გამოფენა "გაცოცხლებული დრო" წინანდალში გაიხსნა
20 სექტემბერს წინანდლის ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმმა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივმა წარმოადგინეს გამოფენა გაცოცხლებული დრო.
გამოიფინა დიდი ალექსანდრეს შვილთაშვილის, ალექსანდრე ზაქარიას ძე ჭავჭავაძის (1870-1930), კუთვნილი ჯიბის საათი და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივში შემონახული მასალები, რომელიც გასაბჭოებულ საქართველოში ალექსანდრე ჭავჭავაძის, მისი ოჯახის და თანამოაზრეების ტრაგიკულ ბედს ასახავს.
ალექსანდრე 1930 წლის სექტემბერში დახვრიტეს საქართველოში საბჭოთა რეჟიმის გადატრიალებისა და ქვეყანაში მონარქიის აღდგენის მცდელობის ბრალდებით. ალექსანდრემ ჯიბის საათი პეტერბურგში, საიმპერატორო მესაათისგან, პაველ ბურესგან, სავარაუდოდ, 1893 წელს შეიძინა. საათი სახელობითია და მის სარქველზე ქართული მონოგრამა "ა ჭ" და ჭავჭავაძეების საგვარეულო გვირგვინია დატანილი. პაველ ბურეს საათები დღეს მსოფლიოს წამყვან მუზეუმებშია გამოფენილი. მათ რიცხვს უკვე წინანდლის ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმიც შეუერთდა.
სილქნეტის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, გიორგი რამიშვილი:
"მოხარულები ვართ, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივთან ერთად მოვაწყეთ ეს გამოფენა, რომელიც ჭავჭავაძეების შთამომავლების, ერთი კონკრეტული ადამიანის და საქართველოს ისტორიის ერთ-ერთი მონაკვეთის ერთგვარი მატიანეა. დიდი მადლობა შინაგან საქმეთა სამინისტროს და პირადად მინისტრს, რომ შემოგვიერთდა ამ პროექტში. ჩვენ 10 წლის განმავლობაში 500-ზე მეტი ექსპონატი შევმატეთ მუზეუმის ექსპოზიციას. ალექსანდრე ჭავჭავაძე უმცროსის ოჯახური რელიქვია, ეს ჯიბის საათი, რომელიც ნიუ იორკის აუქციონზე შევიძინეთ, ამიერიდან მუზეუმის საკუთრება გახდა. დარწმუნებული ვარ, რომ ამგვარი გამოფენები ჭავჭავაძეების ოჯახის ისტორიას აცოცხლებს და საინტერესოა დამთვალიერებლისთვის".
აღნიშნული ჯიბის საათი 2018 წლის იანვარში ნიუ იორკის ერთ-ერთ აუქციონზე წინანდლის მუზეუმმა სილქ როუდ ჯგუფის დახმარებით შეიძინა. საათის ყოფილი მფლობელი ჭავჭაძეების გვარის შთამომავალი, ამერიკის მოქალაქე, დავით ჭავჭავაძე იყო. დავითმა ის მემკვიდრეობით მიიღო მამისგან, პავლე ჭავჭავაძისგან, რომელსაც ის, თავის მხრივ, მამამ, ალექსანდრე უმცროსმა, გადასცა 1918 წელს ემიგრაციაში წასვლისას. 100 წლის შემდეგ საათი ისევ საქართველოში დაბრუნდა, რათა დამთვალიერებლისთვის ალექსანდრე უმცროსის ცხოვრების შესახებ მოეთხრო.
"ამ გამოფენამ შესაძლებლობა მოგვცა უამრავი საინტერესო ფაქტი გაგვეცნო საზოგადოებისთვის. აქამდე უცნობ, საარქივო მასალაში ძალიან მნიშვნელოვანი ისტორია ინახება საქართველოს 20-30-იანი წლების შესახებ. სასიხარულოა, რომ მას დამთვალიერებელი სწორედ ჭავჭავაძეების საგვარეულო ნივთებთან ერთად გაეცნობა" - ომარ თუშურაშვილი, შსს-ს არქივის დირექტორი.
ეს ექსპოზიცია პირველია წინანდლის მუზეუმში სამომავლოდ დაგეგმილ გამოფენათა ციკლში. მომდევნო წლების მანძილზე მუზეუმი კვლავაც წარადგენს სხვადასხვა არქივსა თუ პირად მემუარებში შემონახულ მასალებს, რომელიც წითელი ტერორის დროს რეპრესირებული ალექსანდრე ჭავჭავაძის შთამომავლების შესახებ მოუთხრობს დამთვალიერებელს.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
კომენტარები