თბილისის ზოოპარკი საქართველოში გავრცელებული, საფრთხეში მყოფი გარეული სახეობების გადასარჩენად ფართომასშტაბიან კამპანიას იწყებს
ფოტო: Wikimedia Commons
თბილისის ზოოპარკი საქართველოში გავრცელებული საფრთხეში მყოფი გარეული სახეობების გადასარჩენად ფართომასშტაბიან კამპანიას იწყებს. პროექტს ინიციატორები 11 ოქტომბერს, 10:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში დაგეგმილ პრესკონფერენციაზე წარადგენენ. კამპანიასთან დაკავშირებით 11 და 12 ოქტომბერს, 10:00-დან 15:00 საათამდე, ამავე აუდიტორიაში, თბილისის ზოოპარკისა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თაოსნობით, ჩატარდება კონფერენცია სახეობათა კონსერვაცია და გარეული ცხოველების დაავადებები. კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ უცხოელი მეცნიერები (ნიდერლანდები, იტალია), ბუნების დაცვის მსოფლიო კავშირის (IUCN) სახეობათა გადარჩენის კომისიის წევრები, თბილისის ზოოპარკის მეცნიერ-თანამშრომლები, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორები და მკვლევარები, სახეობათა კონსერვაციის ცენტრ NACRES-ის ექსპერტები.
კამპანია თბილისის ზოოპარკი საფრთხეში მყოფი სახეობების გადასარჩენად გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) პროექტ ბიომრავალფეროვნების ფინანსური ინიციატივის (BIOFIN) ხელშეწყობით ხორციელდება. კამპანიის მიზანია საქართველოში გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობების კონსერვაციისთვის ფინანსების მოძიება და საზოგადოების ჩართვა ფაუნის ადგილობრივი წარმომადგენლების გადარჩენის პროცესში. პროექტის ფარგლებში იგეგმება კეთილშობილი ირმის, ნიამორისა და დასავლეთ კავკასიური ჯიხვის კონსერვაცია, რაც სახეობის საბინადრო არეალის შესწავლას, ინდივიდების გამრავლებას და შემდგომ რეინტროდუქციას, ანუ ბუნებაში დაბრუნებას გულისხმობს. გარდა ამისა, დაწყებულია დაობლებული ბელების რეაბილიტაციის პროექტი.
კონფერენციაზე განსახილველი თემები: მთის ჩლიქოსნების სტატუსის მდგომარეობის შეფასება და კონსერვაციული ქმედებების დაგეგმვა, ადგილობრივი მოსახლეობის ჩართვა კონსერვაციაში, გარეული ცხოველების დაავადებები.
"საქართველოში გარემოს დაცვა უმეტეს შემთხვევაში გამწვანებასთან, ან დასუფთავებასთან ასოცირდება და მინიმალური ყურადღება ექცევა არანაკლებ მნიშვნელოვან თემას – ჩვენს ქვეყანაში გავრცელებული გარეული ცხოველების დაცვას. პრობლემა მართლაც რომ მწვავეა. ადამიანის უგუნურმა და მომხმარებლურმა დამოკიდებულებამ თავისი შედეგი უკვე გამოიღო – გადაშენების საფრთხის წინაშე არაერთი სახეობა აღმოჩნდა. თბილისის ზოოპარკი, ასრულებს რა, ზოოპარკის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ფუნქციას გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლების მიმართულებით, იწყებს კამპანიას საქართველოში გადაშენების პირას მყოფი სახეობების კონსერვაციისთვის დაფინანსების მოსაძიებლად. ჩვენი მიზანია, მოსახლეობისთვის აქტუალური გახდეს ჩვენ გვერდით მობინადრე გარეულ ცხოველებზე ზრუნვა, რათა მომავალმა თაობებმა მხოლოდ წიგნებში არ ამოიკითხონ, რომ საქართველოში ოდესღაც ესა თუ ის ცხოველი ბინადრობდა", – აცხადებს თბილისის ზოოპარკის დირექტორი ზურაბ გურიელიძე.
კონფერენციაზე დასწრება თავისუფალია.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები