7 ცნობილი მხატვარი, რომელსაც ხატვა არასდროს უსწავლია
ადამიანები უხსოვარი დროიდან ხატავდნენ ტექნიკისა და განათლების გარეშე, თუმცა სიტყვათშეთანხმება "თვითნასწავლი მხატვარი" შედარებით ახალია. იმისთვის, რომ ტრადიციული ხერხების ნაცვლად რაიმე ახალი შექმნა, საჭიროა, ჯერ ტრადიციული ხერხები არსებობდეს, რაშიც უპირველესად აკადემიები და სამხატვრო სკოლები იგულისხმება.
ამ დაწესებულებების ისტორია 1635 წელს საფრანგეთში იწყება. სწორედ ამ დროიდან გახდა მხატვრობა ინსტიტუციონალიზებული, თუმცა ყოველთვის არსებობდნენ მხატვრები, რომლებიც ფორმალური განათლების გარეშე ქმნიდნენ შედევრებს.
1. ანრი რუსო
ფოტო: Wikimedia Commons
ფოტო: Wikimedia Commons
ფრანგი მხატვარი ანრი რუსო, რომელიც საკუთარი შემოქმედების გამო ხშირად დაცინვის ობიექტიც გამხდარა, მოგვიანებით თვითნასწავლ გენიოსადაც კი აღიარეს. მიუხედავად იმისა, რომ რუსოს საფრანგეთი არასდროს დაუტოვებია, მისი ინსპირაციის მთავარი წყარო ჯუნგლები იყო. რუსოს ნახატებით განსაკუთრებულად პაბლო პიკასო იყო გატაცებული.
2. ვინსენტ ვან გოგი
ფოტო: National Gallery of Victoria
ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მხატვარი ვან გოგი თითქმის ბოლომდე თვითნასწავლი იყო. თავისებური ხასიათის გამო, მას კლასში ჯდომა არასდროს ხიბლავდა და განათლებასაც სახლში იღებდა. მან სულ რაღაც ორი წელი ისწავლა სკოლა-ინტერნატში და 16 წლის ასაკში მუშაობა დაიწყო.
1880 წელს ვან გოგი ცოტა ხნით სწავლობდა ბრიუსელის სამხატვრო აკადემიაში, სანამ ამასაც არ მიანება თავი.
ვან გოგი გატაცებით სწავლობდა იაპონურ ხელოვნებასა და მისივე თანამედროვე კოლეგების ნამუშევრებს, მაგრამ მისი ხელწერა სრულიად უნიკალურია.
3. ფრიდა კალო
ფოტო: Philadelphia Museum of Art
ფოტო: Charles A. Hartman Fine Art
ფრიდა კალოს ნიჭი თავდაპირველად მამამისმა შენიშნა და გადაწყვიტა, შვილისთვის ფოტოგრაფია ესწავლებინა. მანვე დაიქირავა საკუთარი მეგობარი, ილუსტრატორი, რომელიც გოგონას პირველი მხატვრული ნაბიჯების გადადგმაში უნდა დახმარებოდა. მოწაფეს ყველაფერი მოსალოდნელზე მარტივად გამოსდიოდა, თუმცა მხატვრობაზე მეტად, მედიცინა აინტერესებდა. ფრიდას ოცნებებზე უარის თქმა მოუწია, როცა 18 წლის ასაკში საშინელ ავარიაში მოყვა, რომელმაც მთელი მისი ცხოვრება შეცვალა.
ფრიდას სტილი მრავალი სხვადასხვა ელემენტის შერწყმითაა მიღებული (მექსიკური ნამუშევრები, კათოლიკური მხატვრობა, მოდა), თუმცა ანატომიით მისი გატაცება არსად გამქრალა და ეს ნახატებშიც კარგად ჩანს.
4. ბილ ტრეილორი
ფოტო: Horace Perry
ბილ ტრეილორის ნიჭი სამყარომ 1939 წელს აღმოაჩინა, როცა ის 85 წლის იყო და მხოლოდ 10 წელიღა ჰქონდა დარჩენილი. ის 1854 წელს მონობაში დაიბადა და ალაბამას ერთ-ერთ პლანტაციაში ცხოვრობდა.
მიუხედავად იმისა, რომ სამოქალაქო ომის შემდეგ ბილმა თავისუფლება მოიპოვა, ის წლების განმავლობაში აგრძელებდა ჩვეულ საქმიანობას და 1935 წელს სხვა ფერმაში მხოლოდ იმიტომ გადაინაცვლა, რომ მისი "თეთრი ნაცნობები" დაიხოცნენ, შვილები კი აქეთ-იქით დაიფანტნენ.
ტრეილორმა თავი ქუჩაში ამოყო და 1930-იან წლებში დამკრძალავი ბიუროს ტერიტორიაზე ეძინა. იმისთვის, რომ ცოტაოდენი ფული ეშოვა, მან იმ მასალებით დაიწყო ხატვა, რაზეც ხელი მიუწვდებოდა. 1938 წელს მის ნამუშევრებს ახალგაზრდა მხატვარი ჩარლზ შენონი წააწყდა. სწორედ მან უყიდა ბილს საღებავები და მოუწოდა, მეტი ეხატა. ამის შემდეგ კი ტრეილორი ნახატს ნახატზე ქმნიდა. ბილ ტრეილორი პირველი იყო, ვინც ხელოვნებაში აფროამერიკელი მხატვრებისთვის სივრცე გააჩინა და ამის გამო დღემდე არ კარგავს აქტუალურობას.
5. ბებია მოზესი
ანა მერი რობერტსონი, იგივე ბებია მოზესი 78 წლის იყო, როცა მისი ხელოვნების შესახებ ყველამ შეიტყო. ჩვეულებრივი დიასახლისი მთელი ცხოვრების განმავლობაში იყო გატაცებული ხელსაქმით, თუმცა ფუნჯებით ხატვაზე ართრიტის გამო გადაერთო.
1939 წელს ნაივურ სტილში შესრულებული ნამუშევრები "თანამედროვე უცნობი ამერიკელი მხატვრების" გამოფენაზე მოხვდა, ერთი წლის შემდეგ კი მას ინდივიდუალური გამოფენა მოუწყვეს.
ბებია მოზესმა 1500-ზე მეტი ნამუშევარი დაგვიტოვა და თითოეული მათგანი იდილიურ ცხოვრებას გადმოგვცემს.
6. ჰენრი დარჯერი
ჰენრი დარჯერიც ამერიკელი მხატვარია, რომელსაც ხატვა არასდროს უსწავლია, თუმცა ამას ხელი სულაც არ შეუშლია მისთვის, რომ საკუთარი წიგნებისათვის შთამბეჭდავი ილუსტრაციები შეექმნა. ის სიცოცხლის ბოლომდე ჩიკაგოს საავადმყოფოს დამლაგებელი იყო.
7. ტორნტონ დიალი
ტორნტონ დიალი 1928 წელს, მონობით გაღარიბებულ ოჯახში დაიბადა. მას 13 წლამდე სკოლაში არ უვლია და ძალიან რცხვენოდა, რომ მეორე კლასში დასვეს. დიალი ხშირად აცდენდა სკოლას, რომ ემუშავა და ზრდასრულ ასაკშიც გულმოდგინედ შრომობდა მანქანების მწარმოებელ ქარხანაში. 1981 წელს მან გადაწყვიტა, ჰობის სახით ეხატა ხოლმე.
დიალის ნახევრადაბსტრაქტული ნახატები სიღარიბეზე, რასიზმზე და სექსიზმზე მოგვითხრობს. ხატვა მისთვის საკუთარ თავში ძალის აღმოსაჩენ ინსტრუმენტად იქცა.
"ჩემი შემოქმედება არის მტკიცებულება იმისა, რომ მე თავისუფალი ვარ", - თქვა ამერიკელმა მხატვარმა ერთ-ერთ ინტერვიუში.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები