ეს შენ გეხება: წამების ამსახველი ვიდეოები მედიასა და ინტერნეტში დღემდე ვრცელდება
ფოტო: On.ge
კამპანია ეს შენ გეხება ეხმაურება ერთ-ერთი მედია საშუალების ვებგვერდის მეშვეობით პატიმართა წამების ამსახველი ვიდეო კადრების გავრცელებას დაუშტრიხავი ფორმით იმგვარად, რომ ყველასათვის შესაძლებელი გახდა კადრებზე ასახული პირების იდენტიფიცირება. კადრები ასევე აიტვირთა და ფართოდ გავრცელდა YouTube-ზე. შესაბამისი უწყებების მიერ კადრების დაბლოკვა ამ დრომდე არ არის უზრუნველყოფილი.
"ჩვენ არაერთხელ დაგვიფიქსირებია უარყოფითი პოზიცია ამგვარი კადრების (და მით უფრო) დაუშტრიხავი ფორმით საჯარო სივრცეში გავრცელებასთან დაკავშირებით. განსაკუთრებით სავალალოა ის გარემოება, რომ ინტერნეტში განთავსებით ამგვარი მასალა ხელმისაწვდომი ხდება პირთა განუსაზღვრელი წრისთვის, მათ შორის არასრულწლოვნებისთვის, რომელთაც ეძლევათ კადრების გადმოწერის, შენახვის, სხვადასხვა მიზნებით მათი მოგვიანებით გამოყენების შესაძლებლობა. კადრების ამ ფორმით გავრცელება მიუღებელია. ეს არღვევს ადამიანის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას, ხელახალ ტრავმას აყენებს კონკრეტულ პირებს, მათი ოჯახის წევრებსა და მთლიანად საზოგადოებას".
კამპანია ეს შენ გეხებაში შემავალი ორგანიზაციები ასევე აცხადებენ, რომ მათთვის სრულად მიუღებელია ადამიანის წამება და ამ დანაშაულის დაუსჯელობა ან არაადეკვატურად მსუბუქი სასჯელების გამოყენება წამების დანაშაულის ჩამდენი პირების მიმართ:
"სამწუხაროა, რომ ამ დანაშაულებს დღემდე ვერ მიეცა ადეკვატური სამართლებრივი შეფასება, არ შეფასებულა პრობლემის ზუსტი მასშტაბი და სხვა გარემოებები, პასუხისმგებელი პირები უმეტესწილად დაუსჯელნი რჩებიან. სწორედ ეს არის იმის მიზეზი, რომ აღნიშნული თემა ხშირად ხდება მანიპულაციების საგანი".
ორგანიზაციები აცხადებენ, რომ არსებობს საზოგადოებრივი აზრის შექმნის მცდელობა, რომ ფართოდ გავრცელებული და სისტემური წამება რეალურად არ არსებობდა და ციხის კადრები გაყალბებულია, არ არის ავთენტური:
"ბუნებრივია, თუკი არსებობს ეჭვი ამა თუ იმ კადრის ავთენტურობიასთან დაკავშირებით, საზოგადოებას აქვს ლეგიტიმური უფლება, დასვას კითხვები და მიიღოს დამაჯერებელი პასუხები ამასთან დაკავშირებით; მაგრამ ამ დანაშაულის არსებობის უარყოფა, მაშინ, როცა ეს დადასტურებულია არა მხოლოდ კადრებით, არამედ ასევე კვლევებით და კონკრეტული საქმეებით, ხელს უწყობს პრობლემის მიჩქმალვას, წამების სისტემური დანაშაულში მონაწილე პირების დაუსჯელად დატოვებას და შეურაცხყოფას აყენებს წამების მსხვერპლებს, მიმართულია რა მათ მიერ განცდილი ტრაგედიების უგულვებელყოფისაკენ".
ეს შენ გეხება აცხადებს, რომ მნიშვნელოვანია ხელისუფლებამ გააცნობიეროს საკუთარი პასუხისმგებლობა წამების დანაშაულთან ეფექტური ბრძოლის, ასევე ამგვარი კადრების გავრცელების პრევენციისა და მათი გავრცელების შემთხვევაში - დროულად დაბლოკვის მიმართულებით:
"ასევე მნიშვნელოვანია, ამ კონტექსტში თავისი წილი პასუხისმგებლობა გააცნობიერონ პოლიტიკურმა ძალებმა თუ მედია საშუალებებმა.
მოვუწოდებთ ხელისუფლებას, კადრების დროულად ამოღებასთან ერთად, დაიწყოს გამოძიება მათი მოპოვებისა და გავრცელების საკითხთან დაკავშირებით, ასევე დაიწყონ გამოძიება თუ გავრცელებული კადრები შეიცავს ინფორმაციას აქამდე უცნობი შესაძლო დანაშაულებრივი ფაქტების თაობაზე.
მოვუწოდებთ მედია საშუალებებს, პატივი სცენ ადამიანის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას და თავიანთი მოქმედებებით ხელი შეუწყონ ადამიანის უფლებების დაცვას".
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები