პრემიერი გაეროში სიტყვით გამოსვლაზე: მთელი მსოფლიოს გასაგონად აღვნიშნეთ ოკუპაციის გამოწვევები
ფოტო: გვანცა ნემსაძე / On.ge
პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დღეს, 3 ოქტომბრის მთავრობის სხდომაზე გაეროს გენერალური ასამბლეის 73-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლა შეაფასა და თქვა, რომ ეს იყო ძალიან კარგი შესაძლებლობა მთელი მსოფლიოს წინაშე კიდევ გამოეკვეთა ოკუპაციის გამოწვევები:
"კიდევ ერთხელ, მთელი მსოფლიოს გასაგონად აღვნიშნეთ ის ძალიან მძიმე მდგომარეობა, რომელიც გვაქვს ჩვენს ტერიტორიაზე, ის ჰუმანიტარული კატასტროფა, რასაც სამწუხაროდ ჩვენ ყველანი ვხედავთ. ვფიქრობ, რომ ამერიკულ შეერთებულ შტატებში ვიზიტი იყო ძალიან შედეგიანი. საქართველო-აშშ-ის ურთიერთობები კიდევ უფრო მტკიცეა და თვისობრივად სრულიად ახალ ეტაპზეა".
28 სექტემბერს გაეროს 73-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლის დროს, პრემიერმა ყურადღება გაამახვილა ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ქვეყნის სამშვიდობო პოლიტიკაზე, ახალ ინიციატივებზე, ქვეყნის საგარეო კურსსა და მოლოდინებზე. ბახტაძე, პირველი იყო, რომელმაც გაეროს ტრიბუნიდან ასამბლეის მონაწილეებს ქართულ ენაზე მიმართა.
მამუკა ბახტაძის გამოსვლა გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სრულად — მთავარი აქცენტები
პრემიერის გამოსვლა გაეროში სხვადასხვაგვარად შეაფასეს პოლიტიკურმა პარტიებმა. ქართულ ოცნებაში მიაჩნიათ, რომ პრემიერმა გამოსვლის დროს სწორი აქცენტები დასვა. თუმცა, მმართველი გუნდისგან განსხვავებულად ფიქრობენ საპარლამენტო ოპოზიციის დეპუტატები. ნაციონალურ მოძრაობის აზრით, მამუკა ბახტაძის გამოსვლა, უკრაინის პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს კრიტიკულმა სიტყვამ განაპირობა, ევროპული საქართველოს პოზიციით კი პრემიერი გამოსვლისთვის მოუმზადებელი იყო.
სწორი აქცენტები თუ მოუმზადებელი სიტყვა — დეპუტატები ბახტაძის გაეროში გამოსვლას აფასებენ
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები