კუკავას მიერ საღორიას ტყეში მოჭრილი შეშის მოქალაქისთვის გადაცემა შესაძლოა, ამომრჩევლის მოსყიდვა იყოს
ფოტო: ფოტო ვიდეოდან / Topnews.com.ge
პრეზიდენტობის კანდიდატის, კახა კუკავასა და მისი პარტიის წევრის, გოგი წულაიას მიერ სოციალურად დაუცველი ოჯახისთვის ქუთაისში, საღორიას ტყეში მათივე მოჭრილი შეშის დარიგება, შესაძლოა, ამომრჩევლის მოსყიდვა იყოს. ამის შესახებ On.ge-ს სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების იურისტმა, თათია ქინქლაძემ განუცხადა.
იურისტი მოუწოდებს აუდიტის სამსახურს შეისწავლოს აღნიშნული ინფორმაცია და მოსყიდვის დამტკიცების შემთხვევაში საარჩევნო სუბიექტი დააჯარიმოს. თათია ქინქლაძის თქმით, თუ დადგინდა, რომ საჩუქრის ღირებულება 100 ლარს აღემატება, შესაძლოა სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებიც გამოიკვეთოს.
აუდიტის სამსახურში On.ge-ს უთხრეს, რომ გავრცელებულ ინფორმაციას იკვლევენ და დამატებით ინფორმაციას მოგვიანებით მოგვაწვდიან.
სამართლიანი არჩევნების იურისტის განცხადებით, ორგანიზაცია შეისწავლის ამ კონკრეტულ ფაქტს და მიიღებს გადაწყვეტილებას, რა ფორმით იმოქმედოს: მიმართოს სასამართლოს თუ აუდიტის სამსახურს.
პრეზიდენტობის კანდიდატის, კახა კუკავას თქმით, ერთი კუპური მეტრი ხე აქციის ფარგლებში მოჭრა და მხოლოდ ერთ ადამიანს გადასცა. მას მიაჩნია, რომ ამომრჩეველი არ მოუსყიდია და ხის მოჭრას სხვა დატვირთვა ჰქონდა.
"აქციის ამოცანა იყო დაგვენახვებინა მოსახლეობისთვის, რომ არასწორ პოლიტიკას ახორციელებს ხელისუფლება ტყეში ხის ჭრასთან დაკავშირებით და ამის განხილვა ამომრჩევლის მოსყიდვად არის კანონის არცოდნა", — უთხრა On.ge-ს კახა კუკავამ.
ამომრჩევლის მოსყიდვის საკითხს საარჩევნო პერიოდში საარჩევნო კანონმდებლობა და მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ კანონი არეგულირებს.
საარჩევნო კანონმდებლობის 47-ე მუხლის მეორე პუნქტში წერია, რომ თუ საარჩევნო სუბიექტი, მისი წარმომადგენელი ან მის სასარგებლოდ მოქმედი რომელიმე ფიზიკური და იურიდიული პირი მოისყიდის ამომრჩეველს, პრეზიდენტობის კანდიდატს რეგისტრაცია უუქმდება. ამ გადაწყვეტილებას სასამართლო სხვა საარჩევნო სუბიექტის ან სადამკვირვებლო ორგანიზაციის სარჩელის საფუძველზე იღებს.
მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ კანონი განმარტავს მოსყიდვის ცნებას. კანონის ჩანაწერში ვკითხულობთ, რომ პარტიას, ასევე კანდიდატს, წარმომადგენლის მეშვეობით ნებისმიერი ფორმით მოქალაქეებისთვის ფულის, მატერიალური ან არამატერიალური საჩუქრის გადაცემა ეკრძალება. მსგავსი ფაქტების შესწავლის პასუხისმგებლობა კი აუდიტის სამსახურს აკისრია.
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები