ნაზი ჯანეზაშვილი გიორგი მიქაუტაძეს გავლენებისა და სტატუსის გამოყენებაში ადანაშაულებს
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი, ნაზი ჯანეზაშვილი საბჭოს მდივანსა და მოსამართლეს, გიორგი მიქაუტაძეს გავლენების გამოყენებაში ადანაშაულებს.
ჯანეზაშვილის თქმით, გიორგი მიქაუტაძეს მოსამართლეობის ათწლიანი ვადა 2022 წელს ეწურება და მოსამართლედ უვადოდ გამწესებისთვის თავისი გავლენებისა და სტატუსის გამოყენებას ცდილობს, რის გამოც მოსამართლეთა მიმდინარე კონკურსში იღებს მონაწილეობას.
"აქედან გამომდინარე, ცხადი არის, რომ ის არ ელოდება აღნიშნული ვადის ამოწურვას, ცდილობს, რომ გამოიყენოს მისი ესოდენ გავლენიანი სტატუსი და მდგომარეობა", — განაცხადა ჯანეზაშვილმა.
არამოსამართლე წევრი, ასევე, კახაბერ ხაჩიძისა და თამარ ხაჭაპურიძის საქმეს შეეხო, სადაც გიორგი მიქაუტაძე დაზარალებულის სტატუსით ფიგურირებდა. საქმე ეხება 2016 წელს გონიოს პლაჟზე მომხდარ ინციდენტს.
თამარ ხაჭაპურიძისა და კახაბერ ხაჩიძის თქმით, გიორგი მიქაუტაძემ მათი არასრულწლოვანი შვილი სცემა და გამოძიება ცემის ბრალდებით 26 აგვისტოს დაიწყო. იმავე დღეს საქმეს კვალიფიკაცია შეეცვალა და მოსამართლის მიმართ სოცოცხლის მოსპობისა და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარის მუხლით გაგრძელდა, ბავშვის მშობლები კი იმავე დღეს დააპატიმრეს. გიორგი მიქაუტაძის თქმით, მას სიცოცხლის მოსპობის მუქარით ორგანიზებულად დაემუქრნენ.
2018 წლის ივლისში ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ, ხვიჩა კიკილაშვილმა მშობლების მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა და ოთხი ათასი ლარით დააჯარიმა.
როგორც ჯანეზაშვილი ამბობს, ამ საქმის მოსამართლე 2018 წლის თებერვალში უვადო მოსამართლედ გამწესდა და ხვიჩა კიკილიშვილის გასაუბრებებს ესწრებოდა გიორგი მიქაუტაძე. მან, ასევე, დაამატა, რომ გამამტყუნებელი განაჩენის შემდეგ თამარ ხაჭაპურიძემ და კახაბერ ხაჩიძემ აგვისტოში დიდ ბრიტანეთში ლტოლვილის სტატუსი მიიღეს.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის ბრალდებებს უარყოფს და ცილისმწამებლურს უწოდებს გიორგი მიქაუტაძე. მისი თქმით, ხვიჩა კიკილაშვილის საქმეზე ის აცილებული იყო და უვადოდ გამწესებაში მონაწილეობა არ მიუღია. მიქაუტაძე, ასევე, უარყოფს რაიმე კავშირს ლტოლვილის სტატუსის მიღებასა და გამამტყუნებელ განაჩენს შორის.
რაც შეეხება მის უვადო მოსამართლედ დანიშვნას, მიქაუტაძე განმარტავს, რომ საკუთარ კარიერაზე წინასწარ ზრუნავს.
"ეს ვადა ნელ-ნელა იწურება. მაქვს სურვილი, რომ გავაგრძელო ჩემი კარიერა სასამართლო სისტემაში. მაქვს იმის პრეტენზია, რომ ვიყო უვადოდ გამწესებული", — განაცხადა მიქაუტაძემ.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები