მერაბ მეტრეველი: იმედია კობიაშვილის გასამარჯვებლად მის კონკურენტებს არ დაიჭერენ
ფოტო: თამარა ღამბაშიძე / On.ge
პარტია საქართველო ხალხისათვის ერთ-ერთი ლიდერი მერაბ მეტრეველი ქართული ოცნების მიერ დასახელებულ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს კრიტიკულად აფასებს და აცხადებს, რომ პარტიას "სერიოზული საკადრო კრიზისი" აქვს:
"ქართული ოცნება ამ დანაკლისის შევსებას ე.წ. ცნობადი სახეებით ცდილობს, მაგრამ ამ სიაში ფეხბურთელები რა პრინციპით მოხვდნენ ვერ გეტყვით".
მეტრეველი ინტერპრესნიუსთან საუბარში ოცნების ამ გადაწყვეტილებასაც აკრიტიკებს:
"მორაგბეები კიდევ გასაგებია, ისინი ხალხს უყვარს მაინც. ფეხბურთელებს კი ქართველი ხალხისთვის იმედგაცრუების მეტი არაფერი მოუტანიათ".
მეტრეველმა გაიხსენა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის არჩევნები, რომელზეც ლევან კობიაშვილმა გაიმარჯვა:
"არ უნდა დაგვავიწყდეს, რა პირობებში გახდა ლევან კობიაშვილი ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი. ეს იყო ქართული ოცნების მმართველობის დროს ჩატარებული ერთ-ერთი ყველაზე სამარცხვინო არჩევნები, სადაც თავის კანდიდატს ქართულმა ოცნებამ შსს-ს დახმარებით გაამარჯვებინა. გახსოვთ ერთი დელეგატი, რომელიც მის კონკურენტს აძლევდა ხმას დაიჭირეს და მანამ არ გამოუშვეს, ვიდრე გარანტიები არ მიიღეს. ეს ყველაფერი დაახლოებით ისეთივე სამარცხვინო იყო, როგორც ნაციონალური მოძრაობის დროს არჩეულ კანდიდატს გიორგი ნემსაძეს ერთ საათში რომ აიძულეს გადადგომა".
მერაბ მეტრეველმა აღნიშნა, რომ ქართული ოცნება ნაციონალური მოძრაობის მსგავსად, გასამარჯვებლად ძალოვან სტრუქტურებს იყენებს:
"ეს უკვე ფეხბურთის ფედერაციის არჩევნებზე გამოჩნდა. იმედია, ახლა კობიაშვილს და სხვებს რომ გაამარჯვებინონ, ამისთვის მათ კონკურენტებს არ დაიჭერენ".
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი 15 აგვისტოს, ქართული ოცნების მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად, პრემიერმა, გიორგი კვირიკაშვილმა დაასახელა. კობიაშვილი ქართულ ოცნებას გლდანის 21-ე ოლქში წარადგენს.
ნაძალადევის მე-18 ოლქში ქართული ოცნების მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად არის წარდგენილი ასევე ფეხბურთელი მიხეილ ყაველაშვილი.
თბილისში ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები 15 აგვისტოს დასახელდა.
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები