5 შეკითხვა, რომელიც ჩემი ცოლის დაქალების ახალმა პრომომ გააჩინა
ფოტო: ჩემი ცოლის დაქალები
თუ ჯერ კიდევ არ იცით, გეტყვით, რომ ყველაზე პოპულარული ქართული სერიალი, ჩემი ცოლის დაქალები, მე-14 სეზონით 5 ოქტომბერს დაბრუნდება.
როგორც სერიალის პროდიუსერი, ირაკლი საღინაძე ამბობს, ახალი სეზონი, რომელიც 52 სერიისგან შედგება, ნაცნობ პერსონაჟებს განსხვავებული კუთხით დაგვანახებს.
განსხვავებული იქნება სერიალის სტილისტიკაც. ახალი სეზონი, წინასთან შედარებით, მეტად ორიენტირებული იქნება ადამიანურ ისტორიებზე.
რამდენიმე დღის ახალი სეზონის პირველი პრომო გავრცელდა:
როგორც ხედავთ, სულ რაღაც 1-წუთიან ტიზერში უამრავი თემაა ჩატეული.
წარმოგიდგენთ 5 შეკითხვას, რომელიც ჩემი ცოლის დაქალების ახალმა პრომომ გაგვიჩინა:
1. რა ხდება ნინას თავს?
თუ წინა სეზონი არც ისე კარგად გახსოვთ, გეტყვით, რომ ნინა და დათო კიდევ ერთი შვილის გაჩენაზე ფიქრობენ. ამის მიზეზი კი პრეზიდენტის ინიციატივაა, რომლის მიხედვითაც ისინი ყოველ მომდევნო შვილზე 100 ათას ლარს მიიღებენ. მიუხედავად მრავალი მცდელობისა, ნინა დაფეხმძიმებას ვერ ახერხებს და ამას მე-13 სეზონში რამდენჯერმე გაესვა ხაზი. ნინას წუხილი ამ თემასთან დაკავშირებით ისმის ახალ პრომოშიც, რომლის პირველი კადრიც სწორედ ნინათი იწყება, სადაც ის თეთრ ფონზე საკმაოდ შეწუხებული სახით ზის, ამას მოსდევს მისი და დათოს კადრიც. ჩვენი ვარაუდით, ნინას ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემა აქვს.
2. ჩიკა მოკვდა?
შეუძლებელია, ამ სერიალის მაყურებელს დავიწყებოდა, რომ ჩიკამ და მისმა დედამთილმა, რუსამ შავლეგიკოს დეპრესიიდან გამოსაყვანად გადაწყვიტეს მისი "გრძნობებით ეთამაშათ". მათი პროვოკაციული გეგმა კი ჩიკას დაჭრით დასრულდა. ახალ პრომოში შავლეგო ისევ ფსიქოლოგთან ზის და ამბობს - "ცაშიც ხო სულებია არა?!"
3. ვნახავთ თუ არა ლუნას ისტორიებს ციხეში თუ მალევე გამოვა?
როგორც წესი, პოლიტიკოსებს კარგად ეხერხებათ ტყუილების მოგონება და შემდეგ ამაზე მთელი ისტორიის აგება. წინა სეზონში პოლიტიკური თამაშების მსხვერპლი ლუნა მაზიაშვილი აღმოჩნდა, რომელმაც ფანოღის მომღერალი პრეზიდენტი ტყუილში გამოიჭირა, ამისთვის კი ციხე დაიმსახურა.
4. ვინ დაუტოვა ბავშვი ნუნუკას?
წინა სეზონში ნუნუკას დიდი გამოწვევები ხვდა წილად და თამამად შეიძლება ითქვას, რომ ყველა მათგანს იდეალურად გაართვა თავი. თუმცა წინ კიდევ ერთი გამოწვევა აქვს - კართან დატოვებული ბავშვი, რომელზე მზრუნველობაც მისთვის სავარაუდოდ სეზონის მთავარი გამოწვევა იქნება.
5. მართლა 23:00 საათზე დაიწყება?
ჰმ... ამის გარანტიას ვერავინ მოგვცემს, მაგრამ შეგვიძლია ზუსტად 23:00-ზე მივუსხდეთ ეკრანებს სასურველი ინტროს გაგონების მოლოდინში და თავად გადავამოწმოთ.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
კომენტარები