22 სექტემბერს თბილისში მარკეტების სერია "თბილისური ბაზარი" იწყება
ფოტო: Tbilisi Street Market
ზაფხულის დღეები მიიწურა, თუმცა ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ღია ცისქვეშ ღონისძიებებს უნდა დავემშვიდობოთ. წინ კიდევ გველის თბილი უქმეები, რომელთა გამოყენებაც სასიამოვნო და სასარგებლო საქმიანობისთვის შეიძლება.
თუ 22-23 სექტემბერს რუსთაველის გამზირზე, საქართველოს ეროვნული მუზეუმის მოპირდაპირე მხარეს მოხვდებით, სხვადასხვა ტიპის ქართული პროდუქტებით სავსე დახლებს აღმოაჩენთ: ადგილობრივი წარმოების საჭმელი, სასმელი, ტანსაცმელი, აქსესუარები, დეკორი, სათამაშოები - ყველაფერი, რის საპოვნელადაც ათობით Facebook გვერდი უნდა ჩამოგევლოთ, ხელშესახები გახდება და ერთ სივრცეში გაერთიანდება.
ეს თბილისური ბაზარია – Tbilisi Street Market, რომელიც დეკემბრამდე ყოველ მზიან შაბათ-კვირას ჩატარდება და საშუალებას მოგცემთ, საქართველოში შექმნილი პროდუქტები პირდაპირ მეწარმეებისგან შეიძინოთ. მარკეტების სერია თბილისის ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის მხარდაჭერით ხორციელდება და მასში უკვე 50 მეწარმეა ჩართული.
თბილისური ბაზარი მიზნად ისახავს, სოციალიზაციისა და ვაჭრობისათვის ახალი ადგილები შექმნას, სადაც მეგობრებთან ან ოჯახთან ერთად მიხვალ, გაერთობი და დაისვენებ. ინიციატივა საინტერესოა ტურიზმის კუთხითაც. ღია სავაჭრო სივრცეების ეტაპობრივი განვითარება თბილისს უფრო მიმზიდველ ქალაქად აქცევს. მოგზაურები ხომ ეგზოტიკისა და საკვების გარდა, შეგრძნებებსაც ეძებენ: ნივთებს, რომელთაც იყიდიან, ადამიანებს, რომლებსაც გაიცნობენ და შთაბეჭდილებას, რომელიც მოგზაურობის დასრულების შემდეგ თან გაჰყვებათ.
ფოტო: Stall
ასეთი მარკეტები, რომლებიც სოციალიზაციის ელემენტებს კომერციასთან აერთიანებენ, ევროპისა და აშშ-ს მრავალი ქალაქისთვის უკვე ტრადიციაა. ქართული მარკეტის კონცეფცია სწორედ არსებული ფორმატებიდან გარკვეული მახასიათებლების ამოკრეფითა და ქართული ელემენტების დამატებით შეიქმნა.
ფორმატზე რომ ბევრია ნაფიქრი, იქიდანაც ჩანს, რომ ტექნიკურ თუ ლოჯისტიკურ გამოწვევებთან გამკლავება მეწარმეს დამოუკიდებლად არ უწევს.
დამწყებ მეწარმეს შეუძლია კოლექტივ STALL-ს მიმართოს (თბილისური ბაზრის მონაწილეების დიდი ნაწილი სწორედ ამ გაერთიანების წევრია). STALL ცდილობს, ერთმანეთისგან განსხვავებული სპეციფიკის მწარმოებლები აირჩიოს და მათ პროდუქციის მომხმარებლებამდე მიტანაში დაეხმაროს.
"გარდა იმისა, რომ არჩეულ კანდიდატებს გამოვუყოფთ დახლს, რაც სავაჭრო და საპოპულარიზაციო სივრცეს ნიშნავს, ვაძლევთ მარკეტზე ბრენდის წარმოსაჩენად რჩევებს (პროდუქციის განთავსება, განათება, დახლის დეკორაცი და ა.შ.) სხვადასხვა წარმატებული მეწარმეების მაგალითზე მსოფლიოს მასშტაბით", - ასეთია STALL-ის ხედვა.
ქართველი მეწარმეების თქმით, პერმანენტული სავაჭრო სივრცის არსებობა დამწყები და მცირე ბიზნესებისთვის მთავარი საჭიროებაა. მეწარმისთვის ეს არის პროდუქტის რეალიზაციის საუკეთესო ადგილი, რადგან თვითონ ეკონტაქტება ხალხს, უყვება თავის პროდუქტზე, ხედავს სხვების რეაქციას და ხვდება თავის დადებით და უარყოფით მხარეებს, რასაც შემდგომ პროდუქტის დასახვეწად იყენებს.
სთოლის, როგორც კოლექტივის განვითარებაზე ყველა მონაწილე თავისებურად ზრუნავს. ზოგი - მუსიკას უზრუნველყოფს, ზოგიც - ვიზუალზე მუშაობს. მარკეტების დიზაინიც სწორედ ამ კომუნის წევრებს ეკუთვნით. პირველი მარკეტის პოსტერი დიზაინერმა თინა ჩერტოვამ შექმნა, რომელიც სტუმრებს დახლთანაც დახვდება საკუთარი რბილი სათამაშოებით.
ასე რომ, თუ უქმე დღეები წლის ბოლომდე არ გაქვთ გაწერილი, ნამდვილად ღირს თბილისურ ბაზარში გარევა - ერთი მხრივ, ადგილობრივი წარმოების მხარდასაჭერად, მეორე მხრივ კი - დროის საინტერესოდ გასატარებლად. ვინ იცის, იქნებ თბილისური ბაზარი ახალ ტრადიციადაც იქცეს, რომლის ნაწილიც თავისუფლად შეგიძლიათ ახლავე გახდეთ.
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
კომენტარები