კვლევა: ღალატისკენ მიდრეკილება შეიძლება გენეტიკური იყოს
ფოტო: iStockphoto/Gett
კვლევების ნაწილი მიუთითებს, რომ თქვენი ხასიათის 20 პროცენტი გენეტიკურად არის განსაზღვრული, თუმცა ალბათ არ დაფიქრებულხართ, რა შეიძლება შედიოდეს ამ 20 პროცენტში.
ჩვენს ემოციებსა და ტემპერამენტში გენები ნამდვილად დიდ როლს თამაშობს, მაგრამ არსებობს თუ არა რაიმე კავშირი ღალატსა და გენეტიკას შორის?
კავშირი კონკრეტულ გენსა და ღალატისკენ მიდრეკილებას შორის
მეცნიერების ნაწილი ვარაუდობს, რომ ღალატის სურვილი შეიძლება ჩვენს ტვინში არსებული ერთ-ერთი ნივთიერების, დოპამინის კონკრეტული ტიპის რეცეპტორების განმსაზღვრელ გენს დავუკავშიროთ. ეს გენი სხვაგვარად "თავგადასავლების მაძიებელ" გენადაც არის ცნობილი და მას ხშირად აზარტულობასა და ალკოჰოლიზმთანაც აკავშირებენ.
2010 წელს ჩატარებულ კვლევაში მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ადამიანები, რომლებსაც აღნიშნული გენის რამდენიმე ასლი გააჩნდათ, ღალატისკენ უფრო მიდრეკილნი იყვნენ.
აღნიშნულ კვლევაში მეცნიერებმა 181 ახალგაზრდა ადამიანი შეისწავლეს - მათ ექსპერიმენტში კითხვარის შევსება და საკუთარი დნმ-ის ნიმუშის ჩაბარება ევალებოდათ.
მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ეს კონრეტული გენი ყველა ადამიანს გააჩნია, თუმცა გენის რაოდენობა მოსახლეობაში განსხვავებულია. ადამიანები, რომლებსაც აღნიშნული გენის უფრო მეტი ასლი გააჩნიათ - თავგადასავლების მიმართ უფრო მიდრეკილნი არიან, ეს ნიშნავს, რომ თქვენ ახალი შეგრძნებებისა და სარისკო გადაწყვეტილებების მიღება გიყვართ, ერთ-ერთი ასეთი გადაწყვეტილება შეიძლება იყოს ღალატიც.
საბოლოოდ ამ ყველაფერს დოპამინთან მივყავართ, რომელსაც სხვაგვარად ბედნიერების ჰორმონსაც უწოდებენ. ჩვენ მუდმივად ვცდილობთ ისეთი რაიმეს კეთებას, რაც სიამოვნებას გვანიჭებს, მაგრამ ადამიანებს, რომელსაც აღნიშნული გენის რამდენიმე ასლი აქვთ სტანდარტულზე უფრო მეტი დოპამინი სჭირდებათ, რომ თავი კარგად იგრძნონ.
ღალატისკენ მიდრეკილება შესაძლოა ოჯახიდან და მშობლებისგანაც შეიძინოთ
ფოტო: SOLIS IMAGES/SHUTTERSTOCK
ღალატისკენ მიდრეკილება შესაძლოა გამომუშავებადი იყოს. მისი შეძენა გარკვეული უარყოფითი გამოცდილებების შემდეგ შეიძლება - მაგალითად თუ თქვენი ურთიერთობით კმაყოფილი არ ხართ და თავს ცუდად გრძნობთ, მაგრამ გარდა ამისა, ღალატისკენ მიდრეკილება შესაძლოა თქვენი ბავშვობიდანაც მომდინარეობდეს.
ბავშვობაში თქვენ გაუცნობიერებლად აკვირდებით როგორ უმკლავდებიან სტრესს, დეპრესიას, დაძაბულობას და სხვა უარყოფით ემოციებს თქვენი მშობლები და თქვენზე მზრუნველი ადამიანები. ამით კი სწავლობთ გზებს, რომლითაც შეიძლება სხვადასხვა ემოციას გაუმკლავდეთ.
აღნიშნული გენის ქონა არ ნიშნავს, რომ აუცილებლად უღალატებთ
ფოტო: Jessica Mai/Business Insider
კვლევის შედეგები მიუთითებს, რომ ზოგიერთი ადამიანისთვის ძალიან რთულია, იმპულსურ და სარისკო ქცევას თავი აარიდოს. თუმცა აღნიშნული საკითხზე არსებული სამეცნიერო კვლევების რაოდენობა შეზღუდულია, ამიტომ ასეთი დასკვნების გაკეთება მაინც ნაადრევია.
"ალკოჰოლისაკენ გენეტიკურად მიდრეკილი უამრავი ადამიანი არსებობს, თუმცა ამ ადამიანებიდან ალკოჰოლზე დამოკიდებული მხოლოდ მცირე პროცენტი ხდება. გარკვეული ქცევისაკენ გენეტიკური მიდრეკილება გადამწყვეტი ფაქტორი არ არის. ჩვენ ყოველთვის გვაქვს თავისუფალი არჩევანი," - აცხადებენ მეცნიერები.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები