ფეისბუქი ჩვენს სახლებშიც შემოდის - დღეს კომპანიამ Portal წარადგინა
ფოტო: Portal
ფეისბუქმა ახალი მოწყობილობა Portal წარადგინა, რომელიც ეკრანის, კამერის, მიკროფონისა და სადგამისგან შედგება.
პორტალი თქვენს სახლში განთავსდება და ვიდეო და აუდიო ზარების განხორციელებაში დაგეხმარებათ. ვიდეო ზარის დროს პორტალი კამერას ავტომატურად გამოგაყოლებთ, ან საჭიროების შემთხვევაში კადრს მოაახლოვებს, რაც სმარტფონებსა და პლანშეტებთან შედარებით ვიდეო ზარების განხორციელებას ბევრად უფრო კომფორტულს ხდის.
როგორ მუშაობს პორტალი?
მოწყობილობა ფეისბუქის მესენჯერზე და ამაზონის პირად ასისტენტ Alexa-ზეა დაფუძნებული.
მოწყობილობებს 140-გრადუსიანი, 12 მეგაპიქსელის მქონე ფართო კუთხის კამერა გააჩნია, რომლის საშუალებითაც ის თქვენს მოძრაობას დააფიქსირებს.
მოწყობილობას რამდენიმე სხვადასხვა რეჟიმი აქვს. კამერა ოთახში სხვა ადამიანების შემოსვლასაც აღიქვამს და კადრს შესაბამისად ასწორებს. რამდენიმე ადამიანთან საუბრისას თქვენ შეძლებთ, რომ თქვენი ინტერესის ობიექტი მონიშნოთ, მაგალითად თქვენი შვილიშვილი და პორტალი კამერას მხოლოდ მას გააყოლებს.
ვირტუალური რეალობით კი შეძლებთ, რომ ვიდეოს სხვადასხვა სახალისო ეფექტები დაადოთ.
პორტალში Spotify და Pandora არის ჩაშენებული, რისი საშუალებითაც ვიდეო ზარისას ექოს ეფექტის გარეშე მუსიკის ჩართვასაც შეძლებთ.
ფეისბუქი პორტალის ორ მოდელს გამოუშვებს. Portal+-ს 15.6-ინჩიანი ეკრანი და სადგამი აქვს, მისი ფასი $349-დან იწყება.
უფრო ბიუჯეტურ მოდელს, Portal-ს, 10.1-ინჩიანი ეკრანი და ნაკლებად ძლიერი დინამიკები აქვს, მისი ფასი $199-ია.
უსაფრთხოება
მოწყობილობის თავზე თითის ორჯერ დაკაკუნებით მისი მიკროფონისა და კამერის გათიშვას შეძლებთ. გარდა ამისა, მოწყობილობას სპეციალური კამერის თავსახურიც მოჰყვება, რომლითაც სასურველ დროს კამერას ფიზიკურად დაფარავთ.
ფეისბუქი აცხადებს, რომ აღნიშნული ინფორმაცია დაშიფრულია და განხორციელებული ზარების კონტროლი არ ხდება. თუმცა კომპანია ინახავს ინფორმაციას თუ ვინ და როდის განახორციელა ზარი, ისევე როგორც მის ხანგრძლივობას. ზარის განხორციელების დროს ინფორმაცია ერთი მომხმარებლიდან მეორემდე დანაწევრებულად იგზავნება, რაც ამ ინფორმაციაზე არალეგალურ წვდომას ართულებს.
თუმცა ზარები სრულად დაშიფრული არ არის, რაც თეორიულად კომპანიას საშუალებას აძლევს, რომ საჭიროების შემთხვევაში განხორციელებულ ვიდეო და აუდიო ზარებზე წვდომა მოიპოვოს.
ფეისბუქის მიერ მსგავსი პროდუქტის შეთავაზებამ ხალხში შეშფოთება გამოიწვია.
"ფეისბუქმა ასეთი პროდუქტის წარსადგენად ყველაზე ცუდი დრო შეარჩია. პროდუქტის წარდგენამდე ერთი დღით ადრე ფეისბუქის 50 მილიონამდე მომხმარებელი ჰაკერული თავდასხმის მსხვერპლი გახდა. ახლა უკვე ხალხის გადასაწყვეტია, მათთვის ვიდეო ზარების კომფორტულად განხორციელება უფრო მნიშვნელოვანია, თუ პირადი ცხოვრების კონფიდენციალურობა," - აცხადებს Wired-ის ბრიტანული გამოცემის რედაქტორი ჯერემი უაითი.
ფეისბუქში აცხადებენ, რომ უსაფრთხოება მათთვის პირველი პრიორიტეტია.
"ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ სახლში მიკროფონისა და კამერის დაყენება ზოგ ადამიანს დისკომფორტს უქმნის, სწორედ ამის გამო ჩვენ აღნიშნული პროდუქტის უსაფრთხოებაზე ორი წელი ვმუშაობდით,"- აცხადებს ფეისბუქის წარმომადგენელი ენდრიუ ბოსვორთი.
ამ ეტაპზე პორტალს ვიდეო და აუდიო ზარების გარდა მხოლოდ რამდენიმე ფუნქცია ექნება, მაგალითად Food Network-იდან კულინარიული რეცეპტების ჩვენება.
პორტალიდან ფეისბუქზე ან ინსტრაგრამზე შესვლას ჯერ-ჯერობით ვერ შეძლებთ. მოწყობილობაზე კომპანია არც რეკლამების ჩვენებას გეგმავს.
პორტალი ამერიკის შეერთებულ შტატებში ნოემბრიდან გაიყიდება.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა



კომენტარები