მუქარის შემცველი შეტყობინების მიღების გამო ეკა გიგაურმა პროკურატურას მიმართა
საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველოს აღმასრულებელმა დირექტორმა, ეკა გიგაურმა მუქარის შემცველი შეტყობინების მიღების გამო პროკურატურას მიმართა.
არასამთავრობო ორგანიზაციის განცხადების მიხედვით, 13 ოქტომბერს გიგაურის მისამართით აგრესიული შეტყობინება გაიგზავნა, რომელიც, ბილწსიტყვაობასთან ერთად, პირადი ანგარიშსწორების მუქარასაც შეიცავდა.
"ნიშანდობლივია, რომ მუქარის ავტორი ზუსტად იმავე ფრაზეოლოგიას იყენებს, რაც პარლამენტის თავმჯდომარემ გამოიყენა არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგ, როცა ისინი „ფაშიზმის თანამონაწილეებად“ მოიხსენია", — წერია განცხადებაში.
საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველო სოციალურ ქსელში მუქარისა და შეურაცხყოფის შემცველი შეტყობინებების გახშირებას თანამდებობის პირების კომენტარებს უკავშირებს. მათივე თმით, ხელისუფლებამ ბოლო კვირებში სამოქალაქო სექტორის წინააღმდეგ შეტევა წამოიწყო.
"რეპუტაციის შემლახავი ამგვარი შეტევები წლებია ხორციელდება და ჩვენი დაკვირვებით, აქტიურდება მაშინ, როცა სამოქალაქო სექტორი (როგორც წინა, ისე ამჟამინდელი) ხელისუფლების კრიტიკას ამძაფრებს", — აცხადებს არასამთავრობო.
მმართველი გუნდის წევრების განცხადებები არასამთავრობო ორგანიზაციებზე
მას შემდეგ, რაც პირველ ოქტომბერს ცამეტმა არასამთავრობო ორგანიზაციამ ელიტურ კორუფციასა და სასამართლოს კლანურ მმართველობაზე გაავრცელა განცხადება, პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ისინი გააკრიტიკა და არასერიოზული უწოდა.
"ეს არის 13 კაცი და ქალი, რომელსაც აქვს თავისი პოლიტიკური მიკერძოებული შეხედულებები", — ასე უპასუხა კობახიძემ არასამთავრობოების კრიტიკას არჩევანის ეთერში.
ირაკლი კობახიძის შემდეგ, არასამთავრობო ორგანიზაციების დისკრედიტაცია იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა გააგრძელა. წულუკიანმა NGO-ების განცხადებებს "არასერიოზული" და "ყველანაირი სტანდარტის დარღვეული" უწოდა.
არასამთავრობოები მმართველი პარტიის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის კრიტიკის ობიექტებიც გახდნენ. ორგანიზაციებმა გაავრცელეს განცხადება, რომელშიც სალომე ზურაბიშვილის მიერ ნინოწმინდაში ქსენოფობიური შინაარსის კომენტარის შესახებ საუბრობენ. ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები და მედია მოწოდების სიმაღლეზე ვერ დგას და ეს აუცილებლად უნდა გამოსწორდეს. მოგვიანებით, ზურაბიშვილმა არასამთავრობოები ისევ გააკრიტიკა, თუმცა განაცხადა, რომ მათთან შესახვედრად მზად არის.
2018 წლის 8 ოქტომბრის საგანგებო ბრიფინგზე ირაკლი კობახიძემ არასამთავრობო ორგანიზაციები კვლავ გააკრიტიკა იმის გამო, რომ რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას "ფაშისტური განცხადება" არ შეაფასეს. საქმე ეხება ნიკა გვარამიას ფეისბუქსტატუსს, რომელშიც ამბობს, რომ ყველა, ვინც სალომე ზურაბიშვილს ან აფინანსებს, ან კამპანიაში სხვაგვარად ეხმარება, უნდა შევიწროვდეს.
თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით კი რუსთავი 2-ის ხელმძღვანელის, ნიკა გვარამიას განცხადებებზე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ჩუმად არიან, "რაც გასაკვირი არ არის".
არასამთავრობო ორგანიზაციებზე მმართველი გუნდის კიდევ ერთმა წარმომადგენელმა, ქართული ოცნების დეპუტატმა, არჩილ თალაკვაძემაც ისაუბრა. თალაკვაძემ ტვ იმედის ეთერში საუბრისას თქვა, რომ ორგანიზაციები ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დღის წესრიგით მუშაობენ.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები