია სულ მალე ეკრანებზე სექსი დიდ ქალაქში 3 გამოვიდეს.
“გოგონები დღესაც არაჩვეულებრივ ფორმაში არიან, მგონია და აუცილებელიც არის, რომ ისინი კიდევ ერთხელ გაერთიანდნენ, რადგან ისტორია ჯერ არ დასრულებულა”, თქვა პირდაპირ ეთერში კორბეტმა.
ასე, რომ თუ მთავარი როლის შემსრულებელი ქალბატონები ვა-ბანკზე წავლენ, შესაძლებელია სერიალად, შემდეგ კი ფილმად ქცეული წიგნის კიდევ ერთი ეკრანიზაცია ვიხილოთ ისტორიაზე სადაც ქერი, სამანტა, მირანდა და შარლოტა კიდევ ერთხელ დაგვარწმუნებენ, რომ არაფერია იმაზე კარგი, ვიდრე მეგობრობა, სიყვარული და სექსი დიდ ქალაქში.
სექსი დიდ ქალაქში
ფილმის გადაღების შესახებ ოფიციალური განცხადებები არ გაკეთებულა და არც სხვა ცნობები მოიპოვება.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი

კომენტარები