რა სჭირდებათ ხანდაზმულებს საქართველოში — ისტორიები კახეთიდან და სამეგრელოდან
პირველ ოქტომბერს მსოფლიოში ხანდაზმულთა საერთაშორისო დღე აღინიშნება. ამ დღესთან დაკავშირებით, გაეროს მოსახლეობის ფონდმა (UNFPA) საქართველოს ოფისი ინოვაციური პილოტური პროექტის პირველ ეტაპი შეაჯამა, რომელიც კახეთსა და სამეგრელოში აქტიური დაბერების ადვოკატირებას და ხანდაზმულთათვის მორგებული ფსიქოსოციალური და საგანმანათლებლო გარემოს შექმნას ისახავს მიზნად.
აქტიური დაბერების და ხანდაზმულთა რესოციალიზაციის ადვოკატირება გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის ერთ-ერთ ძირითად პრიორიტეტს წარმოადგენს. აქტიური დაბერების პოპულარიზაციის მიზნით, UNFPA-ს საქართველოს ოფისმა კახეთსა და სამეგრელოში ინოვაციური პილოტური პროექტის განხორციელება 2018 წელს დაიწყო.
ეს ინიციატივა ნაწილია იმ მასშტაბური სამუშაოსი, რომელსაც UNFPA ახორციელებს საქართველოში აქტიური დაბერების ხელშეწყობის მიზნით.
"აქტიური დაბერება ხანდაზმული ადამიანებისთვის ისეთი გარემოს შექმნას გულისხმობს, სადაც ისინი იქნებიან საზოგადოების სრულფასოვანი და ჯანმრთელი წევრები. ამისთვის საჭიროა ხანდაზმულთა ფინანსური უსაფრთხოების გაზრდა, საპენსიო სისტემის რეფორმა, ხანდაზმულებზე მორგებული ჯანდაცვის სისტემა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ასაკზე მორგებული ფიზიკური და ფსიქოსოციალური გარემოს ხელშეწყობა", - ამბობს UNFPA-ს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი, ლელა ბაქრაძე.
კახეთსა და სამეგრელოში ხანდაზმულთა რესოციალიზაციისა და აქტიური დაბერების ხელშემწყობი გარემო ახალგაზრდებმა უზრუნველყვეს. პროექტის მონაწილეებს ორივეგან ახალგაზრდების მიერ შექმნილი სოციალური კაფე - ცოდნის კაფე და მეგო-ბარი მასპინძლობს.
პროექტი, რომელიც ხანდაზმულთა უნარ-ჩვევების ამაღლებასა და მათ სოციალურ და კულტურულ აქტივობებში ჩართვას ემსახურება, თაობათა შორის დიალოგის, ცოდნისა და გამოცდილების გაზიარების პრინციპსა და ურთიერთპატივისცემაზეა დაფუძნებული. ხანდაზმულთათვის შეთავაზებული პროგრამა მოიცავს კომპიუტერის კურსებს, ფილმების ჩვენებას და დისკუსიებს, მუზეუმებში ვიზიტებს და სხვადასხვა კულტურულ და შემეცნებით აქტივობას.
ზიზო მათეშვილი, 88 წლის - წნორი, კახეთის რეგიონი
88 წლის ზიზო მათეშვილი ერთ-ერთი პირველია მათ შორის, ვინც წნორში, ცოდნის კაფეს ახალგაზრდა დამფუძნებლების მიერ ხანდაზმულთათვის ორგანიზებულ კომპიუტერის კურსებზე ჩაეწერა. ახალი ცოდნის შეძენა შვილიშვილებმა ურჩიეს. ზიზო მათეშვილი იმედოვნებს, რომ კომპიუტერული უნარ-ჩვევები მას სწორედ მოშორებით მცხოვრებ შვილიშვილებთან კომუნიკაციაში დაეხმარება.
2018 წლის ოქტომბრიდან, ზიზო მათეშვილთან ერთად, წნორში ამ კურსებს კიდევ შვიდი ხანდაზმული გაივლის. კომპიუტერული კურსები მხოლოდ ნაწილია იმ ინიციატივისა, რომელსაც საქართველოს ორ რეგიონში - კახეთსა და სამეგრელოში, ახალგაზრდა აქტივისტები აქტიური დაბერების მხარდასაჭერად გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის ხელშეწყობით ახორციელებენ. საპილოტე პროექტმა, რომელიც 2018 წლის ივნისში დაიწყო, 50-ზე მეტი ხანდაზმული გააერთიანა.
დინარა კაკაბაძე, 69 წლის, შვილიშვილთან ერთად - ზუგდიდი, სამეგრელო
ზუგდიდელი დინარა კაკაბაძე, მეგო-ბარს შვილიშვილთან ერთად სტუმრობს.
"ზუგდიდში არც კინოა, არც თეატრი. ამ პროექტმა სახლიდან გამომიყვანა. ერთი თაობის ადამიანებმა ერთმანეთი გავიცანით, ვიკრიბებით, ფილმებს ვუყურებთ. დღეს გაღიმებული სახეების დანახვა გაიშვიათდა, ჩვენ კი აქ ღიმილით გვეგებებიან", - ამბობს დინარა.
ნაზი სეფისკვერაძე, 66 წლის - წნორი
"ძალიან სასიამოვნო ატმოსფერო შეგვიქმნეს. აქ მოსვლა ჩემთვის დიდი სიხარულია. თანატოლები ვიკრიბებით და ერთმანეთს აზრს ვუზიარებთ, ჩვენი დარდისა და სიხარულის შესახებ ვყვებით, საშუალება გვაქვს, ახალი ინფორმაცია მივიღოთ და ცოდნა შვიძინოთ. ახალგაზრდა რომ ვიყავი და პენსიონერს ახსენებდნენ, მხოლოდ ღრმად მოხუცებულ ადამიანს წარმოვიდგენდი. ახლა უკვე ვიცი, რომ პენსიონერსაც სჭირდება სწავლა", - ამბობს 66 წლის ნაზი სეფისკვერაძე, რომელიც ცოდნის კაფეს მიერ ორგანიზებულ აქტივობებშია ჩართული.
ჯულიეტა ჩხეტიანი, 61 წლის - წნორი, კახეთი
პროექტის ფარგლებში შეძენილმა ცოდნამ და გამოცდილებამ, თანამოაზრეებისა და მხარდამჭერების აღმოჩენამ წნორელი ხანდაზმულები განსაკუთრებით წაახალისა. მათ პენსიონერთა ასოციაცია ჩამოაყალიბეს და პირველ ეტაპზე, სხვა, ნაკლებად აქტიური ხანდაზმულების საჭიროებების შესწავლასა და მათთვის დახმარების აღმოჩენას ისახავენ მიზნად. 61 წლის ჯულიეტა ჩხეტიანი ერთ-ერთია მათ შორის, ვინც ახლადშექმნილი ასოციაციის მუშაობას უწევს კოორდინაციას. ის დევნილია. 25 წლის წინ იძულებული გახდა, ომის გამო მშობლიური აფხაზეთი დაეტოვებინა და წნორში ახალი ცხოვრება დაეწყო. ჯულიეტა იხსენებს, როგორ ედგნენ მას გვერდით ახლობლებიც და სრულიად უცხო ადამიანებიც და თვლის, რომ დროა, თავად დაეხმაროს მათ, ვისაც ეს ძალიან სჭირდება.
"ყოველთვის მაწუხებდა იმაზე ფიქრი, რამდენი ხანდაზმული ვერ გამოდის გარეთ, რამდენს არა აქვს აქტიურად ცხოვრების შესაძლებლობა. ასოციაციის წევრებმა გადავწყვიტეთ, სახლებში ვიაროთ და მათთვის, ვისაც უჭირს, ვისაც ჯანმრთელობის პრობლემა აქვს, გავაკეთოთ ყველაფერი, რაც შეგვიძლია", - ამბობს ჯულიეტა.
თალიკო ჯანუაშვილი - კაკულია, 86 წლის - ზუგდიდი, სამეგრელო
ცოდნის კაფესა და მეგო-ბარში ხანდაზმულები არა მარტო სწავლობენ, არამედ ასწავლიან კიდეც. ისინი ახალგაზრდებს ადგილობრივი სამზარეულოსა და ხელსაქმის საიდუმლოს აზიარებენ. პროექტის სულისჩამდგმელ ახალგაზრდებსა და მონაწილე ხანდაზმულებს ბევრი ერთობლივი გეგმა აქვთ. ზუგდიდელი თალიკო ჯანუაშვილი-კაკულია, ამბობს, რომ სიამოვნებით მიიღებდა მონაწილეობას ცეკვის საღამოებში, თუკი ამის საშუალება მიეცემოდა, რაც შეეხება წნორელ პენსიონერთა ასოციაციის წევრებს, ისინი სულ მალე სპექტაკლზე დასასწრებად თბილისში ჩასვლას გეგმავენ.
ეს ყველაფერი კი მხოლოდ დასაწყისია.
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში





კომენტარები