ინსტაგრამის თანადამფუძნებლებმა ფეისბუქი დატოვეს
ფოტო: Koichi Imai
ინსტაგრამის თანადამფუძნებლებმა, კევინ სისტრომმა და მაიკ კრიგერმა თანამდებობა დატოვეს. სისტრომმა, რომელიც ინსტაგრამის მთავარი აღმასრულებელი დირექტორის პოზიციას იკავებდა, განაცხადა, რომ ის და კრიგერი ცნობისმოყვარეობისა და კრეატიული იდეების სხვა სფეროში მონისჯვას აპირებენ.
2012 წელს, ფეისბუქმა ინსტაგრამი 1 მილიარდ დოლარად შეიძინა. ფოტოების გასაზიარებელ მობილურ აპლიკაციას, ამ დროისთვის, მილიარდზე მეტი მომხმარებელი ჰყავს. თავად კრიგერმა და სისტრომმა, ინსტაგრამი 2010 წელს დააფუძნეს.
უცხოურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, კრიგერსა და სისტრომს ფეისბუქთან ურთიერთობა დაეძაბა, თუმცა, როგორც ცნობილია, ფეისბუქის ხელმძღვანელობისთვის მათი გადაწყვეტილება მოულოდნელი იყო.
"მზად ვართ, ახალ საფეხურზე გადავიდეთ. სიახლეების შესაქმნელად აუცილებელია უკან დაიხიო, ჩაუღრმავდე შენს ინტერესებს და შემდეგ ეს მსოფლიო მოთხოვნებს შეუსაბამო. სწორედ ამის გაკეთებას ვაპირებთ ჩვენ", - დაწერა სისტრომმა ინსტაგრამის ბლოგზე და დასძინა, რომ ფეისბუქისა და ინსტაგრამის მომავალი მათთვის კვლავ მნიშვნელოვანია. წყვილმა განცხადება ტვიტერზეც გაავრცელა.
ფეისბუქის აღმასრულებელმა დირექტორმა მარკ ცუკერბერგმა სისტრომსა და კრიგერს ნიჭიერი ადამიანები უწოდა:
"ბოლო 6 წლის განმავლობაში, მათთან ერთად მუშაობამ ბევრი რამ მასწავლა და ეს სასიამოვნო გამოცდილება იყო. ინტერესით დავაკვირდები, რას შექმნიან მომავალში".
რა შეიძლება იდგეს კრიგერისა და სისტრომის გადაწყვეტილების უკან?
უცხოური მედია ბოლო პერიოდში წერდა უთანხმოებაზე, რომელიც ფეისბუქის ხელმძღვანელობასა და ინსტაგრამის დამფუძნებლებს შორის არსებობდა. ინსტაგრამი უფრო და უფრო პოპულარული ხდებოდა, მაშინ, როცა ფეისბუქის მოხმარება ისეთივე წარმატებით აღარ იზრდებოდა.
აქედან გამომდინარე, ფეისბუქი ცდილობდა მომხმარებლებისგან მეტი ფულის მოზიდვასა და ახალი ფუნქციების დამატებას, რაც ინსტაგრამის სიმარტივის იდეას ეწინააღმდეგებოდა.
ინსტაგრამის უახლესი პროდუქტი IGTV, რომელიც მომხმარებლებს გრძელი ვიდეოების ატვირთვის საშუალებას აძლევს და იუთუბს კონკურენციას უწესებს, სექტემბერში მკაცრად გააკრიტიკეს, რადგან ის მომხმარებლებს ბავშვების მონაწილეობით სექსუალური შინაარსის ვიდეოებს ურჩევდა.
2018 წლის დასაწყისში, ფეისბუქი სკანდალში მისი მომხმრებლების ინფორმაციის გაჟონვის გამო გაეხვა. 2014 წელს ფეისბუქზე გამოჩნდა ქვიზი, სახელად this is your digital life, რომელიც ადამიანებს სთავაზობდა მათი პერსონალური ტიპის დადგენას. აპლიკაცია კემბრიჯის უნივერსიტეტის აკადემიკოსის, ალექსანდრ კოგანის მიერ იყო შექმნილი (უნივერსიტეტს კემბრიჯ ანალიტიკასთან არაფერი აკავშირებს). აპლიკაცია მონაცემებს არა მხოლოდ ქვიზში მონაწილე ადამიანების, არამედ მათი მეგობრების შესახებაც აგროვებდა. ამ გზით, კომპანიამ 50 მილიონზე მეტი მომხმარებლის ინფორმაციის მოპოვება შეძლო.
გაიგეთ მეტი:
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები