გაძვირდება თუ არა მგზავრობა ტაქსების თეთრად გადაღებვის გამო — ტაქსის კომპანიების განმარტება
ფოტო: allwhitebackground
შესწორება: რეგულაციის ამოქმედების შესახებ თბილისის მერიის გადაწყვეტილება მოგვიანებით მერის მოადგილემ განმარტა. მისი თქმით, თუ კომპანიის ტაქსები მხოლოდ გამოძახების სერვისით მოემსახურებიან მგზავრებს, მაშინ მათზე თეთრად შეღებვის ვალდებულება არ გავრცელდება.
თბილისის მერიის ახალ რეგულაციას, რომლის მიხედვითაც ქალაქში მხოლოდ თეთრმა ტაქსებმა უნდა იმოძრაონ, ტაქსის კომპანიები არაერთგვაროვნად აფასებენ. მათი ერთი ნაწილისთვის ცვლილება უმნიშვნელოა, ნაწილი კი ფიქრობს, რომ ახალი ვალდებულებები ტარიფების ზრდას გამოიწვევს, რისთვისაც მოსახლეობა ჯერჯერობით მზად არ არის.
კომპანიები, რომლებსაც ტაქსები საკუთრებაში ჰყავთ On.ge-სთან საუბარში განმარტავენ, რომ მანქანების თეთრად შეღებვა დამატებით თანხებს მოითხოვს, რომელიც კომპანიამ უნდა გამოყოს. დახარჯული თანხის ამოღებას კი სამგზავრო ტარიფების ზრდის ხარჯზე აპირებენ.
ტაქსი მაქსიმი
ტაქსების კომპანია მაქსიმის განცხადებით, ახალი რეგულაციები არ მოუტანს სარგებელს არც მძღოლებს და არც მგზავრებს. ამავე განცხადებაში იმ პრობლემებზეცაა საუბარი, რაც ახალ რეგულაციებს ახლავს თან.
მაქსიმის პოზიციით, ერთიან ფერს არანაირი პრაქტიკული სარგებლობა არ მოაქვს. ის არ აგვარებს მგზავრების უსაფრთხოებისა და მომსახურების ხარისხის პრობლემას. მაგრამ ამის გამო მძღოლების უმრავლესობა დაკარგავს ტაქსის მეშვეობით შემოსავლის მიღების საშუალებას.
"სხვა ავტომობილის შეძენა ან შეღებვა/გადაკვრა ძვირი ჯდება. და ეს არ არის ყველასათვის ხელმისაწვდომი პროცედურა. გარდა ამისა, ავტომობილის სხვა ფერად შეღებვის შემდეგ მცირდება მისი გასაყიდი ღირებულება, ამიტომ მძღოლები იძულებული იქნებიან დააგროვონ ფული ახალი ავტომობილის შესაძენად. შეიძლება გაიზარდოს მგზავრობის ფასი", —ვკითხულობთ განცხადებაში.
კომპანიას მიაჩნია, რომ მგზავრები არ არიან მზად გადაიხადონ ზედმეტი ფერის გამო და მათთვის მანქანის ფერს მნიშვნელობა არ აქვს.
"უფრო მნიშვნელოვანია იმგზავრონ იაფად გამართული და მოწესრიგებული ავტომობილით. ჩვენ, როგორც კომპანია, მხარს ვუჭერთ მძღოლების ლიცენზირებას, ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ იმ პირებმა, რომლებიც სარგებლობენ ჩვენი სერვისით, იმუშაონ ლეგალურად და ამისათვის შემუშავებული გვაქვს მოტივაციისა და წახალისების სისტემა", — ნათქვამია მაქსიმის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ტაქსი 200 200
ტაქსი 200 200-ში კომპანია მაქსიმის აზრს იზიარებენ და ფიქრობენ, რომ აღნიშნულ რეგულაციაზე დახარჯული თანხა კომპანიამ აუცილებლად უნდა "ამოიღოს". როგორც კომპანიაში On.ge-ს განუცხადეს, მათ საკუთარი ავტომობილების 70%-ზე მეტის გადაღებვა მოუწევთ.
"ერთი მანქანის თეთრად შეღებვა 1 500 ლარი გვიჯდება", — განაცხადეს კომპანიაში.
რენოტაქსი
რენოტაქსის ინფორმაციით, მათ აღნიშნული რეგულაციები არ შეეხებათ, რადგან მათი ტაქსები ისედაც თეთრი ფერისაა. ამავე არგუმენტით რენოტაქსი მგზავრობის საფასურის გაზრდის საჭიროებასაც ვერ ხედავს.
Taxify
On.ge ესაუბრა იმ კომპანიებსაც, სადაც მძღოლები მგზავრებს საკუთარი ავტომობილებით ემსახურებიან. ერთ-ერთი ასეთი კომპანიის, Taxify-ის წარმომადგენლის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ავტომობილები მათ საკუთრებაში არ არის, რეგულაციების გამო მგზავრობა მაინც გაძვირდება.
რა ჯდება მანქანების თეთრად გადაღებვა
On.ge-მ როგორც მსხვილ კომპანიებთან, ასევე კერძო სახელოსნოების წარმომადგენლებთან გაარკვია, რომ მანქანის თეთრად გადაღებვის ფასი დამოკიდებულია მანქანაზე, მის ზომაზე, დაზიანებებსა და ბევრ სხვა ფაქტორზე. საბოლოოდ, გადაღებვის ფასი მინიმუმ 700 ლარიდან იწყება და 3 000 ლარამდე მერყეობს.
თბილისის მერის პასუხი ტაქსებს
თბილისის მერმა, კახა კალაძემ On.ge-თან ტაქსების გადაღებვის საკითხზე დამატებითი განმარტებები გააკეთა. მისი თქმით, პროცედურა დამატებითი ხარჯია, თუმცა ამის საპირწონედ მერია მათ ბევრ შეღავათებს სთავაზობს.
კალაძის განმარტებით, ლიცენზირებული ტაქსები ისარგებლებენ შემდეგი პრივილეგიებით:
- უფასო საპარკინგო ადგილი თბილისში;
- საშემოსავლოსგან გათავისუფლება;
- რეკლამიდან მიღებული თანხა;
- საჩუქრად ტაქსის მანათობელი.
თბილისის მერმა ასევე განაცხადა, რომ ტაქსების შეღებვასთან დაკავშირებით მერიას შემუშავებული აქვს გეგმა, რომელსაც საზოგადოებას მალე გააცნობს.
ახალი რეგულაციები
თბილისში 2019 წლის პირველი ოქტომბრიდან თეთრი ფერის ტაქსები იმოძრავებენ. ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის 26 სექტემბრის სხდომაზე განაცხადა.
პირველი ოქტომბრიდან ტაქსის სერვისის განხორციელებას ვერ შეძლებენ სამკარიანი და მარჯვენა საჭიანი ავტომობილები.
კახა კალაძის ინფორმაციით, მოცემულ ეტაპზე, ტაქსის სერვისის განხორციელებაზე 6 200-ზე მეტი ნებართვაა გაცემული. პირველი ოქტომბრიდან კი, ამ საქმიანობის შესაბამისი ლიცენზიის გარეშე განხორციელება 200 ლარით დაჯარიმდება.
კახა კალაძე ამბობს, რომ სატრანსპორტო პოლიტიკის მეორე ეტაპია ვიზუალური სტანდარტი, ყველა ტაქსი მომავალი წლის პირველი ოქტომბრიდან თბილისში თეთრი უნდა იყოს.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში

კომენტარები