NCDC: საქართველოში ბავშვების სისხლში ტყვიის შემცველობის მაჩვენებლები მარტში გამოქვეყნდება
ფოტო: ეკუნა ჯანიაშვილი / On.ge
დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა და ჯანდაცვის სამინისტრომ გაეროს ბავშვთა ფონდს დახმარებით დაიწყეს კვლევა, რომლის ფარგლებშიც ისინი ორიდან შვიდ წლამდე ბავშვების სისხლში ტყვიის შემადგენლობას გაზომავენ. ამის შესახებ NCDC-ის არაგადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსმა, ლელა სტურუამ დღეს, 24 სექტემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
კვლევის პროცესი
კვლევა თბილისში 22 სექტემბერს, ხოლო მთელი საქართველოს მასშტაბით 23 სექტემბერს დაიწყო და სამი თვის განმავლობაში, დეკემბრის ბოლომდე გაგრძელდება. შედეგები ცნობილი გაზაფხულზე, დაახლოებით მარტის თვეში იქნება. ბავშვების სისხლში ტყვიის შემცველობის ანალიზი UNICEF-ის მრავალინდიკატორული კვლევის ფარგლებში ტარდება, რომელიც 14 ათასზე მეტ შინამეურნეობას მოიცავს. პროცესში ჩასართავად ბავშვების არჩევა შემთხვევითი შერჩევის პრინციპით ხდება და, სავარაუდოდ, 1,5 ათას ბავშვზე მეტი იქნება გამოკვლეული.
"ორიდან შვიდ წლამდე ასაკის ბავშვებში, რომლებიც დაგვთანხმდებიან, მოხდება ვენური სისხლის აღება, მათი ტრანსპორტირება დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეგიონულ წარმომადგენლობებში და ბოლოს ის თავს ჩვენს ცენტრალურ ოფისში მოიყრის. მას შემდეგ იტალიაში გავგზავნით, სადაც კვლევას უსასყიდლოდ ჩაგვიტარებენ", — განაცხადა სტურუამ დღეს, 24 სექტემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე.
ნაბიჯები კვლევის დასრულების შემდეგ
NCDC-ის წარმომადგენლის თქმით, მცირე მასშტაბის კვლევები მათ რეალურ სურათზე მსჯელობის საშუალებას არ აძლევს. კვლევის დასრულების შემდეგ შესაბამისი ექსპერტები ბავშვებს რეკომენდაციებს მისცემენ, თუ რა უნდა მოიმოქმედონ სისხლში ტყვიის შემცველობის აღმოჩენის შემთხვევაში.
"თუ ტყვია მხოლოდ თბილისში მცხოვრები ბავშვების სისხლშია, მაშინ სხვა ტიპის მიდგომებია საჭირო", — აცხადებს სტურუა.
არაგადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსის თქმით, ბავშვი საუკეთესო ინდიკატორია იმ შემთხვევაში, თუ რაიმე პრობლების გამოკვლევაა საჭირო. ტყვიის სხეულში მოხვედრას ბავშების სიმაღლეც განაპირობებს, ამასთან, მათ მიერ ჰიგიენური ნორმების დაუცველობა.
ტყვიის სხეულში მოხვედრის გზები
სტურუას განცხადებით, მსოფლიოში ტყვიას მსოფლიოში ყველაზე ხშირად საწვავი და საღებავი შეიცავს. ამასთან, მისი თქმით, ტყვიას შეიძლება შეიცავდეს ყველაფერი, რასაც საღებავი აქვს — კოსმეტიკური საშალებები, სათამაშოები, ნებისმიერი შეღებილი ზედაპირი.
"უნდა გაძლიერდეს რეგულაციები, რომ არც საწვავი და საღებავი არ უნდა შემოდიოდეს ტყვიის შემცველი", — განაცხადა სტურუამ.
კვლევები გარემოსა და სისხლში ტყვიის შემცველობის შესახებ
ბოლო წლებში გარემოში ტყვიის შემცველობის საკითხი აქტიურად განიხილება. NCDC-ის წარმომადგენლის თქმით, 2015 წელს იაშვილის კლინიკაში შესული ორიდან ხუთ წლამდე ასაკის ბავშვების 30%-ს სისხლში 5 მიკროგრამი/დეცილიტრი ტყვია აღმოაჩნდა. მისივე განცხადებით, აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრების რეკომენდაციის მიხედვით, ნორმად 5 მიკროგრამი/დეცილიტრი და მის ქვემოთ არსებული მაჩვენებელი ითვლება, 5-ის შემდეგ კი ჭარბ რაოდენობად ითვლება. 2017 წლის მონაცემებით კი აღნიშნული ბავშების უმეტესობაში ტყვიის შემცველობა დაქვეითებული იყო, თუმცა ზოგიერთ მათგანში მაჩვენებელმა აიწია.
"ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციით, სისხლში ტყვია საერთოდ არ უნდა იყოს ან უნდა იყოს ნული, მაგრამ ფაქტობრივად არ არსებობს ქვეყანა, სადაც ტყვიის შემცველობა ნული იქნებოდა", — განაცხადა სტურუამ.
გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადებით, მონიტორინგის შედეგების თანახმად, ტყვიის შემცველობა ატმოსფერულ ჰაერში დასაშვებ ნორმაზე მნიშვნელოვნად მცირეა.
"2016 წლიდან ქვეყანაში მოქმედებს საწვავის ხარისხის სახელმწიფო კონტროლის სისტემა, რომლის ფარგლებში ჩატარებული ყველა შემოწმების შედეგი ადასტურებს, რომ ქვეყანაში ტყვიაშემცველი ბენზინი არ გამოიყენება. ამავეს ადასტურებს არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ჟურნალისტური გამოძიების ფარგლებში ჩატარებული ბენზინის ხარისხის ლაბორატორიული კვლევები. რაც მთავარია, იმას რომ ქვეყანაში ტყვიაშემცველი ბენზინი არ გამოიყენება, დასტურდება ატმოსფერულ ჰაერში ტყვიის შემცველობის რეგულარული მონიტორინგის შედეგებით... იგივე დადასტურდა არასამთავრობო ორგანიზაცია ეკოხედვის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგებით", — წერია განცხადებაში.
არასამთავრობო ორგანიზაცია ეკოხედვის კვლევის მიხედვით, თბილისში მტვრის შემადგენლობაში ტყვიის გარკვეული შემცველობები აღმოცნდა, რაც ჰაერში მტვრის არსებობის საშიშროების ხარისხს ზრდის.
რის შემდეგ დაიწყეს მსჯელობა გარემოში ტყვიის შემცველობაზე
დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში On.ge-ს განუცხადეს, რომ ტყვიის შემცველობის კვლევის წინაპირობა ის იყო, რომ აღნიშნული პრობლემა საზოგადოებრივი ჯანმრთელობისთვის საზიანოა. ამის მიუხედავად, ტყვიის შემცველობის თემატიკის განხილვა საქართველოში აქტიურად გასულ წელს დაიწყო.
2017 წლის ივნისში ნიუ-იორკის ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტმა მოქალაქეები ქართული წარმოების ზოგ სანელებელში ტყვიის მაღალ შემცველობასთან დაკავშირებით გააფრთხილა. გაფრთხილება განსაკუთრებით ორსულებსა და ქალებს ეხებოდათ.
მოგვიანებით, იმავე წლის 7 ივლისს, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც სხვადასხვა სახეობის სანელებლების სინჯების შემოწმების შედეგად, ოთხ ეგზემპლარში ტყვიის მაღალი შემცველობა დაფიქსირდა. ამასთან, ნიუ-იორკში ქართველ ბავშვებს სისხლში ტყვიის შემცველობა უპოვეს.
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები