ღარიბაშვილი, უსუფაშვილი, ბაქრაძე — კიდევ ვის აღარ მოემსახურება სახელმწიფო დაცვა
ფოტო: Diony Security
სიცოცხლის ბოლომდე პრეზიდენტის პერსონალური დაცვით უზრუნველყოფა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ვალდებულება აღარ იქნება. შესაბამისი კანონპროექტი საქართველოს პარლამენტში, საპროცედურო საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განიხილეს. ამავე პროექტით, პერსონალური სახელმწიფო დაცვით სარგებლობის უფლება ყოფილ პარლამენტის თავმჯდომარეებსაც შეეზღუდება.
სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ კანონპროექტის მომხსენებლები სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი, ანზორ ჩუბინიძე და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის იურისტი, ზაურ შავდათუაშვილი იყვნენ.
კანონპროექტის მიხედვით, უქმდება სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ კანონში არსებული ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც, საქართველოს პრეზიდენტს თანამდებობაზე არჩევის დღიდან სიცოცხლის ბოლომდე ენიშნება პერსონალური დაცვა სამუშაო ადგილას, მუდმივ და დროებით ადგილსამყოფელში.
ცვლილებების მიხედვით, პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრსა და პარლამენტის თავმჯდომარეს პერსონალური დაცვა სავალდებულო წესით უფლებამოსილების ვადის გასვლის ან უფლებამოსილების შეწყვეტის შემდეგ, ერთი წლის ვადით შეუნარჩუნდებათ.
მოქმედ კანონში წერია, რომ პრეზიდენტის უფლებამოსილების პერიოდში მისი ოჯახის წევრებს ენიშნებათ პერსონალური დაცვა და იგი უნარჩუნდებათ პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადის გასვლის შემდეგაც, პრეზიდენტის სიცოცხლის ბოლომდე. მოქმედი რეგლამენტით, ყოფილი პარლამენტის თავმჯდომარე უზრუნველყოფილია სახელმწიფო დაცვით ახალი მოწვევის პარლამენტის უფლებამოსილების ამოქმედებამდე.
მთავრობა დამოუკიდებლად დაადგენს, რა შემთხვევაში შეიძლება გაუგრძელდეთ მათ პერსონალური დაცვა ერთი წლის გასვლის შემდეგ. პრემიერ-მინისტრს, პრეზიდენტსა და პარლამენტის თავმჯდომარეს თანამდებობრივი უფლებამოსილების ვადის გასვლიდან ან უფლებამოსილების შეწყვეტიდან ერთი წლის გასვლის შემდეგ, ასევე მათივე ოჯახის წევრებს, სამსახურის სხვა დასაცავ პირებსა და მათი ოჯახის წევრებს დაცვა შეიძლება დაენიშნოთ თუკი მათ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრება.
მთავრობის მიერ დაცვის გაგრძელების გადაწყვეტილებას საკომიტეტო განხილვაზე ევროპული საქართველოს დეპუტატის, ხათუნა გოგორიშვილის კითხვა მოჰყვა. დეპუტატის აზრით, მთავრობამ შესაძლოა ეს უფლებამოსილება გამოიყენოს და კონკრეტული პირისთვის დაცვის შეწყვეტის გადაწყვეტილება პოლიტიკური და პერსონალური დამოკიდებულებით მიიღოს.
კანონპროექტის ავტორმა, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსმა, ანზორ ჩუბინიძემ განაცხადა, რომ მთავრობისთვის გადაწყვეტილების მიღება პრესტიჟის საკითხი იქნება.
"მთავრობა არ იქნება მომხრე სპეციალურად მოუხსნას დაცვა. შეურაცხყოფის საკითხია", - განმარტა ანზორ ჩუბინიძემ.
ასევე ხათუნა გოგორიშვილი დაინტერესდა კანონის ამოქმედების შემდეგ, ახალი რეგულაციები გავრცელდება თუ არა იმ პოლიტიკოსებზე, რომლებმაც უკვე დატოვეს თანამდებობები, მათ შორისაა ბიძინა ივანიშვილი და ირაკლი ღარიბაშვილი.
ანზრო ჩუბინიძის განცხადებით, ყველა პოლიტიკოსსა და მათ ოჯახის წევრებს, რომლებსაც უფლებამოსილების ვადა შეუწყდათ და სახელმწიფო დაცვა იცავს, ახალი ნორმის ამოქმედების შემდეგ დაცვის უფლება შეუწყდებათ. ამის შემდეგ, მთავრობა ინდივიდუალურად, ყველა პირზე მიიღებს გადაწყვეტილებას სახელმწიფო დაცვის გაგრძელების შესახებ.
"ბიძინა ივანიშვილი გადადგა თუ არა თავისი პოსტიდან, მაშინვე შეუწყდა დაცვა და ახლა დაქირავებული ყავს, არავითარ კავშირში არ არის სახელმწიფო დაცვასთან. ირაკლი ღარიბაშვილის შემთხვევაში, მას შეუწყდება სახელმწიფო დაცვა. ეს ეხება ყოფილ პრეზიდენტებსაც, მის ოჯახის წევრებსაც, თუ ამის საფუძველი მთავრობის სხდომის მიღებული გადაწყვეტილება გახდა. თუ არსებობს მუქარა, ეს საკითხი უნდა გახდეს განხილვის თემა და მთავრობამ შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღოს", - განმარტა ანზორ ჩუბინიძემ.
კანონპროექტის მიხედვით, უმაღლესი სახელმწიფო თანამდებობის პირებს სახელმწიფო დაცვა არ შეუნარჩუნდებათ, თუკი უფლებამოსილება კონსტიტუციის დარღვევის ან დანაშაულის ჩადენის გამო ჩამოართვეს. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მიერ მომზადებული კანონპროექტი პარლამენტს მთავრობამ წარუდგინა.
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები