ვიდეო, რომელშიც ქალი ფეხებგაშლილ კაცებს ქლორს ასხამს, კრემლის პროპაგანდაა
ახალგაზრდა ქალი მეტროს მატარებელში მჯდომ კაცებთან მიდის, რომლებიც გაშლილი ფეხებით სხედან და მათ პლასტმასის ბოთლიდან სითხეს ასხამს.
სცენა რამდენჯერმე მეორდება. კაცები ქალის ქცევაზე ჯერ იბნევიან და შემდეგ ბრაზით პასუხობენ. ტექსტის მიხედვით, კაცები მენსპრედინგისთვის "ისჯებიან", რაც ფეხებგაშლილი ჯდომას ნიშნავს.
ინგლისურენოვანი ვიდეო ორი კვირის წინ In The Now-ს ფეისბუქ გვერდზე გამოქვეყნდა — ეს პლატფორმა კრემლისთვის მომუშავე გამოცემას, RT-ს [Russia Today] ეკუთვნის. გვერდს მსოფლიო მასშტაბით უამრავი გამომწერი ჰყავს და ვიდეო მალე გავირუსდა. მისი ჰედლაინი "ვებრძოლოთ მენსპრედინგს... მათეთრებლით" იყო. ვიდეოს ამ დროისთვის 6,4 მილიონი ნახვა აქვს.
სცენა რუსეთში, სანქტ-პეტერბურგის მეტროშია გადაღებული. ვიდეოს გმირი რუსულ ენაზე მოლაპარაკე ქალი ანა დოვალიუკია, რომელიც თავს სოციალურ აქტივისტს უწოდებს.
"სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ვიდეოში დადგმულია რადიკალიზმი, რომელიც ფემინისტური აქტივიზმითაა შეფუთული და ანტი-ფემინისტურ დამოკიდებულებებს აღვივებს".
როგორც ჩანს, ბოთლში წყალში შერეული მათეთრებელია, რომელიც ლაქას ტოვებს. ზოგი ამბობს, რომ ვიდეოში ყველაფერი დადგმულია. მაგალითად, რუსული ჟურნალის Bumaga-ს სიტყვებით, ადგილზე მყოფმა ერთმა კაცმა თქვა, რომ "მსხვერპლის როლის" სათამაშოდ მას ფული გადაუხადეს.
ასე რომ, თუ ვიდეოში ნანახი სცენები დადგმულია და კრემლის მედიის მიერ მართული In The Now ამას ღიად აქვეყნებს, მაშინ რა დანიშნულება აქვს ინგლისურენოვან მკითხველებში ამ ვიდეოს გავრცელებას?
"რადიკალური ხედვების პროვოცირება", - წერს დეზინფორმაციასთან ბრძოლისთვის შექმნილი საიტი EUvsDisinfo.
და მართლაც, ვიდეოს მიზანი სწორედ ის კომენტარებია, რომლებიც მის ქვეშ ჩნდება. მომხმარებლები ე.წ. აქტივისტს აგრესიულ კომენტარებს უწერენ და მას ფემინიზმის სახედ აღიქვამენ.
"ეს პროტესტი კი არა, თავდასხმაა. იმედია, ვინმე მკერდზე მიასხამს ქლორს იმის გამო, რომ გამოწეული აქვს. ეს ზუსტად იგივეა", - არის ვიდეოს ტოპ-კომენტარი 15 ათასი მოწონებით.
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ვიდეოში დადგმულია რადიკალიზმი, რომელიც ფემინისტური აქტივიზმითაა შეფუთული და ანტი-ფემინისტურ დამოკიდებულებებს აღვივებს.
ტროლების ქარხნის ხელწერა
სანქტ-პეტერბურგში მდებარე ცნობილი ტროლების ქარხანა რადიკალური შეხედულებების სხვადასხვა გზებით გავრცელებას ისახავს მიზნად.
2016 წელს ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნების დროს დაწესებულების მიზანი თანამშრომლების მხრიდან ამერიკელ აქტივისტებად თავის წარმოჩენა იყო, რომლებიც ტრამპის მხარდამჭერ მესიჯებს გაავრცელებდნენ.
2017 წელს დამოუკიდებელმა რუსულმა გამოცემამ RBC გამოძიება ჩაატარა და დაადგინა, რომ "რუსი ტროლები, რომლებიც სოციალურ მედიაში ამერიკელებად აჩვენებდნენ თავს, რეალურ აქტივისტებს აფინანსებდნენ, რათა საკამათო თემებზე საპროტესტო მოძრაობა წამოეწყოთ".
რუსეთის სამთავრობო არხის მესიჯი
ვიდეო და მისი გამოხმაურება იმ ნეგატიური მესიჯების ექოა ფემინიზმზე, MeToo მოძრაობასა და დასავლურ პოლიტკორექტიულობაზე, რომელიც რუსულ სამთავრობო ტელევიზიაში გამუდმებით ისმის.
მაგალითად, 2017 წლის 5 ნოემბერს, რუსეთის სამთავრობო ტელევიზიის წამყვანმა დიმიტრი კისილევმა, MeToo მოძრაობაზე ისაუბრა და თქვა, რომ "ადამიანების ცხოვრებაში რომანტიკული თავგადასავლები აღარ იარსებებს, რადგან ყველაფერს არასწორად იგებენ და ბინძურ შევიწროებას არქმევენ". კისილევის წინააღმდეგ EU-ს პერსონალური სანქციები აქვს დაწესებული.
კისილევმა 1 კვირის წინ, პირველ ოქტომბერს სექსუალურ შევიწროების წინააღმდეგ არსებული მოძრაობა დაავადებას შეადარა და თქვა, რომ "ავთვისებიანი ფემინიზმი" ამერიკიდან ვრცელდება და ევროპასა და რუსეთშიც იკიდებს ფეხს.
Russia Today-ის ქოლგის ქვეშ არსებული In The Now სოციალური მედიის კამპანიაა, რომელიც ვირუსულ ვიდეოებს ავრცელებს. ზოგი მათგანი პოლიტიკურ მესიჯებს შეიცავს, ზოგი — არა. მისი მსგავსი პროექტია ICMY. ორივე პროექტი ღიად არ ადასტურებს RT-სთან ურთიერთობას და იმ ფაქტს, რომ კრემლის მფლობელობის ქვეშაა.
როგორც მენსპრედინგზე გადაღებული ვიდეოდან ვხედავთ, In The Now წარმატებულად ახერხებს რუსეთის დეზიფორმაციული კამპანიის უფრო ფართო, საერთაშორისო აუდიტორიისთვის მიწოდებას. ვიდეოს მაყურებელთა უმრავლესობა კი, ვერც აცნობიერებს, რომ კრემლის პროპაგანდისტულ გზავნილებს ავრცელებს.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში


კომენტარები